x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსახიობები, რომლებმაც საოცნებო როლისთვის კარდინალური ცვლილებები განიცადეს

image

არაერთი მსახიობი საოცნებო როლის მისაღებად, არარეალურ ექსპერიმენტზეც კი დაუფიქრებლად მიდის, ზოგი მათგანი წონას ექსტრემალურად იმატებს, ზოგიც კი, უბრალოდ შიმშილით "თავს იკლავს", რათა რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი, რაც შეიძლება მოკლე დროში თავიდან მოიცილოს. თუმცა, როგორც ხშირად ამბობენ, მიზანი ამართლებს საშუალებას და ეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმაც მშვენივრად იციან, სწორედ ასეთი "მსხვერპლის" გაღების საფასურად, არაერთმა მათგანმა მსოფლიო აღიარება, საკულტო როლების შესრულებით დაიმსახურა.


ნატალი პორტმანი



image


52 კგ ............ 43 კგ



იმისთვის, რომ მსახიობს დარენ არანოვსკის ფსიქოლოგიურ თრილერში - "შავი გედი", მთავარი როლი განესახიერებინა, ნატალი პორტმანმა 9 კილო დაიკლო, მიუხედავად იმისა, რომ "ნინა სეიერსის" როლზე მუშაობა მსახიობისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, სწორედ ამ როლმა მოუტანა მას ასე სასურველი ოსკარის ქანდაკება.


ენ ჰეთევეი



image


57 კგ ............. 46 კგ


მსახიობს ენ ჰეთევეი ფილმ - მიუზიკლში "საბრალონი" ერთი - ერთი მთავარი როლის განსახიერებისთვის ექსტრემალურად, საკმაოდ მოკლე დროში გახდომა მოუწია. საფასური კი, გაღებული მსხვერპლისთვის დამეთანხმებით, რომ ნამდვილად შესაფერისი იყო, "ფანტინას" როლისთვის მსახიობმა ოსკარი დაიმსახურა.


რუნი მარა



image


52 კგ ............. 45 კგ


"ლიზბეთ სალანდერის" როლისთვის, ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი" ამერიკელმა მსახიობმა რუნი მარამ წონაში საგრძნობლად დაიკლო. სწორედ აღნიშნული როლი გახდა საეტაპო მის კინოკარიერაში, რომლითაც მსახიობი მრავალ პრესტიჟულ ნომინაციაზე იქნა წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ კრიტიკოსების მხრიდან რუნი მარას მიერ განსახირებულ "სალანდერის" როლს არაერთი დადებითი შეფასება და რეცენზია მოჰყვა.


რენე ზელვეგერი


image


45 კგ ......... 60 კგ


ალბათ, ეს მსახიობი სხვა, დანარჩენ კოლეგებთან შედარებით, ტრანსფორმაციას ყველაზე ხშირად განიცდის. "ბრიჯიტ ჯონსის" როლისთვის მსახიობი ჯერ საგრძნობლად გასუქდა, შემდეგ კი სევე, საოცრად გახდა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსახიობს გახდომასთან შედარებით, წონის მატება ბევრად უფრო გაუჭირდა.


შარლიზ ტერონი



image


55 კგ ............ 70 კგ


სერიული მკვლელის "ეილინ უორნოსის" როლის მისაღებად ფილმში "მონსტრი", შარლიზ ტერონს რეჟისორის პეტი ჯენკინსის მხრიდან ერთი, მეტად უჩვეულო პირობა ჰქონდა წაყენებული, მას წონაში საგრძნობლად უნდა მოემატა. მსახიობი რა თქმა უნდა, შეთავაზებულ პირობას დაუფიქრებლად დათანხმდა და ფილმის გადაღების დაწყებამდე, "ფასტ ფუდითა" და კალორიული საკვებით აქტიურად იკვებებოდა, რათა დათქმულ დროს საჭირო წონა ჰქონოდა. ფილმმა მსახიობს არნახული წარმატება და პოპულარობა მოუტანა. შეგახსენებთ, რომ მსახიობმა სწორედ "ეილინ უორნოსის" როლით ყველა მსახიობისთვის საოცნებო - "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა.




0
391
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
391