x
image
melody_inside
რა იწინასწარმეტყველა ვაგნას პატარა მემკვიდრემ
image




დრო მიდიოდა, ვანგა არ ჩქარობდა თავისი მემკვიდრის დასახელებას.ნათელმხილველი დუმდა და მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანი ისევ გამოჩნდებოდა. ვანგა, როგორც ყოველთვის, მეტაფორებით და ნაწყვეტი ფრაზებით საუბრობდა.



image


მხოლოდ ნათელმხილველის სიკვდილის შემდეგ გახდა შესაძლებელი შეეკრიბათ ეს საიდუმლო მოზაიკა. ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ როცა ახალ საუკუნეში ევროპა ცეცხლის კვამლში გაეხვევა, მის გულში დაიბადება განსაკუთრებული გოგონა, რომელსაც დიდი ნიჭი ექნება.



ბავშვი- სასწაული მრავალი წელი ეძებეს-დაწყებული 2000 წლიდან, მაგრამ უშედეგოდ. ამოცანის გასაღები მხოლოდ 2009 წელს გამოჩნდა. პატარა ფრანგულ გაზეთში მცირე ზომის სტატია დაიბეჭდა გოგონაზე, რომელიც ცხოვრობს მონპელიეში, ესაუბრება სულებს და ხედავს მომავალს. და აქ უკვე ნათელი გახდა, რომ ასრულდა ვანგას კიდევ ერთი წინასწარმეტყველება.



და მაინც, უცნაურ ბავშვში მეორე ვანგა მაშინვე ვერ ამოიცნეს.


დაიწყო მისი ნიჭის შემოწმებები ჯერ სახლის პირობებში, შემდეგ კი მრავალი სკეპტიკოსის და ექსტრასენსის თანდასწრებით. ყველა გამოცდა გოგონამ წარმატებით გაიარა და ეჭვი მის ფანტასტიურ შესაძლებლობებში არ დარჩენილა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ნადირობა პატარა ნათელმხილველზე.



სულ მალე გოგონას ოჯახი მოულოდნელად უკვალოდ გაქრა. ხუთი წელი მათზე არაფერი არ ისმოდა და მხოლოდ ახლა, როცა ევროპა იხრჩობა ლტოლვილების ნაკადში და ტერაქტების ტალღამ მოიცვა მსოფლიო, წამოზრდილი კაედე უბერი თვითონ გამოვიდა კავშირზე.


image


image



კითხვაზე, თუ რა ელოდება მსოფლიოს ახლო მომავალში, ვანგას მემკვიდრემ განაცხადა- "რუსეთის ახალი სენსაციები". მან ასევე გაგვაფრთხილა დედამიწაზე მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე. ექვსი წლის შემდეგ, დედამიწაზე შეიძლება სასმელი წყალი აღარ იყოს-თქვა მან.


გოგონამ პარიზის ტერაქტებიც იწინასწარმეტყველა. დედის სიტყვებით, გოგონა მუდამ რაღაცას წინასწარმეტყველებს, უმნიშვნელოსაც კი.


მას ჰკითხეს- სირიის და თურქეთის გარდა, საფრთხე საიდან მოდის?

- ალჟირიდან-პასუხობს ვანგას მემკვიდრე.


აი რა თქვა მან პუტინზე;

–ეს ბიძია ოთხი წლის მერე თვითონ წავა. გაფრინდება. დაუძახებენ და წავა.

–კაედე, ვინ დაუძახებს, სად გაფრინდება?

–არ ვიცი. იქ მზეა, სითბოა და ლურჯი ზღვა.

–ვინ დაუძახებს?

–არ ვიცი. ის ძალიან ძლიერია. ის ძალიან დიდია. ის ძალიან მდიდარია. მეფეზე მდიდარია.

–კარგი კაედე. არის ჩვენ ქვეყანაში კიდევ შენნაირი გოგონები და ბიჭები?

–ჩემნაირი მეტი არავინაა. მე ერთი ვარ.

–დიდები? ქვეყანაში შენნაირი არის ვინმე?

–არაა უფროსებიც. უფროსებმა არ იციან ის, რაც ბავშვებმა იციან. ვერ ხედავენ. უყურებენ და ვერ ხედავენ. მე ვხედავ.

–რაზე ოცნებობ? რა გინდა გამოხვიდე?

–მე ექიმი მინდა ვიყო. ადამიანებს განვკურნავ. თავიდან ჩემ თავს განვკურნავ და სხვა ბავშვებთან ერთად ვითამაშებ. მზეს მეც დავინახავ და ზღვაში ვიბანავებ. მერე სანაპიროზე დავწვები და მზეს და ცას ვუყურებ. ცა ლურჯი- ლურჯია, იქ ღმერთი ცხოვრობს. მე მას დავინახავ და სიმღერას ვუმღერებ.– ამ სიტყვების მერე გოგონამ ტირილი დაიწყო.


კაედი უბერი განუკურნებელი სენითაა ავად. მას გენეტიკური ცვლილებები აქვს. ის თანატოლებთან შედარებით ნელა ვითარდება და კოორდინაციის ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. პატარას ძალიან ცუდი მხედველობა აქვს და ოფთალმოლოგების აზრით წელს სრულიად დაბრმავდება.

3
7952
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
7952
  
2016, 22 თებერვალი, 0:39
melodi, ყოველთვის მიზიდავს მისტიკა ყველა ,,ჟანრში,, და იმედი მიცრუვდება ხოლმე, როცა ყველა ეს ,,მისტიკური მოვლენა,, ფიზიკის კანონებით იშიფრება))
2016, 22 თებერვალი, 0:24
ბავშვს არ ქონდა სურვილი ვინმესთან კონტაქტი ქონოდა .12 წლის როცა გახდა, იმ ასაკის, როცა ვანგა დაბრმავდა, მაშინ თხოვა დედამისს და რუს ჟურნალიტებთან დაკავშირება და გასაუბრება მოინდომა. ვანგასავით, მასაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ.
2016, 22 თებერვალი, 0:18
ე.ი. ვალოდია რუსი ძლიერია, მდიდარია, მზეც მაგისი ყოფილა და ლურჯი ზღვაც... ეს გოგო სად იყო დაკარგული 5 წელიო?))))))
0 1 3