x
image
_K_
რატომ არ აძლევს საზოგადოება ქალს დაბერების უფლებას და რატომ აიძულებს, 35 წლის ასაკში 20 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეს
imageქალებს ყოველთვის უნდოდათ, კარგი გარეგნობა ჰქონოდათ - კლეოპატრა რძის აბაზანებს იღებდა, რომაელი ქალები კი საათებს ატარებდნენ საუნაში კანის დასატენიანებლად. ყველა ქალს სურს, ლამაზი და ახალგაზრდა იყოს. თუმცა, დღეს ახალგაზრდობა სათაყვანებელ, სიბერეში შესვლა კი სამარცხვინო ცნებებადაა გადაქცეული. ნაოჭების მოშორება, ჭაღარა თმის შეღებვა, მოშვებული კისრისა და მკლავების დაფარვა ტანსაცმლით დღეს იმაზე მეტად პოპულარულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. საინტერესოა, რატომ გახდა ქალის ბუნებრივი დაბერების პროცესი ტაბუდადებული თემა?


სტატიაში ვიმსჯელებთ, რისი და ვისი ბრალია ქალების შიში ასაკის მიმართ. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი არასრულყოფილი გარეგნობის სიძულვილი დღეს ბევრი კომპანიისთვისაა მომგებიანი.








ასაკის მომატების უარყოფა ჩვენთვის ბუნებრივი პროცესია.

image

დაბერება ჩვენი ცხოვრების გარდაუვალი და, როგორც ჩანს, სამწუხარო ნაწილია. ასაკის მომატების გვეშინია, რადგან ეს დაავადებებთან, უძლურებასთან, მოდუნებულ სხეულთან და არასაიმედო მეხსიერებასთან ასოცირდება.


დაბერება ქალისთვის მეტად სახიფათოა, ვიდრე კაცისთვის. 40 წელს გადაცილებულ ქალს უწევს, დამალოს ჭაღარა თმა და ნაოჭები. ამას გარდა, უამრავი "აუცილებელი" პროცედურა არსებობს, რაც ასაკში შესულ ქალს "მოეთხოვება": თუ ის ბოტოქსს არ გაიკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ გარეგნობაზე არ ზრუნავს, ხოლო თუ გაიკეთებს, საზოგადოება პლასტიკურ თოჯინად მონათლავს.

დაბერება საშიშ და, თუ ქალი ხართ, სამარცხვინო პროცესად აღიქმება. თანამედროვე კულტის მიხედვით, ქალს "ეკრძალება", ასაკის შესაფერისად გამოიყურებოდეს. ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც კი, რომლებმაც გადაწყვიტეს, ბუნებრივი გარეგნობა შეენარჩუნებინათ (მაგალითად ჯილიან ანდერსონი), აკრიტიკებენ ამის გამო.

რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ქალების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ისინი ფიქრობენ, რომ ასაკში შესვლის შემდეგ ცხოვრება მთავრდება. მოდის ჟურნალები 20 წელს გადაცილებულ გოგონებს ურჩევენ, უკვე გამოიყენონ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებები და ნაოჭებთან ბრძოლა მათ გაჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყონ. პატარა ასაკიდანვე გოგონები დარწმუნებულები არიან, რომ ასაკში შესვლა რაღაც არასასიამოვნო პროცესია და მისგან თავის დასაღწევად ყველაფერი უნდა იღონონ.

თუმცა, დაბერების შიში თავისთავად არ გამჩნდარა. არსებობენ ადამიანები და სპეციალური სიტუაციები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით სიბერისადმი შიშის ჩამოყალიბებაში.






გვიწევს, ვიყიდოთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები და ჩავიტაროთ დაბერების საწინააღმდეგო პროცედურები.

image

ქალების სურვილით, ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, მთელი სილამაზის ინდუსტრია კარგ ფულს შოულობს:

✽ 35-54 წლის ქალების 62% იყენებს დაბერების საწინააღმდეგო კრემებს.

✽ ყოველ წელს დიდ ბრიტანეთში 28 000 კოსმეტიკური პროცედურა ტარდება (კანის დაჭიმვა, ბოტოქსი და ა.შ).


გამოთვლების მიხედვით, ანტი-ასაკობრივ პროდუქტებზე ორიენტირებული კომპანიები "ახალგაზრდობის გაყიდვით" 200 000 მილიარდ დოლარს შოულობენ. ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, თმის საღებავები, ფილერები და სხვა საშუალებები მწარმოებლებს მილიონერებს ხდის. კორპორაციები ავრცელებენ აზრს, რომ დაბერება უშნო და არაბუნებრივი პროცესია. თუ ამას არ დაიჯერებთ, ვინღა იყიდის ამ პროდუქციის ასობით ბოთლს?

