სხვა ხერხემალგადატეხილი მამაკაცი ერთი თვე დათვს ყავდა ბუნაგში და გადარჩა 2019, 9 ივლისი, 8:56 ეს საოცარი ისტორია რუსეთში მოხდა: მამაკაცი გადატეხილი ხერხემლით ერთი თვე ყავდა დათვს ბუნაგში. მამაკაცი გადარჩა. როგორც თავად ამბობს - დათვმა ხერხემალი გადაუტეხა და ბუნაგში დააგდო როგორც საჭმლის მარაგი.
მამაკაცი საკუთარ შარდს სვამდა სიცოცხლე რომ შეენარჩუნებია. იწვა გაუნძრევლად (დათვის ყურადღება რომ არ მიექცია) ისე დიდხანს, რომ მისმა კანმა ლპობა დაიწყო. East2West ადგილობრივმა მონადირეებმა მომაკვდავი ძაღლების დახმარებით აღმოაჩინეს: ისინი გაუჩერებლად ყეფდნენ და არ შორდებოდნენ ბუნაგის შესასვლელს.. ალექსანდრე მუმიას ჰგავდა. ექიმები ამ შემთხვევას სასწაულს უწოდებენ. მომხდარის გამო მამაკაცს არაფერი ახსოვს საკუთარი სახელის გარდა. ის ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს, მცირედით ამოძრავებს ხელებს და თვალებს. იხილეთ ვიდეო: ეს ძალიან გაურკვეველი ისტორიაა ვინმეს შეუძლია კი ასეთი განსაცდელის გადატანა? ან იქნებ არც კი ყოფილა ასეთი განსაცდელი! EADaily-ის რედაქტორმა ალექსეი დიომინმა თქვა, რომ ამ ადამიანის ვიდეო ადგილობრივი წყაროდან მიიღო, რომ ვიდეო გამოუგზავნეს „ მეგობარმა მონადირეებმა სოციალური ქსელის საშუალებით“. დიომინმა განმარტა, რომ მისი საიტი დამატებით დეტალებს ელოდება.
მან ასევე დაადასტურა, რომ ტუვის ადგილობრივი პოლიცია EADaily-ს დათვის ისტორიის გაყალბების ბრალდებით დაუკავშირდა. ასე რომ, ალექსანდრე ნამდვილად არსებობს? როგორც სჩანს - კი, მაგრამ მისი ისტორია საუკეთესო შემთხვევაში ბურუსითაა მოცული. ამ ისტორიაში ალექსანდრეს EADaily რუსეთის საავადმყოფოს უკავშირებს და არა მეზობელ ყაზახეთში. Zello.poisk-ის სახელით ცნობილმა ჯგუფმა შეისწავლა რა ვიდეო, გააკვია რომ ენა- რომელზეც საუბრობენ გადაღებული მასალის ფონზე, ტუვინის არაა. ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ცდილობდა დაედგინა იყო თუ არა ალექსანდრე დაკარგულთა სიაში წერია, რომ ეს ადამიანი ყაზახეთის ქალაქის -აკტობეს საავადმყოფოშია.
ტუვა. რუსეთი. აკტობე. ყაზხეთი. Google-ის რუკა პოსტში ეწერა: ჩვენ შევამოწმეთ საავადმყოფოები (აკტობში) და ვითხოვეთ დახმარება. ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ ეს ადამიანი ჩვენი ქალაქიდანაა. ის ერთ-ერთ საავადმყოფოშია და უკეთესად გრძნობს თავს. ის ავადაა. მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ განკურნავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდა...
ფაქტების ონლაინ - გადამოწმება Snopes-ში დეტალების გარკვევას ცდილობდა, თუმცა ისინიც აღიარებენ, რომ სოც-ქსელში არსებული დეტალები ძალიან განხვავდებიან ერთმანეთისგან. კანის ასეთ მდგომარეობას ზოგი წამლების ბოროტად გამოყენებას და „კრაკადილს“ უკავშირებს. ერთადერთი, რასაც დაზუსტებით ამბობენ ისაა, რომ პირველადი ჩვენება დათვის თავდასხმაზე უსაფუძვლოა. UNILAD გააგრძელებს ამ ისტორიაზე ახალი შეტყობინებების შეგროვებას. იხილეთ ასევეთქვენ როგორ ფიქრობთ. როგორ და რატომ აღმოჩნდა ეს მამაკაცი ტყეში მარტო?იხილეთ კიდევ ერთი ვიდეო, რომელსაც თავისი წილი სიმართლე აქვს!როგორ იტყუებიან ტელევიზიები:
იხილეთ ასევე:
3453 6-ს მოსწონს
|