საქართველო "არ დავნებდებით რუსს" - მაკა ჩიჩუამ აქციებს სიმღერა მიუძღვნა 2019, 28 ივნისი, 6:23 საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ დავით რაქვიაშვილთან ერთად ჩაწერა სიმღერა, რომელიც არის გამოხმაურება ეგრედ წოდებულ გავრილოვის ღამეზე, რომელიც მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის და კომუნისტური პარტიის საქართველოში ვიზიტს და ქართული ოცნების მთავრობის მიერ მისთვის იმის ნების დართვას, რომ მისულიყო საქართველოს უმაღლეს ორგანოში - პარლამენტში და დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის საპატიო ადგილი. ამ ფაქტზე ქართველ ახალგაზრდობას და საერთოდ, მთელს სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა უმწვავესი რეაქცია და იმ ქვეყნის კომუნისტური პარტიის დუმის წევრის ეს ჟესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტია, მიიჩნია ერის შეურაცხყოფად და მთავრობის მხრიდან მოღალატეობრი ნაბიჯად, ამიტომ 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პარლამენტის შენობასთან, რასაც მოჰყვა იმავე საღამოს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა, რომ თავიდან მოეშორებინათ მთავრობა, რომელსაც მოღალატედ და მტერთან კოლაბორაციონისტად მიიჩნევდნენ. ამ მცდელობას წინ აღუდგა პოლიცია და მოეწყო დარბევა, რომელიც განხოციელდა გადამეტებული სისასტიკით, გამოყენებული იქნა ტყვიები, რომელიც იხმარება დიდი მასის ცხოველების წინააღმდეგ და რომლის გამოყენებაც აკრძალულია ადამიანის წინააღმდეგ თუ მანძილი არის 300 მეტრზე უფრო ახლოს. ამ ტყვიებს მომიტინგე ახალგაზრდებს დამიზნებით ესროდნენ "სამართალდამცავები" თავში, რამაც გამოიწვია უამრავი ადამიანის დასახიჩრება, თვალში მოხვდა ტყვია უამრავ ადამიანს, და მხოლოდ ექიმების უდიდესი მცდელობის შედეგად მოხერხდა უამრავი მათგანის თვალის დაკარგვის საფრთხის აცილება, აქედან მხოლოდ ერთი, 18 წლის გოგონას თვალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშლის დროს კლინიკებში გადაყვანილი იქნა 240 მოქალაქე, დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა. ეს ღამე "გავრილოვის ღამედ" იწოდა, ღამედ, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა დაისაჯა ანიტისაოკუპაციო განწყობების ხმამაღლა და აგრესიულად გამოხატვისთვის. დაისაჯა იმისთვის, რომ მათ გამოიყენეს საერთაშორისოდ აღიარებული უფლება - როდესაც ხალხი ხედავს, რომ მთავრობა სჩადის სახელმწიფოს ღალატს, ხალხს ეძლევა აჯანყების უფლება. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე364 4-ს მოსწონს
|