საზოგადოებრივი მისიმიელები - სვანური ტომი 2019, 2 ივლისი, 8:59 ![]() მისიმიელები ერთ-ერთი სვანური ტომი იყო (გეორგიკა, 1936, გვ. 86, 161-162, 172, 347-348), რომელიც განსახლებული იყო დღევანდელი აფხაზეთის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე. ეს სახელწოდება შესაძლოა ყოფილიყო სვანთა თვითწოდების "მუშვანის" ბერძნული სახეცვლილი ფორმა. მისიმიელებს მოიხსენიებენ ბიზანტიელი ავტორები და აღნიშნავენ, რომ მისიმიელთა მიწა-წყალი აფსილების განსახლების ტერიტორიას თანამედროვე წებელდასთან ესაზღვრებოდა და აფსილთა ჩრდილოეთით მოსახლეობდნენ. ![]() აგათია სქოლასტიკოსის (ახ.წ. VI ს.) ცნობით მისიმიელები, ისევე, როგორც აფსილები იმ პერიოდში კოლხეთის, ესეიგი ლაზთა მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ კოლხურ ტომთაგან განსხვავებით სხვა ენა და ზნე-ჩვეულებები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, თავად აგათიაც აღნიშნავს, რომ მისიმიელები კოლხთა და აფსილთა ნათესავები იყვნენ. მისიმიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახ.წ. VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. იბერო-კავკასიური კულტურები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე546 2-ს მოსწონს
|