x
image
ელენე გუმა
"ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10.ათას ლარს, სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც."
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საკუთარი ხელფასის შესახებ წერს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მისი ხელფასის ოდენობით ძალიან არის დაინტერესებული.


როგორც ნანუკა წერს, ის სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს და სხვის ფულს არ იპარავს. ის ციფრები კი რაც გამოფინეს, შთამბეჭდავია, თუმცა რეალობას არ ასახავს.


"ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10.ათას ლარს:) ღლეებო.

გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს რეკლამა არხზე. ანუ, იქეთ შემაქვს ფული ტელევიზიაში მაგ შემთხვევაში გვერიცხება 50% მიტანილი რეკლამიდან და ჩემი 50% იყოფა ნანუკას შოუს თანამშრომლებზე. ეს რ2 პრაქტიკაა. სხვა გადაცემებიც თუ მიიტანენ არხზე რეკლამას მათაც ეძლევათ 50%.


ეს ციფრები რომელიც გამოფინეთ მიუხედავად იმისა რომ რეალობას არ ასახავს შთამბეჭდავია და მაგ ციფრს აკლია ჩემი შემოსავალი სოციალურიქსელიდან, ინტეგრირებიდან და ასევე ინდივიდუალური მომსახურეობიდან .

ასეა, როცა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი გყავს და ინტეგრირებული რეკლამა იმდენი გაქვს რომ ხანდახან უარსაც ამბობ შემოსავალიც დიდი გაქვს. თქვენსავით სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ და სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ 17 წლიდან და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც"- წერს ჟორჟოლიანი.


და იქვე დასძენს რომ ფოტოზე, რომელიც ხელფასის ამბავს აქვს მიკრული, მსუქანია და მას შემდეგ 12 კილოგრამი დაიკლო.


"P.S. და ჩემი მსუქანი ფოტო რომ გაქვთ მიკრული ჩემი ვითომ ხელფასის ინფორმაციაზე ძალიან გთხოვთ გამოცვალეთ. მაგის შემდეგ 12 კილო დავიკელი შურიანებო."

0
867
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
867
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0