x
image
თამილა გურაშვილი
რას უნდა ვერიდოთ 2 ივლისიდან 17 ივლისამდე, ანუ დაბნელების დერეფნის პერიოდში?

image
თუ ბოლო დროს განსაკუთრებით მძიმე დღეები გაქვთ, ეს შეიძლება მივაწეროთ დაბნელების დერეფანს.

სამშაბათს, 2 ივლისს, ძალიან არაპროგნოზირებადი დრო დადგა ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ამბობენ ასტროლოგები. მიუხედავად იმისა, რომ მათ ცოტა ვინმე თუ უსმენთ, ამჯერად ეს სკეპტიკოსებსაც კი სჯერათ.

ასტროლოგიის ექსპერტების დასკვნის მიხედვით, დაბნელების დერეფნის პერიოდი არის მზის დაბნელებიდან მთვარის დაბნელებამდე, რომელიც 2019 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 17 ივლისამდე გაგრძელდება.

ამ დროის განმავლობაში, თქვენ უნდა დააკვირდეთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას.


2019 წლის 2 ივლისს სრული მზის დაბნელება მოხდა. მზის დაბნელებაზე დაკვირვება შეიძლებოდა სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით კარგად ჩანდა ჩილესა და არგენტინაში.

მთვარის დაბნელება სავსემთვარეობისას 16 ივლისის ღამეს 17 ივლისამდე იქნება, ამას მხოლოდ რუსეთში დაინახავენ. დაბნელება 2 საათს გასტანს და მაქსიმალურ ფაზაში დედამიწის ჩრდილი სატელიტის ნახევარზე მეტს დაფარავს. 17 ივლისს დაიწყება ასევე მეტეორიტების წვიმა.image

ამავდროულად, ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ დაბნელების დერეფანის პერიოდში ყველა არასწორი საქციელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგვიფუჭებს ცხოვრებას.

თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ დაბნელების ე.წ. დერეფანში თქვენს უარყოფით ქმედებებს ექნება პროვოცირების ხასიათი, რაც 18.5 დესტრუქციული წელი გაგრძელდება.

უკვე შეიძლება გაკეთდეს სიები, რის გაკეთებაც არ შეიძლება დაბნელების დერეფნის პერიოდის დროს:

1. არ შეიძლება არავისზე ცუდი საუბარი

2. გაღიზიანებას, ბოროტ ზრახვებს, შეურაცყოფას შეუძლია წყევლის პროვოცირ

ება.

3. უნდა ვერიდოთ ნებისმიერი სახის ძალადობას: სიტყვიერს, ფსიქოლოგიურს

ფიზიკურს.

ნაცვლად ამისა, ექსპერტები გვირჩევენ უანგაროდ დავეხმაროთ ვინმეს, ძველი ნივთები მოვიშოროთ, გავუკეთოთ ჩვენს თავს ისეთი საჩუქარი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვწყვეტდით, ჩვენი გეგმები გადავიტანოთ ქაღალდზე ან ნახატზე, რაც მთავარია - გამოვასხივოთ სიყვარული.

როგორც ჩანს, ეს რჩევები ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება. ერთადერთი, რაც იწვევს ადამიანებში ეჭვს, არის დაბნელების დერეფნის ქრონოლოგიური ჩარჩოები. ზოგიერთები ხომ ცხოვრობენ ამ მდგომარეობაში ცოტა მეტ ხანს, მაგალითად, მთელი ცხოვრებაც კი.

თუ ასტროლოგიის არ გჯერათ, მაგრამ გიყვართ კოსმოსი, თქვენთვის საინტერესო იქნება, თუ როგორ დასახლდება კაცობრიობა გალაქტიკაზე. ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს, დაახლოებით 10 ათასი წელი, ხოლო, კოლონიზაციის გეგმა უკვე მზად არის.




0
234
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0