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რატომ ვბერდებით. ბიოლოგებმა გამოთვალეს დაბერების მექანიზმი, თუმცა, ადამიანის სხეული ბევრად უფრო რთული რამაა. ექიმები და გენეტიკოსები მხოლოდ იმას ვარაუდობენ, რომ ნაოჭები მზის სხივების, თავისუფალი რადიკალების მოძრაობისა და უჯრედების დასუსტების გამო ჩნდება. თუმცა, დარწმუნებით ჯერ კიდევ არაფერი ვიცით.

ზოგმა კრემმა და პროცედურამ შესაძლოა მართლა შეაჩეროს დაბერების პროცესი, მაგრამ შეიძლება გამოუსადეგარიც აღმოჩნდეს. არ არსებობს ელექსირი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს მარკეტები, რომლებიც "ახალგაზრდობას ყიდიან". მთელი სილამაზის ინდუსტრია მუშაობს იმაზე, რომ ყველა ყველა ქალი დააჯეროს:

გლუვი კანი + მაგარი საჯდომი + (ჩასვით თქვენი პასუხი) = ბედნიერებას.







40 წლის ასაკში, ქალი დამსაქმებლისთვის შეუმჩნეველი ხდება.

image

ზოგი ამბობს, რომ ცხოვრება 40 წლის ასაკში იწყება, თუმცა, დამსაქმებლები ასე არ ფიქრობენ. ქალებს ეშინიათ, რომ ასაკში შესვლის შემდეგ ზედმეტები გახდებიან სამსახურში და ამის მიზეზი აქვთ კიდეც.

✺ ქალები უკვე გამოიმუშავებენ კაცებზე ნაკლებ ფულს და არ არსებობს იმედი, რომ 40 წლის შემდეგ მათთვის რამე შეიცვლება. არსებობს სტერეოტიპი, რომ 40 წლის შემდეგ ქალი კარიერულად ვეღარ განვითარდება; კაცის შემთხვევაში კი პირიქით არის, 40 წელს გადაცილებული მამაკაცი სამსახურში, ისევე როგორც საზოგადოებაში, უფრო დაფასებულია.


ქალებს ერთდროულად 2 ნეგატიურ დამოკიდებულებასთან უწევთ გამკლავება: პირველი ეიჯიზმია, რომელიც ასაკობრივ დისკრიმინაციას ნიშნავს მოზარდებისთვის ან მოხუცებისთვის; ხოლო მეორე სექსიზმია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს-სამყაროში ქალად ყოფნა რთულია. ამის 2 მიზეზი არსებობს.

✺ დისკრიმინაციას ადამიანის ჯანრმთელობაზეც აქვს გავლენა. 50 წელს გადაცილებულმა ქალებმა მკვლევარს უთხრეს, რომ სამუშაო დროის 30%-ის განმავლობაში მაინც აწუხებდათ დეპრესიული ფიქრები. საბოლოოდ კი, ამ ფიქრებს სომატური (სხეულთან დაკავშირებული) დაავადებები მოსდევს.

✺ სოციალური მეცნიერების აზრით, ქალისთვის დაბერებასთან დაკავშირებული პრობლემები იწყება შეკითხვით: "ვინ დარჩება სახლში და აღზრდის ბავშვებს?" უმეტეს შემთხვევაში, ამას სწორედ ქალი აკეთებს, რის გამოც კარიერის რამდენიმე წელს კარგავს.







არის თუ არა ეს ყველაფერი კაცების ბრალი?

გასულ წელს ინტერნეტში ტომ კრუზისა და კელი მაკგილისის ფოტო გავრცელდა. საზოგადოება აკრიტიკებდა მსახიობი ქალის გარეგნობას, რადგან ის წლების შემდეგ ტომზე უფროსად გამოიყურებოდა.

ინგლისურ ენაში არსებობს გამოთქმა: "კაცები ღვინოსავით, ქალები კი რძესავით ბერდებიან (ძველდებიან)". ფემინისტური და ემანსიპაციური იდეების მიუხედავად, საზოგადოება ჯერ კიდევ არ აძლევს ქალს უფლებას, ისე დაბერდეს, როგორც თავად სურს.

image

სოციუმი უწესებს ქალს ნორმებს, რომლებსაც ამა თუ იმ ასაკში უნდა მოერგოს. თუმცა, ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ასაკში შესვლისადმი ქალების ნეგატიური დამოკიდებულება მამაკაცების კი არა, თავად ქალების ბრალია:

image

ქალები დაბერებას ძირითადად შიშისა და დაუცველობის შეგრძნების გამო გაურბიან.

