ქალი როგორ დავმალოთ ჭაღარა თმა მისი შეღებვის გარეშე 2018, 12 ნოემბერი, 15:57
როგორც წესი, პირველი ჭაღარა ადამიანს 30 წლისთვის უჩნდება, თუმცა, შეიძლება ეს უფრო ადრე ან გვიანაც მოხდეს. ჭაღარის დასამალად უსწრაფესი გზა მისი შეღებვაა. თუმცა, რამდენიმე კვირაში თმის ძირები იზრდება და ჭაღარა ისევ ჩნდება. სტატიაში მისი ბუნებრივად დამალვის რამდენიმე ხერხს გასწავლით, რისი გათვალისწინების შემდეგაც თმის ისე ხშირად შეღებვა აღარ მოგიწევთ.
სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ რჩევებს, როგორ უნდა აიცილოთ ჭაღარა და რისი გაკეთება არ შეიძლება მისთვის. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი თმის ფერზე. ის სპეციალურ უჯრედებში, მელანოციტებში წარმოიქმნება. თმა ჭაღარავდება მაშინ, როცა მელანინი აღარ წარმოიქმნება. როგორც წესი, ეს ასაკში შესვლის ან გენეტიკის გამო ხდება. არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა შესაძლოა ეს პროცესი დააჩქაროს. გაიყავით თმა სხვა მხარესუმეტესად ჭაღარა თმის ძირებში ჩნდება, ამიტომ ზოგჯერ თმის, უბრალოდ, სხვა მხარეს გაყოფა ეფექტურია მის დასაფარად. გაიკეთეთ ნაწნავებითუ გრძელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ჭაღარა მაღალი (არა კლასიკური) ნაწნავებით დაფაროთ. ნაწნავების იდეებისთვის დააკლიკეთ აქ.ატარეთ აქსესუარებითუ ნაწნავები არ მოგწონთ ან მოკლე თმა გაქვთ, შეგიძლიათ აქსესუარები გამოიყენოთ, მაგალითად აბადოკები. ასევე, შეგიძლიათ ქუდი დაიხუროთ. მაგალითად, ახლა ბერეტები ძალიან პოპულარული და მოდურია.გაიკეთეთ მოცულობითი ვარცხნილობამაქსიმალურად ეცადეთ, თქვენი თმა აფუებული იყოს და არა - დატკეპნილი. კარგი იქნება, თუ თმას დაიხვევთ, ასე ჭაღარები უფრო ძნელად შესამჩნევი გახდება.გამოიყენეთ შესაღები სპრეისპრეი იმდენი ხნით არ ფარავს ჭაღარას, რამდენითაც ჩვეულებრივი თმის საღებავები, მაგრამ ეს ძალიან ეფექტური და გამოსადეგი ხერხია, როცა მთელი თმის შეღებვის დრო არ გაქვთ.როგორ ავიცილოთ ჭაღარა და რა არ უნდა გავუკეთოთ მას:არ ამოიცალოთ ჭაღარა თმის ღერი, ამ დროს ფოლიკულები ნადგურდება. საბოლოოდ, კონკრეტულ ადგილას თმა აღარ ამოვა და სიმელოტე დაგრჩებათ. მისი დამალვა კი ნამდვილად უფრო რთულია.გაჭაღარავების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი ცხოვრების წესს: ✹შეეშვით მავნე ჩვევებს, როგორიცაა მოწევა; ✹შეჭამეთ ცხოველური პროდუქტები, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს B12 ვიტამინს. ამ ვიტამინის ნაკლებობა გაჭაღარავებას იწვევს. ✹ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჭაღარა სტრესის გამო ჩნდება, თუმცა, მეცნიერებს ჯერ არ უპოვიათ რამე მტკიცებულება, რაც ამ თეორიას დაადასტურებს. ის კი მართალია, რომ სტრესი ჩვენს ორგანიზმზე ცუდ გავლენას ახდენს, ამიტომაც ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პატარა დეტალებზე არ ინერვიულოთ. ასევე დაგაინტერესებთ:1. 11 ნაკლებად ცნობილი თვისება, რომელიც გენებით გადადის 2. 10 ეფექტური გზა სახის კანის გასაახალგზრდავებლად სახლის პირობებში 3. რატომ არის რთული ქალისთვის ფორმის დაბრუნება მშობიარობის შემდეგ 1805 5-ს მოსწონს
|