პარამეცნიერებები ამოუცნობი მფრინავი ობიექტის 150 საუკუნის წინანდელი გამოსახულება საფრანგეთში 2019, 11 ივლისი, 16:01 სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარეობს ნიაუქსის მღვიმეთა სისტემა (Caves of Niaux), რომლის სიგრძეც 14 კილომეტრია და მოიცავს უამრავ მიწისქვეშა სივრცეებს და მღვიმოვან ოთახებს, რომელიც ასეულ მილიონობით წლის მანძილზე ბუნებრივადაა ჩამოყალიბებული. ამ მღვიმეებში ევროპელი მონადირე-შემგროვებლები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მეტიც, ეწეოდნენ შემოქმედებით საქმიანობას. საქმე იმაშია, რომ ნიაუქსის მღვიმეები ცნობილია თავისი ძალიან ლამაზი, პრეისტორიული მხატვრობის ნიმუშებით, რომელიც შესრულებულია მღვიმეების კედლებზე და დათარიღებულია ძვ.წ. 13, 000 წლით და ყველაზე "ახლები" ძვ.წ. 10, 000 წლით. პრეისტორიული "ფრანგი" მხატვრები, ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში მცხოვრები ამ პერიოდის მონადირე-შემგროვებლები ხატავდნენ იმას, რასაც ხედავდნენ, იქნებოდა ეს სხვადასხვა ცხოველი, ნადირობის სცენები თუ მეტეორიტის ჩამოვარდნა ან სხვადასხვა თანავერსკვლავედები ღამის ცაზე. უიშვიათესია ამ დროში დაეხატათ ისეთი რამ, რაც არარსებული იქნებოდა და წარმოადგენდა ვინმეს წარმოსახვის ნაყოფს. და ვინაიდან ეს ცნობილია არქეოლოგებისთვის, მეტად გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ იმ დროისთვის სტადარტულ ნახატებთან ერთად მღვიმეში აღმოჩნდა ნახატი, რომლის გარკვევაც ვერანაირად ვერ მოხერხდა, თუ რა შეიძლებოდა გამოესახა მხატვარს. ეს ნახატი ერთი ერთში ჰგავს დღევანდელი უცხოპლანეტელების თვითმხილველთა აღწერილობით სურათს, თუ როგორ აღწერენ ისინი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს - თეფშის ფორმის მფრიnავ საშუალებებს, რომელსაც ზოგჯერ თან დაჰყვება სფეროსებრი ელვის მსგავსი "მანათობელი ბურთები". ავთენტურობა დადგენილია და ეს არ არის ყალბი ნახატი, რომელიც შეიძლება გვეფიქრა, რომ შემდგომ, ახლახანს დაამატა ვინმემ, ამიტომ ერთერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს ის, რომ ამ ნახატის ავტორმა 150 საუკუნის წინ იხილა ის, რასაც დღევანდელ დღეს აღწერს მილიონობით ადამიანი მსოფლიოში - ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - ე.წ. "ამო" (UFO of Niauxs cave). სტატიები ამავე თემაზე: 1. პარანორმალური მოვლენები (26 სტატია) კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე94 1-ს მოსწონს
|