x
image
ეკა ლაცკა
როგორ გამოაშვებინა აკაკი კვანტალიანმა შეწყალების კომისიის თავჯდომარეს უდანაშაულო ბიჭი "აგაჯანა"
image

...

"მისი გარდაცვალების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში სიჩუმემ დაისადგურა. მოიწყინა თეატრმა და მის ხელოვნებაზე შეყვარებულმა მაყურებელმა. აკაკი კვანტალიანი იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც მარჯანიშვილის თეატრი დიდი ხელოვნების ტაძრად აქცია. მისი ხანმოკლე სცენური სიცოცხლე იყო სახელოვანი, მის მიერ შექმნილი განუმეორებელი, დაუვიწყარი მხატვრული სახეებით გაშუქებული. ის იყო დიდი ოსტატი, ჰქონდა იუმორისა და იმპროვიზაციის თანდაყოლილი ნიჭი, თანაც ბასრი ენის პატრონი იყო“,

ასე წერდა ვერიკო ანჯაფარიძე ქართული თეატრისა და კინოს მსახიობზე აკაკი კვანტალიანზე.


კაცი, რომელმაც ქართულ კინოში 30 -ამდე როლი ითამაშა.

პირველი 1933 წელს, უკანასკნელი — 1967 წელს. მაყურებელს დღემდე უზომოდ უყვარს და ახსოვს ფილმები აკაკის მონაწილეობით : „დარიკო“, „მაგდანას ლურჯა“, „ცისკარა“, „მაია წყნეთელი“ და სხვა მრავალი, მაგრამ მსახიობის კინოშემოქმედების მწვერვალი მაინც ვარდენი იყო ფილმიდან
„უდიპლომო სასიძო“.

image

როლების გარდა, ცნობილი კომიკოსი თავისი კეთილი ბუნებითაც იყო ცნობილი. მასზე ლეგენდები დადიოდა.

ერთხელ აზერბაიჯანელ მემაწვნეს, რომელსაც დილაობით აკაკისთან მაწონი დაჰქონდა, ტირილით უამბია, რომ ჩხუბში, სადაც ერთი ადამიანი დაჭრეს, მისი შვილი სრულიად შემთხვევით მოხვდა. ასე უდანაშაული ბიჭს კი პოლიციამ დამნაშავის ნაცვლად სტაცა ხელი და ციხეში უკრა თავი.

კვანტალიანს, როგორც საუკეთესო მსახიობს იმ პერიოდში გარშემო თითქმის ყველა იცნობდა... და თავადაც ჰქონდა კავშირი ბევრს ადამიანთან. მათ შორის კარგი ურთიერთობა ჰქონდა იმ დროის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ აბაშიძესთან.


image

აკაკის მემაწვნის ტირილმა გული ისე აუჩუყა მაშინვე დაურეკა და დახმარება სთხოვა გრიგოლს, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

უარს მიუჩვეველი მსახიობი სულ მთალად გადაირია. ვისთან აღარ მიდიოდა, მაგრამ ყველა ისევ გრიგოლთან აგზავნიდა: "მხოლოდ ის თუ გიშველისო". აკაკიც ხშირად აკითხავდა აბაშიძეს და უხსნიდა, დაკავებული არაფერ შუაშია, უნდა გაათავისუფლოთო.

შედეგი კი არ ჩანდა.

ბოლოს, კვანტალიანმა ასეთ ხერხს მიმართა. მან გადაწყიტა ყოველ დილით, ზუსტად 7 საათზე, დაერეკა გრიგოლისთვის და ყურმილში ბიჭის სახელი
„ა გ ა ჯ ა ნ ა“ - ჩაეძახა.

ასეც მოიქცა.

ყოველ დღე, დილის 7 საათზე შეწყალების კომისიის თავჯდომარეს ტელეფონის ზარი და სახელი "აგაჯანა" აღვიძებდა.

აკაკიმ იმდენი ქნა, 6 თვის შემდეგ "ჩვენი აგაჯანა " გამოუშვეს.

image

0
556
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0