იცით თუ არა, რომ ყველაზე ცნობილ საახალწლო ფილმის “ბედის ირონია ანუ გაამოს" ორი ვერსია არსებობს? სიუჟეტი ერთნაირია, ფინალი განსხვავებული არაა, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. დაინტერესდით?
ამ სტატიაში ამ ფილმის და მისი ორი ვერსიის შესახებ მოგიყვებით. ფილმის შექმნა ჯერ კიდევ 1968 წელს დაიწყო, როცა რიაზანოვმა და ბრაგინსკიმ პიესა დაწერეს თეატრისთვის. ამ პიესაში მინიმუმი დეკორაცია და ძალიან ცოტა მოქმედი გმირები უნდა ყოფილიყო, რომ პროვინციის თეატრებს ეს პიესა აეტაცებინათ. პიესის სიუჟეტად რეალური ისტორია გამოიყენეს-ეს იყო ისტორია ადამიანზე, რომელმაც 31 დეკემბერს, აბანოს შემდეგ მეგობართან შეიარა. იქ სმას შეჰყვნენ და საბოლოოდ საბრალომ კიევის მატარებელში გაიღვიძა, საბარგო თაროზე, სადაც ის მეგობრებმა ჩასვეს.როცა ის სადგურზე გადმოვიდა, თან მხოლოდ პორტფელი, აბანოს ცოცხი და 15 კაპიკი ჰქონდა.
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010214551779351.jpg)
ამ კომედიამ ნამდვილად დაიპყრო პროვინციები.100-ზე მეტმა თეატრმა დადგა ეს პიესა. მოსკოვში კი ეს პიესა მხოლოდ ყრუმუნჯთათვის განკუთვნილ თეატრში დადგეს. პიესა შესაძლოა მხოლოდ თეატრებში დარჩენილიყო, რომ არა ერთი მოვლენა-1974 წელს ბრაგინსკის ინფარქტი დაემართა. ლიტერატურული დუეტი დაიშალა და რიაზანოვმა გადაწყვიტა სრულიად გადართულიყო კინოგადაღებებზე.
რა იყო საჭირო იმისთვის, რომ პიესა კინოსცენარად გადაკეთებულიყო?-დიალოგების მინიმუმამდე შემცირება და მოქმედების ადგილის გაზრდა მაქსიმალურად. ეს მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, რიაზანოვი მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში სიუჟეტი ძალიან წააგებდა. ფილმში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო არა ის რა ხდება, არამედ-როგორ ხდება. როგორ გადაიზრდება მთავარ გმირებს შორის წარმოშობილი გაუგებრობა სიყვარულში.
რიაზანოვი მიხვდა, რომ არც პიესის დაჭრა ივარგებდა და ორსერიანი ფილმის გადაღება გადაწყვიტა.
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215051679351.jpg)
თუმცა, “მოსფილმში" იდეა არ მოეწონათ. ორი სერია ახალ წელს გამომთვრალ ექიმზე? ვინ ნახავს ამ ფილმს?! გოსკინომ უარი უთხრა. რიაზანოვმა გადაწყვიტა გოსტელრადიოსთის მიემართა-ტელევიზიებს უყვარდათ მრავალსერიანი ფილმები. გოსტელრადიო და გოსკინო ერთმანეთის მეტოქეებად ითვლებოდნენ, ამიტომ, როცა გოსტელრადიოში გაიგეს, რომ გოსკინომ რიაზანოვს უარი უთხრა, თავად სიხარულით დათანხმდნენ.
გადაღებები 1975 წლის 6 მაისს დასრულდა, კიდევ რამდენიმე თვე კი მონტაჟს დასჭირდა. ფილმი პრემიერას ნახევარი წელი ელოდა. მისი ჩვენება საახალწლოდ გადაწყდა. ეს პერიოდი რიაზანოვისთის ძალიან მძიმე იყო. არსებობდა იმის რეალური საფრთხე, რომ ფილმს სამუდამოდ შემოდებდნენ თაროზე, მაგრამ 1976 წლის 1 იანვარს ფილმი მთელმა ქვეყანამ ნახა. საქებარი და აღფრთოვანების გამომხატველი წერილების და ტელეგრამების ზღვა არ წყდებოდა! იყო თხოვნებიც, რომ ფილმი კვლავ ეჩვენებინათ.
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215125079351.jpg)
გოსკინოში თმებს იგლეჯდნენ სინანულით-როგორ დაუთმეს ტელევიზიას ასეთი წარმატებული პროექტი! და მიღებულ იქნა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება-გადაეღოთ ახალი ვერსია.
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215143479351.jpg)
თუმცა ფილმი მაინც გაწელილი ეჩვენათ და რიაზანოვს მითითება მისცეს ფილმი გადაეკეთებინა. შედეგად, ახალი ვერსია 30 წთ-ით უფრო მოკლე გამოვიდა. ფილმიდან მულტიპლიკაციური სიუკეტები ამოჭრეს.
და ასევე ტიტრი ცნობილი შეცდომით:
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215163379351.jpg)
ამოჭრეს ორი სიმღერა «Никого не будет в доме»-დასაწყისში და «Со мною что-то происходит»-დასასრულში. ამ ვერსიაში არაა ასევე ლიფტის სცენა ძაღლთან ერთად.
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215182079351.jpg)
არაა ასევე მხიარული კამპანია ბაიანით
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215185479351.jpg)
იპოლიტის სრიალიც ყინულზე:
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215192579351.jpg)
ნადიას სცენა ტაქსიში
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215194879351.jpg)
ამოჭრეს ასევე ნადიას დედის სცენები
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215202079351.jpg)
და საგრძნობლად შეამოკლეს ლუკაშინის დიალოგი დედასთან
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215205779351.jpg)
და რაც მთავარია, ძალიანაა შემოკლებული მთავარი გმირების დიალოგები, საერთოდ არაა ჟენია და იპოლიტის დიალოგი ქუჩაში.
![,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ
გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010215222279351.jpg)
მაგრამ დამატებულია რამდენიმე მომენტი-გალიას მოსვლა ცარიელ სახლში და ნადიას დაბრუნება სახლში ლენინგრადში გასეირნების შემდეგ.
მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს გარკვეული მომენტების გახმოვანებაა:ზოგიერთ მომენტში მთავარი გმირების ტექსტები შეცვალეს.
მაგალითად:
ვარიანტი 1.
ვარიანტი 2.
საბოლოოდ კი ის მოხდა, რისიც რიაზანოვს თავიდანვე ეშინოდა-კინოვერსიაში რიტმი დაირღვა, გმირების ბიოგრაფიები, ხასიათთა კონფლიქტები და სხვა-გაუხსნელი დარჩა.