x
image
ელენე გუმა
ხათუნა ხოფერია თამარ ბაღაშვილს მიმართავს - “ვინმე ხელშეხვეულ თამარს! მეორედ არ გაბედოთ..."

image
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდის მეშვეობთ ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს მიმართავს.


"რ-2-ის ჟურნალისტს, ვინმე ხელშეხვეულ თამარს!
მეორედ არ გაბედოთ, ქართველი ხალხის სახელით, ბრალი დასდოთ შინაგან საქმეთა მინისტრს!
რ-2 არის ქართული სახელმწიფოს მტერი!
შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ უფლება ახსენოთ ქართველი ხალხი!
თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით! ანუ, იმ პოლიტიკური პარტიის სახელით, რომლის ინსპირირებულიც იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!"- წერს ხოფერია.


ცნობისთვის გუში შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კიტხვებს უპასუხა.


ერთ-ერთი ვინც მინისტრთან კითხვა დასვა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი იყო. ის 20 ივნისის ღამეს აქციაზე დაიჭრა.


ბაღაშვილმა მინისტრს შემდეგი სიტყვებით მიმართა, "ბატონო გიორგი თქვენ დღეიდან ვეღარ იქნებით შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ეკავოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი და, მგონი, ჯობია გადადგეთ. "

რაზეც მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა: "თუ მე ხალხის თვალში გავხდი სისხლიანი ჯალათი ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე [ვატარებ] იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველამ ოდესმე გაიგოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო. ამ ტვირთს როგორმე ვატარებ."

0
1229
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0