საზოგადოებრივი კარდუხები - ქართველური ტომი 2019, 6 ივლისი, 10:43 კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოვიდნენ პალესტინის და სირია-ლევანტის ტერიტორიებიდან 45 ათასი წლის წინ და დაასახლეს მთელი სამხრეთ კავკასია და 25 ათასი წლის წინ მოედნენ მთელ მცირე აზიას და ამგვარად "კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან" ჩამოყალიბდნენ ე.წ. "მცირე აზიელი მონადირე-შემგროვებლები". ეს ორივე ჯგუფი ერთმანეთში ხშირად ირეოდა და კვლავ განაგრძობდა კონტაქტებს, რეალურად ისინი ერთი მოდგმის პოპულაცია იყო და განსხვავებული სახელები მხოლოდ იმიტომ ჰქვიათ, რომ დღეს კავკასია და მცირე აზია სხვადასხვა რეგიონებადაა მიჩნეული. სწორედ ამ მცირე აზიელი მონადირე-შემგროვებლებისგან ჩამოყალიბდნენ შემდგომში უამრავი მცირე აზიური ტომი. მათ შორის იყო ერთ-ერთი უძველესი, უმრავლესი და უძლიერესი ადგილობრივი ხალხი - კარდუხები, რომლებიც ქსენოფონტეს (ძვ.წ. 427-355) მიერ აღწერილნი არიან როგორც მეომარი და უბატონო ტომი, რომლებიც ებრძვიან როგორც ბერძნებს, ასევე სპარსელებსა და არმენებს. მათი საცხოვრისი ამ პერიოდში მიუვალ მთებშია. ქსენოფონტე წერს: "მოლაშქრეებმა ტყვეებისგან გაიგეს, რომ თუ ისინი შეძლებენ კარდუხების მთების გადალახვას და მდინარე ტიგროსის სათავეებზე გადასვლას, მივლენ არმენიაში (ქსენოფონტე, 1976, გვ.63-66, 74-75). კარდუხების დასახლებული ტერიტორიის საზღვრებია: ჩრდილოეთით თანამედროვე ბოტან-ჩაი, დასავლეთით ტიგროსი, სამხრეთით კი თანამედროვე ქურთისტანის მთიანეთის დასავლეთი ნაწილი. ბერძნულ-რომაულ წყაროებში კარდუხების სახელის ვარიანტებია: გორდუენი (გორდუენოი მრავლობითში) და ჩორდუენი (ან ქორდუენი). (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.52) ტომი კარდუენები ამავე ტერიტორიაზე დასტურდება მოგვიანებითაც, იხ. მაგალითად პეტრე პატრიკიოსი (ახ.წ. VI ს.) რომელიც წერს: "რომაელებსა და სპარსელებს შორის, მოლაპარაკების ერთ-ერთი სადავო საგანი იყო ქვეყანა კარდუენე (მასზე რომაელებს ჰქონდათ პრეტენზია და ითხოვდნენ სპარსელთაგან ამ ქვეყნის დათმობას), რომელიც ტიგროსის სათავეებთან მდებარეობდა (გეორგიკა, 1936, გვ.193). კარდუ/კარდუ-ხ ფუძესთან აკავშირებდა ქართუ-ელ ფუძეს ივანე ჯავახიშვილი (1960, გვ. 411-412). კარდუ ფორმას "ხალდ" ფუძისგან მომდინარედ თვლის ა. სვანაძე (ა. სვანაძე, 1937, გვ.14). შედარებისთვის, უფრო ადრე ქართუ-ელ ფორმას ქალდ-ე (ქალდეა) სახელთან აკავშირებდა ილია ჭავჭავაძე და წერდა: "ძალიან ჭკუასთან ახლოა და ადვილად საფიქრებელი, რომ ლურსმნულ წარწერებში მოხსენიებული "ქალდი", "ქალდისი", "იგივე "ქართლისი" იყოს (ი. ჭავჭავაძე, 1941, გვ. 376). ქსენოფონტეს მიერ დადასტურებული კარდუხები მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ ქურთების წინაპრებად მიიჩნეოდა, მაგრამ ამგვარი დაკავშირება უარყოფილი იქნა და კარდუხები ქართველთა წინაპრებადაა აღიარებული მკვლევართა უდიდესი ნაწილის მიერ (მსჯელობისთვის იხ. ა. სვანაძე, 1937, გვ.14; და ასევე შ. გაბესკირია, 2003). ინდოევროპელ ტომებთან მებრძოლი კარდუხები და და მათი მეზობელი ხალდები მონათესავე ტომებად უნდა განვიხილოთ, ძველ ბერზნულ წყაროებშივე ხალდები ქართველურ ტომად ითვლება, ხოლო ძველ სომხურ ენაში "კორდუკ" - ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია (იხ. შ. გაბესკირია, 2003). (წყარო: ტ. ფუტკარაძე. "ქართველები", 2005). კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე761 4-ს მოსწონს
|