საზოგადოება თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-ზე - "ბოღმა, არაპროფესიონალიზმი, პერსონალური ჯიბრი, გოიმობა ..." 2019, 10 ივლისი, 0:18 ჟურნალისტი და "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს უპირისპირდება და მას არაპროფესიონალიზმში ადნაშაულებს. მისი თქმით, ყველა მედიასაშუალებამ ჩაწერა მძღოლის გატაცებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმის რომ "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი ადგილზე იყო, მათ არ ჩაუწერიათ. "დღეს, მძღოლის გატაცების ფაქტზე ჩამწერა ტელეიმედმა, ჩამწერა საზმაუმ, ჩამწერა ტვ პირველმა, ჩამწერა ყველა მედიამ ... არ ჩამწერა რუსთავი ორმა და ტაბულას მანქანას სხვისად ასაღებდა (იყო ჯგუფი მთაწმინდის პოლიციასთან) ბოღმა, არაპროფესიონალიზმი, პერსონალური ჯიბრი, გოიმობა ... მე ყოველთვის ადეკვატურად შეგაფასებთ, არასოდეს სამარცხვინო - შემიყვარე და მემეგობრე, თორემ ეთერს არ მოგცემ - ვაჭრობის მძევალი არ ვიქნები! და ყოველთვის თქვენი პრობლემა იქნება თუ არ გამაშუქებთ, და არა - ჩემი P.S. აი ვისაც მაგ მიდგომით აგოიმებთ, არცერთი თქვენი მძევალი სასაცილოდ არ მყოფნის"- წერს ჩერგოლეიშვილი. 1392 3-ს მოსწონს
|