ქალი და მამაკაცი რატომ არ აძლევს საზოგადოება ქალს დაბერების უფლებას და რატომ აიძულებს, 35 წლის ასაკში 20 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეს 2019, 3 ივლისი, 14:22 ![]() სტატიაში ვიმსჯელებთ, რისი და ვისი ბრალია ქალების შიში ასაკის მიმართ. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი არასრულყოფილი გარეგნობის სიძულვილი დღეს ბევრი კომპანიისთვისაა მომგებიანი. ასაკის მომატების უარყოფა ჩვენთვის ბუნებრივი პროცესია.![]() დაბერება ქალისთვის მეტად სახიფათოა, ვიდრე კაცისთვის. 40 წელს გადაცილებულ ქალს უწევს, დამალოს ჭაღარა თმა და ნაოჭები. ამას გარდა, უამრავი "აუცილებელი" პროცედურა არსებობს, რაც ასაკში შესულ ქალს "მოეთხოვება": თუ ის ბოტოქსს არ გაიკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ გარეგნობაზე არ ზრუნავს, ხოლო თუ გაიკეთებს, საზოგადოება პლასტიკურ თოჯინად მონათლავს. დაბერება საშიშ და, თუ ქალი ხართ, სამარცხვინო პროცესად აღიქმება. თანამედროვე კულტის მიხედვით, ქალს "ეკრძალება", ასაკის შესაფერისად გამოიყურებოდეს. ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც კი, რომლებმაც გადაწყვიტეს, ბუნებრივი გარეგნობა შეენარჩუნებინათ (მაგალითად ჯილიან ანდერსონი), აკრიტიკებენ ამის გამო. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ქალების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ისინი ფიქრობენ, რომ ასაკში შესვლის შემდეგ ცხოვრება მთავრდება. მოდის ჟურნალები 20 წელს გადაცილებულ გოგონებს ურჩევენ, უკვე გამოიყენონ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებები და ნაოჭებთან ბრძოლა მათ გაჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყონ. პატარა ასაკიდანვე გოგონები დარწმუნებულები არიან, რომ ასაკში შესვლა რაღაც არასასიამოვნო პროცესია და მისგან თავის დასაღწევად ყველაფერი უნდა იღონონ. თუმცა, დაბერების შიში თავისთავად არ გამჩნდარა. არსებობენ ადამიანები და სპეციალური სიტუაციები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით სიბერისადმი შიშის ჩამოყალიბებაში. გვიწევს, ვიყიდოთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები და ჩავიტაროთ დაბერების საწინააღმდეგო პროცედურები.![]() გამოთვლების მიხედვით, ანტი-ასაკობრივ პროდუქტებზე ორიენტირებული კომპანიები "ახალგაზრდობის გაყიდვით" 200 000 მილიარდ დოლარს შოულობენ. ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, თმის საღებავები, ფილერები და სხვა საშუალებები მწარმოებლებს მილიონერებს ხდის. კორპორაციები ავრცელებენ აზრს, რომ დაბერება უშნო და არაბუნებრივი პროცესია. თუ ამას არ დაიჯერებთ, ვინღა იყიდის ამ პროდუქციის ასობით ბოთლს? აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რატომ ვბერდებით. ბიოლოგებმა გამოთვალეს დაბერების მექანიზმი, თუმცა, ადამიანის სხეული ბევრად უფრო რთული რამაა. ექიმები და გენეტიკოსები მხოლოდ იმას ვარაუდობენ, რომ ნაოჭები მზის სხივების, თავისუფალი რადიკალების მოძრაობისა