x
image
ელენე გუმა
ნოდარ მელაძე ბოდიშს იხდის - "გიორგი გაბუნია გადასცდა ჟურნალისტიკის სტანდარტს!"
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის მიმართ გინებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც მელაძე წერს, ჟურნალისტიკას აქვს სტანდარტი და დღეს გიორგი გაბუნია გადასცდა ამ სტანდარტს.


"ჟურნალისტიკას აქვს სტანდარტი და დღეს გიორგი გაბუნია გადასცდა ამ სტანდარტს!

თუნდაც საავტორო გადაცემის ფორმატში, სადაც წამყვანი თავისუფალია საინფორმაციო გამოშვების ჩარჩოებისგან, ღია ეთერში მუშაობა მეტ პასუხიმსგებლობას და მეტ თავშეკავებულობას მოითხოვს.


შესაძლოა მეც და ამ ქვეყნის სხვა ბევრი მოქალაქე, უფრო მეტს ფიქრობდეს პუტინზე, მაგრამ ტელევიზია არ არის ადგილი, ყველა ჩვენი მოსაზრების სათქმელად."- წერს მელაძე.


მელაძე ასევე მაყურებელს ბოდიშს უხდის და მომხდარ ფაქტს აფასებს.


"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით მაყურებელს მომხდარი ფაქტის გამო. მივიჩნევთ რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები."

0
1304
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0