შოუბიზნესი ჰოლივუდის 10 ულამაზესი მსახიობი ქალბატონი, რომელმაც ბუნებრივი დაბერების პროცესი აირჩია 2019, 23 ივნისი, 13:55 დღესდღეობით, გამაახალგაზრდავებელი პოცედურები და პლასტიკური ოპერაციები მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისთვის მეტნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა, ხოლო იმ ქალბატონთა პროცენტული რაოდენობა რომელიც არჩევანს "ბუნებრივი დაბერების" პროცესზე აკეთებს მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ქალბატონების სილამაზის ინექციებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო დადანაშაულება რთულია. ხომ ყველა ჩვენგანის სურვილია რაც შეიძლება უფრო დიდხანს გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად და ჩვენი სილამაზეც რაც შეიძლება ხანგრძლივად შევინარჩუნოთ. თუმცა, საგულისხმოა, რომ მედია- სფეროში, სამოდელო სამყაროსა და შოუ -ბიზნესში "ბუნებრივად დაბარების" ტენდენცია ვირუსივით ვრცელდება. თუკი, ადრე ჰოლივუდის მსახიობები და ცნობილი მოდელები საკუთარი ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად ნებისმიერი მეტამორფოზისთვის იყვნენ მზად, დღესდღეობით ისინი უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებენ და თავის მაგალითზე ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ასაკი თავისებურად ლამაზია, ცელულიტი კი - ნორმალური. გთავაზობთ, ჰოლივუდის 10 ულამაზეს ქალბატონს, რომელმაც ბუნებრიობის სასარგებლოდ, ყველანაირ პლასტიკურ ოპერაციასა და სილამაზის ინექციას უარი უთხრა.ქეით უინსლეტიჯულიანა მურისალმა ჰაიეკიქეით ბლანშეტირეიჩელ ვაისიჯულია რობერტსიევა ლონგორიამერილ სტრიპიშერონ სთოუნიიზაბელა როსელინი1147 შეფასება არ არის |