იქნებ, თავად რომ მეტად შევიყვაროთ საკუთარი თავი, ჩვენ გარშემო ადამიანებმაც შეიცვალონ აზრი ამ თემაზე. ამის კარგი მაგალითი მომღერალი სელინ დიონია. 50 წლის ასაკში სელინი ისევ მოდის სახეა, თუმცა, არ მალავს ნაოჭებს და იმას იცმევს, რაც თავად სურს, რის გამოც დღესაც საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება.

image









ჟურნალები, რეკლამები და ჰოლივუდი გვინერგავს ასაკის მომატების შიშს.

image

მოდური ჟურნალები და ჰოლივუდის მსახიობები საქმეს მხოლოდ და მხოლოდ აუარესებენ. მოდელები და მსახიობები ისე გამოიყურებიან, თითქოს მათი დაბერების პროცესი 30-40 წლის ასაკში გაიყინა.

სელებრითების მენტალიტეტის გაგება ადვილია. მათთვის მიმზიდველი სხეული და სახე მეტ ფულს ნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის ახალგაზრდობის კულტს კომერციული საჭიროება აქვს. რეჟისორების თქმით, სიბერე მომხიბლავი არაა და მართლაც, საზოგადოება ისეთ ფილმებს უფრო უყურებს, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ.

თუმცა, დრო მიდის და ასაკში შესული მოსახლეობის რიცხვი იზრდება. მაგალითად, იაპონიაში ამჟამად მათი პროცენტული რაოდენობა 30%, ხოლო იტალიაში - 20%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკში შესულ ადამიანები უკვე მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ.

image

სულ რაღაც 10-15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 60 წელს გადაცილებულ ქალს შეიძლებოდა მოქმედებითი ფილმის მთავარი როლი ეთამაშა. 2019 წელს გამოდის ფილმი "ტერმინატორი: ბნელი ბედი", სადაც 62 წლის ლინდა ჰამილტონს ვიხილავთ.

იქნებ, მაყურებელიც დაიღალა მუდამ ანგელოზის გარეგნობის მქონე ქალების ყურებით და სურს, რაღაც რეალური იხილოს. ან იქნებ, მარკეტერებმა გააცნობიერეს, რომ ფილმებს უფრო მეტად ზრდასრული ადამიანები უყურებენ და მათზე გააკეთეს გათვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს უკვე რეალური ასაკის გამოჩენა სამარცხვინო აღარაა.








ბონუსი: თქვენთვის კარგი და ცუდი ამბები გვაქვს.

image

ჯერ ცუდი ამბავი: შუახნის ადამიანები თავს ყველაზე უბედურებად გრძნობენ. სტატისტიკურად, ჩვენი ცხოვრების ყველაზე დეპრესიული პერიოდი 35-დან 50 წლამდე გველოდება. ამასთანავე, ქალები კაცებზე უბედურები არიან. ასაკის მომატებასთან ერთად მათ სხვა პრობლემებთანაც უწევთ გამკლავება, როგორიცაა გაურკვეველი მომავალი, სირთულეები კარიერაში, ბავშვებზე და უფროს ნათესავებზე ზრუნვა და ა.შ.

ქალებს უწევთ, ერთდროულად რამდენიმე სოციალური როლი მოირგონ, რაც მათ ემოციურ დისკომფორტს აგრძნობინებს (როგორიცაა მოწყენილობა ან დაღლილობა).


თუმცა, თქვენთვის კარგი ამბავიც გვაქვს: ასაკის მომატებასთან ერთად უფრო ბედნიერები ვხდებით, ნეიროპლასტიურობის წყალობით. ეს არის ადამიანის გონების უნარი, ახალ გამოცდილებასთან ერთად გაუმკლავდეს სხვადასხვა სირთულეებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ რაც ადრე საშინელებად გვეჩვენებოდა (მაგალითად თინეიჯერობის პრობლემები), ასაკში შესვლასთან ერთად ისეთი ცუდი აღარ ჩანს.

ასე რომ, ბრიტანელი მეცნიერების თქმით, ადამიანებში 50 წელს შემდეგ ბედნიერების დონე იზრდება და პიკს 70 წლის ასაკში აღწევს.



თქვენც გეშინიათ ასაკის მომატების თუ ამაზე არ ღელავთ? გაგვიზიარეთ♥






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

image


2. როგორ დავმალოთ ჭაღარა თმა მისი შეღებვის გარეშე

image


3. 5 ყველაზე გავრცელებული შიში ქალებში - როგორ გავუმკლავდეთ მათ

image


0
942
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
942
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0