Quiz რა ტიპის შეყვარებული ხარ და ვინ გჭირდება სინამდვილეში - ფსიქოლოგიური ტესტი 2019, 8 ივლისი, 19:58 ფერების სიმბოლური მნიშვნელობა ძალიან განსხვავდება კულტურებსა თუ ეპოქებს შორის. სულიერი ტრადიციები მათ ენერგეტიკულ თავისებურებებსაც უსვამს ხაზს. მაგალითად, კუნდალინი იოგა თითოეულ ფერს სხვადასხვა ჩაკრას უსაბამებს. კაბალაში ყველა შემოქმედ ძალას თავისი ფერი აქვს. თანამედროვე სამყაროში ადამიანები ფერებს ვიბრაციების მიხედვით არჩევენ, ზოგიერთი მათგანი აღაგზნებს, ზოგი ამშვიდებს. არსებობს თბილი და ცივი ფერები. ზოგიერთ კულტურაში დიაგნოზის დასასმელად, ან სამკურნალოდაც კი გამოიყენებენ მათ. ფერები დიდი ხანია უკვე აქტიურად გამოიყენება ფსიქოანალიზში. არსებობს უამრავი სკოლა და მიმართულება, თუმცა ყველა თანხმდება ერთზე: ფერები ბევრს ამბობენ ჩვენზე. ეს კონკრეტული ტესტი ჩვენს სასიყვარულო ენერგოვიბრაციას განსაზღვრავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოვრების ამ ეტაპზე. ინსტრუქცია მარტივია - უნდა გათავისუფლდეთ ნებისმიერი სტერეოტიპისგან, რაც ფერების შესახებ გაქვთ. მაგალითად, დაივიწყეთ აზრი, რომ თითქოს წითელი ვნების ფერია და ა.შ. უყურეთ პალიტრას ცოტა ხანს და შემდეგ სპონტანურად აირჩიეთ ერთ-ერთი ფერი, რომელთანაც განსაკუთრებულ კავშირს გრძნობთ ამჟამად. პასუხები:1. გრძნობები: ეს ფერი აბსოლუტური, იდეალისტური, რომანტიკული სიყვარულის ფერია, რომელსაც თქვენ მთელი სხეულით და სულით ეძლევით. როცა გიყვართ, თქვენი შეჩერება ვერაფერს ძალუძს. ისწრაფვით წმინდა კავშირისკენ და გირჩევნიათ მარტოდ იყოთ, ვიდრე იმასთან გააბათ რომანი, ვინც არ გაინტერესებთ. სექსი: თქვენთვის სექსი უბრალო აქტივობა არ არის. ძალიან ფილოსოფიურად უდგებით მას. თქვენი სექსუალობა შეიძლება ითქვას, რომ ტანტრულია. სექსი საშუალებას გაძლევთ სხვა განზომილებებსა თუ სამყაროებზე გახვიდეთ და გამთლიანების, ერთიანობის განცდა მოგცეთ. ვინ გჭირდებათ: მონათესავე სული, რომელიც აბსოლუტური სიყვარულისკენ ისწრაფვის. ის, ვისაც შეუძლია მოწყდეს მიწას, თქვენსავით მთელი არსება მიუძღვნას ამ გრძნობას და ცნობიერების იმ საფეხურზე დგას, სადაც თქვენ დგახართ. შესაბამისი ფერები: წითელი - ის, ვინც მიწაზე დაშვებას მოგთხოვთ და ნარინჯისფერი - რომელსაც თქვენი სიყვარულით გაზრდით და მეორე იასამნისფერი. 1. გრძნობები: ეს ფერი დედა-მიწის სიმბოლოა. გინდათ, რომ საჭიროდ გრძნობდეთ თავს. დედურად ზრუნავთ პარტნიორზე და თქვენი კავშირიც ყოველ დღე უფრო და უფრო მყარი ხდება. თვითრეალიზაცია - თავის მიძღვნა პარტნიორისთვის. თქვენ ცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შექმნათ მისთვის, მხარში დაუდგეთ, დაამშვიდოთ. თქვენი სახლი თავშესაფარია, თქვენ ხართ პარტნიორის ნავსაყუდელი. სექსი: იგი თქვენთვის ენერგიის და ძალაბის აღდგენის საშუალებაა. თქვენი სექსუალური ურთიერთობები ძალიან ნაზი, ღრმა და ცოცხალია. სიყვარული და სექსი ერთმანეთთან კავშირშია. სექსი მხოლოდ იმ ადამიანთან გექნებათ, ვისთანაც გრძნობები გაკავშირებთ.
ვინ გჭირდებათ: ის, ვინც თქვენს მზრუნველ ბუნებას დააფასებს, თუმცა მიუხედვად ამისა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შესძლებს და ხელში ატატებულ ტარებას არ მოგთხოვთ. ის, ვისაც მყარი კავშირების მოთხოვნილება ექნება და ოჯახის შექმნისკენ ისწრაფვის.
