საზოგადოება რუსი ტურისტის გამოხმაურება პუტინის ემბარგოს 2019, 23 ივნისი, 1:46 " ჩვენ უკვე მეექვსე დღეა ბათუმში ვართ და მე მთლიანად ვემხრობი ჩვენი ბრძენი იმპერატორის გადაწყვეტილებას გადაარჩინოს თანამოქალაქეები. მე ჩემი თვალებით ვხედავ, რომ რუსებს საქართველოში ემუქრება ზღვა საფრთხე: შეიძლება, გასკდომამდე ჭამო ხაჭაპური, პანკრეატიტით დაავადდე, ბევრი ჭაჭის დალევით, ან დაიხრჩო ზღვაში, თეთრი ღვინის მიღების შედეგად. რუსი ადამიანისთვის ცალკე პრობლემას წარმოადგენს ნორმალურად ფულის ვერ დახარჯვა, რადგან მოსკოვურ ფასებთან შედარებით, იაფი კი არაა, ყველაფერი უბრალოდ უფასოა. შეურაცხმყოფელია, რომ აქ შავი ზღვის "ბარაბულკა" 5-7 ჯერ უფრო იაფია, ვიდრე სოჭში... შეგახსენებთ, პუტინის მიერ ფრენების აკრძალვას თავად რუსები არ ეთანხმებიან. 850 3-ს მოსწონს
|