x
image
ეკა ლაცკა
"არ ეძებოთ კავშირი თქვენი ჰონორარის რაოდენობასა და თქვენს ტალანტს შორის!" - ამერიკის სექს სიმბოლოდ აღიარებული მარლონ ბრანდო და 25 ფრაზა , რომელიც მის პორტერტს დაგიხატავთ
image

ამერიკის სექს სიმბოლოდ აღიარებული, ყველაზე რთულ და დაუმორჩილებელ მსახიობად მიჩნეული - მარლონ ბრანდო!

...
ხშირად დასცინოდა რეჟისორებს, არ ეპუებოდა მათ მითითებებს, არ სწავლობდა ტექსტებს, ითხოვდა დამატებით ჰონორარებს.

მასთან გადასაღებ მოედანზე მუშაობა დიდი გმირობის ტოლფასი იყო.


..და ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რეჟისორები მარლონ ბრანდოს მაინც გამუდმებით სთავაზობდნენ სხვადასხვა როლებს.

image


პირველი აღიარება და წარმატება, მსახიობობაზე მეოცნებე, მძიმე ბავშვობა გამოვლილ და კინოში შემთხვევით აღმოჩენილ ბრანდოს
ფილმმა - “ტრამვაი – სურვილი” მოუტანა, სადაც სტენლი კოვალსკის როლი შეასრულა.

საოცარი ბიჭის სახე ერთბაშად მოედო მაშტაბებს.

ყველას პირზე ეკერა ბრწყინვალე გარეგნობის "ველური ბიჭის" (ასე შეარქვეს მას) სახელი და გვარი.

მისი ცვალებადი და თავნება ხასიათი სულაც არ უშლიდა ხელს სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მსახიობზე უგონოდ ყოფილიყვნენ შეყვარებულნი.

უყვარდა მერლინ მონროსაც... თუმცა მონრომ ბოლოს არჩევანი ამერიკელ დრამატურგ არტურ მილერზე გააკეთა.


image

თავბრუდამხვევი წარმატებების შემდეგ წარუმატებლობაც მოვიდა...
აღმასვლის დაღმასვლამ, რომელიც ყველას ცხოვრებაში მეტნაკლებად დგება ბრანდოსთანაც შეაბიჯა.
დადგა პერიოდი, როდესაც მას დიდი ფილმებში აღარ იღებდნენ. ჰოლივუდმა თითქოს გადაივიწყა, კრიტიკოსებმა მისი კარიერა დასრულებულად ჩათვალეს...
ბრანდოს ვარსკვალი კი ამ დროს გასაბრწყინებლად ემზადებოდა...თურმე!
ფრენსის ფორდ კოპოლას, რომელიც "ნათლიმამას" გადაღებისათვის ემზადებოდა და დონ კოლრეონეს როლისათვის მსახიობს ეძებდა, ბრანდო საკუთარი სინჯებით ეწვია.
სინჯების ნახვის შემდეგ გაოცებულ რეჟისორს აღტაცებით წამოუძახია:

- "ნამდვილი იტალიელია, მაგრამ ვინ არის ეს მსახიობი?!"

ეს მსახიობი კი მარლონ ბრანდო გახლდათ, რომლის თამაშმა დიდად შეუწყო ხელი "ნათლიმამას" საოცარ პოპულარობას და კრიტიკამ ერთხმად აღიარა, რომ ბრანდო დაბრუნდა!
და დაბრუნდა ის ტ რ ი უ მ ფ ა ლ უ რ ა დ!

image

მსახიობისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დონ ვიტო კორლეონეს როლის თამაში, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინომსახიობის ტიტული მოეპოვებინა.

...

"ოსკარების" გადაცემის ცერემონიალზე, როდესაც მარლონ ბრანდოს სახელი გამოაცხადეს, სცენაზე მის მაგივრად პატარა ინდოელი გოგონა ავიდა და განაცხადა - "მისტერ ბრანდო პრემიის მიღებაზე უარს ამბობს ინდიელთა ჩაგვრის პროტესტის ნიშნად."
image
ამერიკის სექს -სიბოლოდ აღიარებული მამაკაცისთვის "ნათლიას" შემდეგ ერთერთი საინტერესო და ალბათ, სბედისწერო როლიც, ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმიდან “უკანასკნელი ტანგო პარიზში” იყო.