შესაბამისი ფერები: ცისფერი - მგრძნობიარე, არტისტული, დამოკიდებულებების მაძიებელი. მწვანე - კეთილი, სენტიმენტალური, ადამიანი, ვინც აფასებს იმას, ვინც მასზე ზრუნავს. იისფერი - პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და სერიოზული - ის, ვისთანაც ოჯახის შექმნა შეიძლება.
3. გრძნობები: ეს ცეცხლსაშიში, ფეთქებადი ემოციების ფერია. თქვენთვის სიყვარული საწვავია, რომელმაც ენერგიით და ენთუზიაზმით უნდა აგავსოთ. ნებისმიერ ურთიერთობაში ხანმოკლე რომანებით დაწყებული, ხანგრძლივი სიყვარულით დამთავრებული იმპულსურობით გამოირჩევით, ექსტროვერტი შეყვარებული ხართ, აღფრთოვანებებისკენ მიდრეკილი. არ იცით ზომა, ჩარჩოები, გიყვართ უსაზღვროდ, მაგრამ დრამების გარეშე.
სექსი: თქვენთვის ზედმეტი ენერგიისგან გამოთავისუფლების წყაროა, გახურებული ემოციებისგან დაცლის საშუალება. მისი მეშვეობით გამოხატავთ სიყვარულს და მადლიერებას როგორც პარტნიორის, ასევე ზოგადად სიცოცხლის მიმართ.
ვინ გჭირდებათ: გჭირდებათ ძალიან ენერგიული, ძლიერი სექსუალური დრაივის მქონე ადამიანი, ვულკანი, რომელსაც თქვენ გააღვიძიებთ. მას უნდა მოსწონდეს აქტიურობა, თავგადასავლები, დღესასწაულები, გაურბოდეს რუტინას და არ უნდა იყოს მიდრეკილი სიტუაციიის გართულებისკენ.
შესაბამისი ფერები: ისევ ნარინჯისფერი, რომელთან ერთადაც გაზზე შეგიძლიათ ბოლომდე გედგათ ფეხი. წითელი - რომელთანაც ემოციებისგან დაიცლებით და ცისფერი - ვინც თქვენი ნიჭის რეალიზებაში დაგეხმარებათ.
4. გრძნობები: ეს ფერი სოციუმში ადგილის, რეპუტაციის ფერია. ბევრ ყურადღებას აქცევთ ფორმებს - ჩაცმულობას, მანერებს, კულტურას, სტატუსს… თქვენი სიყვარული რაციონალურია, თუმცა ძალიან მაცდური ხართ. გიყვართ ფლირტი, მოგწონთ, როცა ვინმე გეთაყვანებათ და თავადაც გჩვევიათ აღტაცებები.
სექსი: იგი თქვენთვის ძალიან ინტიმური რამეა. აქ თქვენ ბოლომდე იხსნებით და ეს ცოტა გაფრთხობთ. თქვენ ხომ უფრო მეტად გონება გმართავთ, ვიდრე გრძნობები, ფანტაზიებს რეალობად აქცევთ. ჰოდა, სექსზეც თანახმა ხართ, ოღონდ ჯერ ცოტა უნდა წაიოცნებოთ.
ვინ გჭირდებათ: კარგად აღზრდილი, თავიდან ფეხებამდე გაპრიალებული პარტნიორი, რომელიც შინაგანად ასხივებს მაღალ წარმომავლობას, ადამიანი, რომლითაც მუდამ იამაყებთ და ვის გვერდითაც საზოგადოებაში თქვენი "მარკები აიწევს". ძლიერი და თავდაჭერილი.
შესაბამისი ფერები: მეორე ყვითელი - ამბიციური და მყვირალა, იასამნისფერი - მომთხოვნი, ეფექტური და ძალაუფლებისმოყვარე.
