საზოგადოებრივი მაკროპოგენები - კოლხური ტომი 2019, 27 ივნისი, 2:43 ![]() მაკროპოგენები, იგივე სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ ძველბერძნულიდან "გრძელწვეროსანნი" იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი კოლხური ტომი, რომელსაც ეს სახელი ძველმა ბერძენმა მოგზაურებმა და ისტორიკოსებმა შეარქვეს მათი გარეგნობის გარმოჩეული შტრიხის - საკმაოდ დიდი წვერის გამო, რომელსაც შესაძლოა მამაკაცები პაგანურ-რელიგიური ან სხვა წესჩვეულების გამო ატარებდნენ და ასევე სხვა კოლხურ ტომთაგან განსხავევებული დიალექტის გამო. თითქმის ყველა იბერო-კოლხურ ტომს ერთმანეთისგან განსხვავებული დიალექტი ჰქონდა, როგორც ახლა აქვთ მაგალითად გურულებს და აჭარლებს. ![]() კოლხური ტომები დანამდვილებით ვიცით, რომ უხსოვარი დროიდან სახლობდნენ შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მინიმუმ მდინარე ყუბანის შესართავიდან მდინარე თერმე-ჩაის შესართავამდე. (თ. ყაუხჩიშვილი). მაკროპოგენები ან სვანური ტომია, ან კოლხური, ანდაც შესაძლოა მათი ნარევი. მათ შესახებ სტრაბონი (ძვ.წ.64 - ახ.წ. 24 წწ.) თავის ნაშრომში "გეოგრაფია" წერს: "პონტოს სანაპიროზე ცხოვრობენ აქეელები (ადიღეური ტომი), ზიგები (იგივე ჯიქები, ზიხები, ესენიც ადიღეური, ან კოლხურ-ადიღეური ტომი იყო), ჰენიოხები, კერკეტები და მაკროპოგენები. მათ სამხრეთით კი მდებარეობს ფთიროფაგების ხეობა." კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე298 1-ს მოსწონს
|