x
image
თორ ნიკე
კორაქსები - კოლხური ტომი
კორაქსები - კოლხური ტომი


კორაქსები იყვნენ ერთ-ერთი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან და სხვადასხვა პერიოდში შედიოდნენ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაშიც. ძვ.წ. VI საუკუნის ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 550-480 წწ.) აღნიშნავს, რომ კორაქსები კოლხური ტომია. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 43).

სკოლაქს კარიანდელი (ძვ.წ. VI-V სს.) კორაქსებს ასახელებს ჰენიოხების შემდეგ. (თ. ყაუხჩიშვილი, 1967, გვ. 47).

კორაქსებს იხსენიებს ფსევდო-სკილაქსიც (ძვ.წ. IV ს.) მისი თქმით კორაქსები ცხოვრობენ ჰენიოხებზე სამხრეთით და კოლებზე ჩრდილოეთით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამათზე კიდევ უფრო სამხრეთით არის ტომი კოლხებისა და მის ტერიტორიაზე დიოსკურისი. ასე რომ ამ ავტორის თანახმად კორაქსების ტომი თანამედროვე სოხუმზე უფრო ჩრდილოეთით არის ნავარაუდები. (თ. ყაუხჩიშვილი. 1969, გვ. 10).


კორაქსები და კოლები დაახლოებით დღევანდელი ბზიფის (კლავდიოს პტოლემაიოსის მიხედვით მდინარე კორაქსის) შესართავის რაიოანში იყვნენ განსახლებულნი. (თ. ყაუხჩიშვილი. 1976, გვ. 83... იხილეთ აგრეთვე ნ. ლომოური, 1963, გვ. 22).


კორაქსი


არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322) "მეტეოროლოგიაში" ვკითხულობთ: "კავკასიონის ქვემოთ არის ტბა (კასპიის ტბა), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ზღვას უწოდებენ, რადგან ამ ტბას მრავალი და დიდი მდინარე ერთვის და ცხადი გამოსავალი კი არა აქვს, იგი მიწის ქვეშ მიედინება კორაქსებისკენ და გამოდის პონტოს ე.წ. სიღრმეებთან. (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 36). არისტოტოელე არ საზღვრავს არც მათს საცხოვრისს და არც ეთნიკურობას, ვინაიდან ჩანს, რომ მის მკითხველ და მსმენელ საზოგადოებას ამის საგანგებო ახსნა არ სჭირდებოდა. (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 10).

სტეფანე ბიზანტიელი (VI-VII სს.) თავის "გეოგრაფიულ ლექსიკონში" ჰეკატეს "აზიის" კვალად კორაქსებს ასახელებს კოლხურ ტომად. ამავე ავტორის მიხედით "კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ქარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები და კორაქსები." (გეორგიკა 1936. გვ. 289).

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ფუძე "კორაქს" დაიშლება "კორ" ძირად და "ქს" სუფიქსად, რომელიც "ქს" იგივე საკვეცი "ხ" გახლავთ, რაც გვაძლევს "კოლხს". (ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ. 411). ლოგიკურია "კოლ" და "კორ" ფუძეების ასევე შესაბამისი ტომების საერთო წარმომავლობის საკითხის დასმა.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
270
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0