მეგობრებიდან აღარავის უნახავს ბლანში. დაკარგული გოგონას დედა და ძმა რაღაც დროით ატარებდნენ სამგლოვიარო სამოსს. გოგონა მალე ყველამ დაივიწყა და მათი ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. თითქოსდა გოგონას საიდუმლოებით მოცულ დაკარგვას ამოხსნა არ ეწერა....
ბლანშის დაკარგვიდან 25 წლის შემდეგ, 1901 წლის 23 მაისს, პარიზის პოლიციაში ანონიმური წერილი შევიდა. მისი ავტორი წერდა, რომ მთელი ეს დრო, გოგონა საკუთარ სახლში იყო დატყვევებული.
წერილმა ყველა გააოგნა, რადგან მადამ ლუიზა მონიე და მისი შვილი მიშელ მონიე ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და საზოგადოების სანიმუშო მოქალაქეებად ითვლებოდნენ.
მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ოცდახუთი წლის წინ მისი ქალიშვილი უცნაურ ვითარებაში გაქრა, გადაწყვიტეს მაინც წვეოდნენ მოხუც ქალბატონს სახლში.
ამგვარად, დაკარგული ქალი აღმოჩენილი იქნა საკუთარ სახლში. ის იმყოფებოდა ჩაკეტილი ბნელ ოთახში და საწოლზე მიჯაჭვული 25 წლის განმავლობაში.
როდესაც პოლიციამ შეძლო ბოქლომის გატეხვა და კარის გაღება, ნანახით შოკირებული დარჩნენ.
სრულიად ბნელ ოთახში აუტანელი სუნი იდგა. დამპალი თივით გამოტენილ ლეიბზე იწვა გამოფიტული, სრულიად შიშველი ქალი, დაფარული საკუთარი ფეკალიებით და გახრწნილი საჭმლის ნარჩენებით.
საცოდავი ბლანში გაახვიეს სუფთა საბანში და ისე გამოიყვანეს სახლიდან. მთელი ეს დრო დედამისი სრულიად აუღელვებლად იჯდა სასტუმრო ოთახში მაგიდასთან არომატული ყავით სავსე ფინჯანით ხელში.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ საშინელი ისტორიის დაწყების მიზეზი იყო იქვე მცხოვრები ასაკოვანი, გაკოტრებული იურისტის და გოგონას სიყვარული.
გოგონას დედა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ასეთი გათხოვების.
მიუხედავად ამისა, ბლანში განაგრძობდა ღამღამობით თავის შეყვარებულთან შეხვედრას. ერთხელ, მორიგი ღამის პაემანიდან დაბრუნებული გოგონა დედამ და ვაჟიშვილმა დაიჭირა, გაკოჭა და სხვენის ბნელ, პატარა ოთახში ჩაკეტა.
დედამ განაცხადა, რომ ეს გააკეთეს მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გოგონა სახლიდან რომ არ გაქცეულიყო და არ შეერცხვინა მონიეს უძველესი ცნობილი გვარი.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონას შეყვარებული მალევე გარდაიცვალა, დედა უფრო მეტად გამკაცრდა ურჩი შვილის მიმართ. მას იშვიათად კვებავდნენ, ძირითადად ნასუფრალით, ჰიგიენური საშუალებეის ხმარების არავითარი უფლება არ ჰქონდა. ის განწირული იყო სასიკვდილოდ. მაგრამ, მიუხედავად ამისა უბედური გოგონა გადარჩა.
ძმა მიშელ მონიე დამნაშავედ სცნეს თანამონაწილეობაში და მიუსაჯეს 11 თვე პატიმრობა, მაგრამ აპელაციის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. ასე რომ მან არავითარი სასჯელი არ მიიღო ჩადენილის გამო.
25 წლის წინ დაკარგული ტყვე ქალი კი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მცხოვრები გახდა. მისი ფსიქიკა მთლიანა შერყეული იყო. საავადმყოფოში მიყვანილი ბლანში ძალიან მშვიდად იყო. გაიხარა დაბანის და ნორმალური ჭამის უფლება რომ მისცეს. 25 წელი სრულ სიბნელეში ყოფნამ დააზიანა მისი თვალები და სინათლეს ვერ უძლებდნენ. საავადმყოფოში მან 12 წელი იცოცხლა.
აი, ასეთი ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა ლამაზ ბლანშ მონიეს.
იხილეთ ასევე:
1. 15 წლის მოსწავლე ვერ დაიცვეს მასწავლებლებმა მკვლელისგან!
2. მართლმსაჯულება! გაუპატიურებას გადარჩენილი დანიის მოქალაქე ჯარიმას გადაიხდის მოძალადეს რომ გაუსწორდა!
3. მთვრალი დედა ორი შვილის მოკვლას ცდილობდა, რათა ყოფილ მეუღლეზე ეძია შური!