და უჯრედების დასუსტების გამო ჩნდება. თუმცა, დარწმუნებით ჯერ კიდევ არაფერი ვიცით. ზოგმა კრემმა და პროცედურამ შესაძლოა მართლა შეაჩეროს დაბერების პროცესი, მაგრამ შეიძლება გამოუსადეგარიც აღმოჩნდეს. არ არსებობს ელექსირი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს მარკეტები, რომლებიც "ახალგაზრდობას ყიდიან". მთელი სილამაზის ინდუსტრია მუშაობს იმაზე, რომ ყველა ყველა ქალი დააჯეროს: გლუვი კანი + მაგარი საჯდომი + (ჩასვით თქვენი პასუხი) = ბედნიერებას. 40 წლის ასაკში, ქალი დამსაქმებლისთვის შეუმჩნეველი ხდება.![]() ქალებს ერთდროულად 2 ნეგატიურ დამოკიდებულებასთან უწევთ გამკლავება: პირველი ეიჯიზმია, რომელიც ასაკობრივ დისკრიმინაციას ნიშნავს მოზარდებისთვის ან მოხუცებისთვის; ხოლო მეორე სექსიზმია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს-სამყაროში ქალად ყოფნა რთულია. ამის 2 მიზეზი არსებობს. ✺ დისკრიმინაციას ადამიანის ჯანრმთელობაზეც აქვს გავლენა. 50 წელს გადაცილებულმა ქალებმა მკვლევარს უთხრეს, რომ სამუშაო დროის 30%-ის განმავლობაში მაინც აწუხებდათ დეპრესიული ფიქრები. საბოლოოდ კი, ამ ფიქრებს სომატური (სხეულთან დაკავშირებული) დაავადებები მოსდევს. ✺ სოციალური მეცნიერების აზრით, ქალისთვის დაბერებასთან დაკავშირებული პრობლემები იწყება შეკითხვით: "ვინ დარჩება სახლში და აღზრდის ბავშვებს?" უმეტეს შემთხვევაში, ამას სწორედ ქალი აკეთებს, რის გამოც კარიერის რამდენიმე წელს კარგავს. არის თუ არა ეს ყველაფერი კაცების ბრალი?გასულ წელს ინტერნეტში ტომ კრუზისა და კელი მაკგილისის ფოტო გავრცელდა. საზოგადოება აკრიტიკებდა მსახიობი ქალის გარეგნობას, რადგან ის წლების შემდეგ ტომზე უფროსად გამოიყურებოდა. ინგლისურ ენაში არსებობს გამოთქმა: "კაცები ღვინოსავით, ქალები კი რძესავით ბერდებიან (ძველდებიან)". ფემინისტური და ემანსიპაციური იდეების მიუხედავად, საზოგადოება ჯერ კიდევ არ აძლევს ქალს უფლებას, ისე დაბერდეს, როგორც თავად სურს.![]() ![]() ![]() ჟურნალები, რეკლამები და ჰოლივუდი გვინერგავს ასაკის მომატების შიშს.![]() ![]() ბონუსი: თქვენთვის კარგი და ცუდი ამბები გვაქვს.![]() თუმცა, თქვენთვის კარგი ამბავიც გვაქვს: ასაკის მომატებასთან ერთად უფრო ბედნიერები ვხდებით, ნეიროპლასტიურობის წყალობით. ეს არის ადამიანის გონების უნარი, ახალ გამოცდილებასთან ერთად გაუმკლავდეს სხვადასხვა სირთულეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც ადრე საშინელებად გვეჩვენებოდა (მაგალითად თინეიჯერობის პრობლემები), ასაკში შესვლასთან ერთად ისეთი ცუდი აღარ ჩანს. ასე რომ, ბრიტანელი მეცნიერების თქმით, ადამიანებში 50 წელს შემდეგ ბედნიერების დონე იზრდება და პიკს 70 წლის ასაკში აღწევს. თქვენც გეშინიათ ასაკის მომატების თუ ამაზე არ ღელავთ? გაგვიზიარეთ♥ ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი 2. როგორ დავმალოთ ჭაღარა თმა მისი შეღებვის გარეშე 3. 5 ყველაზე გავრცელებული შიში ქალებში - როგორ გავუმკლავდეთ მათ ![]() 942 შეფასება არ არის
|