საზოგადოება "ექიმებმა სასწაული ჩაიდინეს" - ექიმებმა დემეტრე ნაყოფიას თვალი გადაურჩინეს 2019, 21 ივნისი, 17:59 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულთა შორის ერთე-ერთი ახალგაზრდა მსახიობი დემეტრე ნაყოფიაა, რომელსაც რეზინის ტყვია პირდაპირ თვალში მოხვდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დემეტრემ თვალი დაკარგა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ექიმები ოპერაციის გზით მისი თვალის შენარჩუნებას ამ დრომდე ცდილობდნენ. როგორც ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა ნიკა ლაშხიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ექიმებმა სასწაული მოახდინეს და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მათი ძალისხმევით დემეტრეს თვალი შეუნარჩუნდა. „მეგობრებო, ჩემს მეგობარს დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს, მადლობა ექიმებს, რომლებმაც ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს. დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას.“ - წერს ლაშხია. "მეგობრებო, დიტოს თვალი შეუნარჩუნეს ექიმებმა Demetre Nakopia Long live iron man "- წერს Salome Stitch Rhoads. როგორც კომენტარებიდან ირკვევა ამ ეტაპზე მხედველობის შესანარჩუნებლად მიმდინარეობს ოპერაცია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას განცხადებით, პარლამენტთან 20 ივნისს გამართულ აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აქედან 80 პოლიციელია. ოფიციალური ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში 102 დაშავებული რჩება. 330 1-ს მოსწონს
|