ბრანდოს ცხოვრება გარკვეულწილად თითქოს ამ ფილმის გმირის ცხოვრებასაც დაემსგავსა.

უამრავი წარმატება, ოქროს კარიერა, მსოფლიო აღიარება, პრიზები, ქორწინება, გაყრა, საყვარლები, შვილები (რომელთა რიცხვი 11-ს აღწევს და სხვაობა პირველსა და უკანასკნელს შორის 42 წელია. ხუთი შვილი მას სამმა ცოლმა გაუჩინა, სამი გვატემალელმა დიასახლისმა კრიტინამ აჩუქა, სამი დანარჩენი კი შემთხვევითი რომანების წყალობით დაიბადნენ...) და...

სიცოცხლის ბოლოს ის მაინც სრულიად მარტო აღმოჩნდა, მძიმედ დაავადებული და ყველასგან მიტოვებული....

...
ბოლო დღეები მსახიობმა სიკვდილზე ფიქრს დაუთმო და საკუთარი დაკრძალვის ინსტრუქციაც დაწერა. წინასწარ დააზუსტა – ვინ უნდა მიეწვიათ მასზე, რითი დაეწყოთ და რითი დაესრულებინათ და ა.შ.

image
დიახ!

ამერიკის დიდი მსახიობი არასდროს ყოფილა მარტივი ...

და სწორედ, მისი საოცარი, უცნაური და ყველასაგან გამორჩეულ - განსხვავებული თვისებების გამო დარჩა ის მსოფლიოსთვის დაუვიწყარ, განუმეორებელ
- მარლონ ბრანდოდ!

...

ეს კი ის ციტატებია, (თარგმ. ნინო დოლიაშვილი) რომელიც მარლონ ბრანდომ გვისახსოვრა და მისი ხასიათის შტრიხები ამ სახით დაგვიტოვა :


პორტრეტი – მარლონ ბრანდო

1.
მკვდარი ღორის გამოხედვა მაქვს.

2.
ბავშვობაში ნორმალური ოჯახი მყავდა: მამა, დედა და ორი და, ფრენსისი და ჯოსლინი. ვგიჟდებოდი დედაჩემზე, მის სილამაზეზე, მომხიბვლელობასა და სიმსუბუქეზე. თუმცა, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დედა უფრო და უფრო იშვიათად იყო სახლში. ერთხელ კი ის ნასვამი დაბრუნდა, კატები საძინებელში შეიყვანა და ვალერიანის წვეთები დაალევინა. როცა მთვრალი კატები გარშემო შემოუწვენენ, ისეთი ნეტარი სახით დაიძინა, თითქოს საუკეთესო მეგორების გარემოცვაში იყო.

3.
თუ რამე მირევს გულს, ეს იმის ყურებაა, ვიღაც მსახიობები როგორ განიხილავენ თავის პირად ცხოვრებას ტელევიზიებში.

4.
ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც ვრჩები ჰოლივუდში: არ მყოფნის ნებისყოფა, რომ უარი ვთქვა ფულზე, რომელსაც ის მთავაზობს.

5.
არ ეძებოთ კავშირი თქვენი ჰონორარის რაოდენობასა და თქვენს ტალანტს შორის.

6.
ერთხელ ტაძარში გვქონდა გადაღებები, ერთ-ერთმა ბერმა ავტოგრაფი მთხოვა. აი, მითხარით, რად უნდა ბერს ავტოგრაფი?

7.
უნდა გიყვარდეს! სხვა მიზეზი, რისთვისაც ცხოვრება ღირს, არ არსებობს. ადამიანები დიდად არ განსხვავდებიან თაგვებისგან, ისინიც იმისთვის დაიბადნენ, რომ იგივე ფუნქცია შეასრულონ, რაც ჩვენ – გამრავლდნენ.

