"რაიოოო, გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდაო?!"-სახალისო ისტორია სოციალური ქსელიდან

ფეისბუქმომხმარებელი ედუარდ ჯიშკარიანი სახალისო ისტორიას აქვეყნებს თავის უბნელზე:
"ერთ საინტერესო პერსონა ცხოვრობს ჩვენს უბანში.
- ცოლი გაექცა, იძახდა თავში ქვა უხლია არ მადარდებსო;
- სოფელში მამის კარმიდამო მეზობელმა მიითვისა, მაინც არ ვარ ჩამსვლელი არ მადარდებსო;
- შვილი აღმა-დაღმა დადის გაბრუებული, მე გავზარდე და აწი აღარ მანაღვლებსო;
- ვერის ხეობაში რო წყალდიდობა მოხდა, მთავრობამ მიხედოს მე არ მადარდებსო;
- დავით გარეჯის საკითხზე, როგორმე მორიგდებიან მე არ მადარდებსაო;
- სოფელში დედა ავად გაუხდა, საშუალება არ მაქვს რომ წავიდე ჩემი ძმამ იდარდოსო;
- უბანში ჭირია თუ ლხინი, მე არ მადარდებსო;
რაიოოო, გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდაო?! მეოთხე დღეა მიტინგს არ მაზავს, აპროტესტებს მთელი ეროვნული სულისკვეთებით!!!
მიყვარს ეროვნული ხალხი))))"-წერს ჯიშკარიანი.
