x
image
გემი დალანდი
13 სცენა,რომელთა გადაღებაც მსახიობებისთვის ლამის ტრაგიკულად დასრულდა
ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ ფილმებში ყველაფერი დადგმული და ხელოვნურია. მსახიობების ნაცვლად დუბლიორები და კასკადიორები რისკავენ საშიშ სცენებში, ისიც- დაზღვევით და სპეციალისტების დახმარებით.

თუმცა, ამ სცენების გადაღება მსახიობებს შეიძლებოდა ძვირად დასჯდომოდათ.image

1.გახსოვთ ფილმი “მუმია"? პირველ ნაწილში არის სცენა, სადაც მსახიობ ბრენდონ ფრეიზერის გმირი რიკ ო'კონელი უნდა ჩამოახრჩონ. ცოტამ თუ იცის, რომ ერთერთი დუბლის გადაღებისას მსახიობი ლამის დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ რეკვიზიტი გამართული იყო, “გაგუდვამ" ფრეიზერის 18 წამიანი კლინიკურ სიკვდილი გამოიწვია.

image


2.2008 წელს ფილმ “ბინდის" გადაღებისას რობინ პატინსონი ისე გადაეშვა გადაღებებში, რომ ერთერთი საბრძოლო სცენის დროს საჯდომის კუნთი სერიოზულად დაიზიანა, რის შემდეგაც დიდხანს გადიოდა ფიზიოთერაპიის კურსს.

image

3.მარგარეტ ჰამილტონი ჯადოქრის როლს ასრულებდა ფილმში “ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან" 1939 წელს. და ერთხელაც, თავისი თეატრალური გამოჩენისას, ის ცეცხლის ალში გაეხვა, რისი მიზეზიც ტექნიკის გაუმართაობა იყო.

image

4.“ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო"-ამ ფილმის გადაღებისას შონ ოსტინმა, ფროდოს როლის შემსრულებელმა, შიშველი ფეხით დააბიჯა მინის ნამტვრევს და გამჭოლი ჭრილობა მიიღო. გადამღებმა ჯგუფმა ვერტმფრენი გამოიძახა, რომ შონი საავადმყოფოში გადაეყვანათ.

image

5.აილი ფიშერისთვის “სიცრუის ილუზია" ლამის ტრაგიკულად დასრულდა.წყალში ჩაძირვის ტრიუკის დროს ჟაჭვი, რომელიც ავტომატურად უნდა გახსნილიყო, გაიჭედა.მსახიობი იხსენებს: “ყველა ფიქრობდა, რომ შესანიშნავად ვთამაშობდი, მე კი სინამდვილეში სიცოცხლისთვის ვიბრძოდი."

image

6.სილვესტერ სტალონე რეანიმაციაში მოხვდა ფილმ “როკი 4" გადაღებისას.მსახიობმა გადაწყვიტა ნამდვილი ბრძოლა გაემართა დოლფ ლუნდგრენთან. მათი ბრძოლის პირველი 45 წამი ნამდვილია. რამდენიმე დარტყმა საკმარისი აღმოჩნდა, რომ სტალონე გათიშულიყო. ლუნდგრენს კი ეს თამაში ეგონა და ისევ ურტყამდა. საბოლოოდ, სტალონემ საავადმყოფოში 5 დღე გაატარა.

image

7.მერილ სტრიპი კი დახრჩობას გადაურჩა ფილმ “ველური მდინარის" გადაღებისას. რეჟისორმა ის აიძულა გადაღება გაეგრძელებინათ, თუმცა მსახიობმა მას განუცხადა, რომ ძალიან იყო დაღლილი. შედეგად, კაიაკი ამოყირავდა და მერილ სტრიპი წყალში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოახერხეს.

image

8. “ტერმინატორი 2 " ძალიან შრომატევადი პროექტი აღმოჩნდა გადამღები ჯგუფისთვის. ლინდა ჰემილტონმა კი საკუთარ თავზე გამოსცადა ცეცხლსასროლ იარაღთან მუშაობის შედეგი. ლიფტში გასროლის სცენის წინ მას ყურის დამცავების გაკეთება დაავიწყდა. მათ გარეშე გასროლამ კი სერიოზულად ავნო მსახიობის ჯანმრთელობას. მსახიობს ცალი ყურით არაფერი ესმოდა რამდენიმე დღის განმავლობაში.

image

9.დეილ კარნეგი რის ბონდი იქნებოდა, გადაღებისას რომ ტრავმა არ მიეღო. ერთერთი საბრძოლო სცენის გადაღებისას მან თითის წვერი დაკარგა.

image

10.ჯეიმს კევიზელმა საკუთარ თავზე იწვნია ბუნების ძალა. ფილმ “ქრისტეს ვნებანის" რეჟისორთან ერთად მას მეხი დაეცა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

image

11.რეჟისორმა ჯეი ჯეი აბრამსმა და მსახიობმა ჰარისონ ფორდმა ტრავმები მიიღეს ვარსკვლავური ომების ერთერთი ეპიზოდის გადაღებისას. ჰიდრავლიკური კარი მოულოდნელად დაიხურა და ჰარისონ ფორდს ფეხი ჩაჰყვა. რეჟისორის მცდელობას კი, კარი აეწია, ზურგის დაზიანება მოჰყვა.

image

12.გახსოვთ ფილმი “მელიებზე მონადირე"?ჩენინგ ტატუმის გმირი თავს რამდენჯერმე ურტყამს კედელს. ეს ეპიზოდი მსახიობმა თავად, დუბლიორის გარეშე შეასრულა, რაც მის თავზე მრავალრიცხოვანი ჭრილობების მიზეზი გახდა.

image

13.კერი ელვესმა თავის ძლიერი ტრავმა მიიღო ფილმ “პრინცესა-საცოლის" გადაღებისას. სცენარის მიხედვით, სხვა მსახიობი მის თავს ხმლით უნდა შეხებოდა, შედეგად, მსუბუქი შეხება მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. კერის ნამდვილად გაუმართლა, რომ სცენა მისი ქალა-ტვინის დაზიანებით და ფატალური შდეგით არ დასრულდა.

image



0
168
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0