8.
ქალებთან შემდეგნაირად ვიქცევი: მაქვს ბამბუკის გრძელი ჯოხი, ბოლოში ტყავის ყულფით. ამ ყულფს მათ კისერზე ვაბამ, რომ არ გაიქცნენ, მაგრამ თან ძალიანაც რომ არ მომიახლოვდნენ. ეს პროცესი გველის დაჭერას გავს.

9.
რაღაცები არის, რასაც შეუძლია ამაღელვოს, მაგრამ ეს არასდროს გრძელდება შვიდ წუთზე მეტი.

10.
საჭმელი ყოველთვის იყო ჩემი მეგობარი. როცა გუნება-განწყობის გაუმჯობესება მინდება ხოლმე, მაცივარს ვაღებ.

11.
თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ, ე.ი რაღაც მზაკვრობა მზადდება თქვენთვის. სულ ბატის კანით ვიფარები ხოლმე, თუ ყველაფერი მშვენივრად მიდის ჩემს ცხოვრებაში.

12.
საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, იმის გასააზრებლად, რომ ვარსკვლავი ვარ. „ტრამვაი სახელად – სურვილი“ რამდენიმე თვის გაშვებული იყო გაქირავებაში, რომ ნელ-ნელა მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება მეძინა და უცებ რაღაც კანფეტების გროვაზე გამომეღვიძა.

13.
იყო მსახიობი, ნიშნავს – იარო საკუთარი თავის ხუშტურებზე და იცხოვრო უსაქმურად. სამსახიობო კარიერის დამთავრება, კი, ნიშნავს, რომ გაიზარდე.

14.
არ ვიცი, შეხვედრისას ხალხი რას მოელის ჩემგან. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ გავაწნავ ან პანღურს ამოვარტყამ.

15.
კინოვარსკვლავი – ეს არის ადამიანი, რომელიც შაქრის ნატეხებისგან აგებულ სამეფო ტახტზე ზის და კოკისპირულად აწვიმს.

16.
მგონია, რომ ყველაზე უსიამოვნო სანახაობა, რაც შეიძლება წარმოიდგინო – ეს არის აქლემის პირის ღრუ. ნუ, კიდევ გოგონა, რომელიც რვაფეხას ან კალმარს მიირთმევს.

17.
ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთ მაფიოზს შევხვედრილვარ და თითოეული მათგანი მეუბნებოდა, რომ ძალიან მოეწონათ „ნათლიმამა“, იმიტომ, რომ ჩემი როლი ღირსეულად შევასრულე. ამ ფილმის შემდეგ, პატარა იტალიაში, მანჰეტენზე, ფულს არ მახდევინებენ.

18.
ბევრი ნაიარევი მაქვს სხეულზე და რამდენიმე სულზე.

19.
ვერ ვიტან როკ-ენ-როლს. საშინელებაა.

20.
მახსოვს, ერთხელ აპრილში სიცილიაში ვიყავი. ცხელი დღე იყო, გარშემო სულ ყვავილები. ის ყვავილები მიყვარს, რომელთაც კარგი სურნელი აქვთ. გარდენიები, მაგალითად. საერთოდაც, იქ მარტო წავედი. ყვავილების მინდორზე გავიშოტე. ჩამეძინა – და ბენდიერი ვიყავი.

21.
როგორც მამაკაცების უმეტესობას, მეც მქონდა ჰომოსექსუალური გამოცდილებები, და ამის საერთოდ არ მრცხვენია. თუ კი ვინმეს ჰგონია, რომ მე და ჯეკ ნიკოლსონი შეყვარებულები ვართ – ეგონოს. მე კი ძალიან სასაცილოდ მეჩვენება.

22.
ლეონარდო დიკაპრიო გოგოს ჰგავს.

23.
არ მაღელვებს, მსუქანი ვარ თუ არა. ამის გამო ნაკლებ ფულს კი არ გამოვიმუშავებ.

24.
მე იმ ადამიანების რიგებში ვარ, რომელთაც სჯერათ, რომ თუ ამ ცხოვრებაში კარგად მოიქცევი, სიკვდილის შემდეგ საფრანგეთში მოხვდები.

25.
კარგი სანტექნიკი რომ ვყოფილიყავი, ხალხი მაინც დამიკრავდა ტაშს?!

image

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0