5. გრძნობები: ეს ღრმა, ნაზი და უანგარო სიყვარულის ფერია. თქვენ ყველაფერს გასცემთ, ყველაფერს უზიარებთ პარტნიორს. როცა გიყვართ, მთლიანად თავს უძღვნით ამ სიყვარულს. მყარი, მიმნდობი და საიმედო ადამიანი ხართ, რომელიც მოტივირებულია პარტნიორში უფრო მეტად დადებითი მხარეები დაინახოს და საკუთარი თავი უანგაროდ მისცეს მას. მუდამ მზად ხართ დახმარებისთვის და ფიქრობთ, რომ შეყვარებულები საუკეთესო მეგობრები უნდა იყვნენ. სექსი: თქვენთვის გრძნობების გარეშე სექსი არ არსებობს. ფიქრობთ, რომ მხოლოდ მძაფრი ემოციების თანხლებით არის სექსი დღესასწაული, საკვები სხეულისა თუ სულისთვის. ვინ გჭირდებათ: სექნტიმენტალური, ალტრუისტი, იდეალისტი ადამიანი, ვისთვისაც სიყვარული არის მიზანი, რომლისკენაც უნდა ილტვოდეს. ის, ვისთანაც ბოლომდე გაიხსნებით და არ გექნებათ იმის შიში, რომ გატკენს ან განგსჯის. შესაბამისი ფერები: ცისფერი - მგრძნობიარე, ინტუიციური და იდეალისტი. მწვანე - მონათესავე სული. წითელი - ყურადღებიანი და სანდო. 6. გრძნობები: ეს ფერი ინტუიციის და არტისტიზმის ფერია. ძალიან მგრძნობიარე ხართ და გჯერათ იმის, რასაც გრძნობთ. ექსტოვერტი ძალიან ორიგინალურად გამოხატავთ სიყვარულს. სიყვარული თქვენთვის შთაგონებაა, ფრთებია, რომელმაც შეიძლება ღრუბლებშიც აგიტაცოთ, ბურუსშიც გაგხვიოთ, თუმცა ურთიერთობები გარკვეული მოგწონთ. სექსი: თქვენ ლაპარაკი გიყვართ, სექსამდეც, სექსის შემდეგ… სექსის დროსაც კი… თქვენი შემოქმედებითი ენერგია სექსში გამოხატულებას პოვებს და საკუთარი სხეულებრივობის გაცნობიერებას გაიძულებთ მაშინ, როცა უმეტეს წილად გონებითი ცხოვრებით ცხოვრობთ. ვინ გჭირდებათ: სპონტანური, მგრძნობიარე ადამიანი, ვინც თქვენი ორიგინალურობით მოიხიბლება და შეეძლება საკუთარი ჩვევებისა და წარმოდგენების საზღვარი გააფართოვოს. შესაბამისი ფერები: ნარინჯისფერი - ავანტიურისტი და ენთუზიასტი. წითელი - ის, ვინც თქვენთ აღტაცდება და თავს შემოგევლებათ. იასამნისფერი - ის, ვინც იქცევა თქვენი შთაგონების წყაროდ და ემოციურ კავშირზე გამოვა. 7. გრძნობები: ეს ფერი ავტორიტეტების და თვითკონტროლის ფერია. თქვენ ცდილობთ აკონტროლოთ საკუთარი გრძნობები, ემოციები და იმპულსები. გიყვართ არჩევა, გადაწყვეტა, მართვა. სიყვარულში ფრთხილი ხართ. მიდრეკილი გრძელვადიანი ურთიერთობებისკენ. არჩევთ პარტნიორს, რომელიც თქვენგან ელოდება გადაწყვეტილების მიღებას და მფარველობას. მოგწონთ საზღვრების დაწესება, რომლის იქეთაც არავინ უნდა გადმოვიდეს.
სექსი: მსუბუქი მიდრეკილება გაქვთ დომინირებისკენ. მიმართულებას თქვენ იძლევით და ცდილობთ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ თვითკონტროლი. სექსი ერთადერთი მომენტია, როცა "ბრონირებულ ჟილეტს" იხდით და გრძნობებს თავისუფლებას აძლევთ.
ვინ გჭირდებათ: თავშეკავებული, რბილი პარტნიორი, რომელიც თქვენ გაღმერთებთ და თქვენით აღტაცებულია. გაურბიხართ მაცდურ, შარისმაძიებელ, ზედმეტად გულღია ადამიანებს.
შესაბამისი ფერები: წითელი - უსაფრთხოების განცდას მოგანიჭებთ, ყვითელი - შეგიძლიათ იამაყოთ მისით. იასამნისფერი - ის, ვინც ერთი ნახვით შეგიყვარებთ და მუდამ დაგიცავთ.
8. გრძნობები: ეს ძალიან ფემინინური სიყვარულის ფერია, მნიშვნელობა არ აქვს ქალი ხართ თუ მამაკაცი. მგრძნობიარე ხართ, გაქვთ უდიდესი თანაგრძნობის უნარი, ძალიან კარგად იგებთ, რას გრძნობენ სხვები. თეთრ ნათელ ენერგიას ასხივებთ, რომელიც ამშვიდებს და ხიბლავს.
სექსი: თქვენთვის თქვენი სინაზის, დახვეწილობის, მდიდარი ფანტაზიის, ქალური საწყისის რეალიზების საშუალებაა. სექსი თქვენთვის ალქიმიაა, სადაც ორი პოლარობა ერთმანეთს ერწყმის და ავსებს.
ვინ გჭირდებათ: მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი, სენსიტიური და ამავდროულად მენტალურად ძალიან მომწიფებული ადამიანი, რომელიც გაიგებს და მიიღებს თქვენს ქალურ საწყისს. მას ბოლომდე უნდა ენდობოდეთ, ურთიერთობა კი უნდა იყოს მარტივი, ცოცხალი და განსაზღვრული.
შესაბამისი ფერები: მწვანე - მგრძნობიარობის გამო, ცისფერი - მდიდარი ფანტაზიის გამო, იასამნისფერი - გულის, სხეულის და სულის სიმბიოზის გამო.
ასევე დაგაინტერესებთ:პირველი რა გხვდება თვალში ფოტოზე - ფსიქოლოგიური ტესტიამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლადპატარა ტესტი - აირჩიე კრისტალი და გაიგე, რისი თქმა სურს სამყაროს შენთვის5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ
ტესტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
2793 შეფასება არ არის
|