საზოგადოება "ვკამათობ - გემოვნებაზე" - ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან 2019, 21 ივნისი, 13:51 ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთანმაღიზიანებს - ბევრი რამ – ჟურნალისტების დაბალი კომპეტენცია ვგრძნობ - ყველაფერს
მეშინია - არაფრის
ვიცი - არაფერი არ ვიცი - არაფერი შემიძლია - ყველაფერი არ შემიძლია - ყველაფერი ვმეგობრობ - ყველასთან ვაპატიებ - თითქმის ყველაფერს – მართლა შემოქმედს ყველაფერს, ”სიაფანდს” – არაფერს ვტირი - თითქმის არასოდეს ვიცინი - ყოველდღიურობაზე ვეძებ - სიმყუდროვეს ღირსი ვარ- ვიყო ის, რაც ვარ ვჩხუბობ - კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება ვკარგავ - დროს მშურს - არაფრის ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ ვემტერები - თაღლითებს მაინტერესებს - ყველაფერი არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ უარვყობ - მარქსიზმს ვავადმყოფობ - იშვიათად ვმალავ - არაფერს ვინახავ - ფულს ბანკში მწამს - მუსიკის მიკვირს - ყველაფერი ახალი მიხარია - ის, რომ მამა ვარ ვჭორაობ - პოლიტიკაზე ვდარდობ - იშვიათად ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით ვაკეთებ - საკუთარ სიმღერებს ვეფერები - საკუთარ შვილს და ცხოველებს მსიამოვნებს - ოჯახური სიმყუდროვე მესიზმრება - გამთლიანებული საქართველო ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ყველას ვეწევი - სიგარეტ ”კენტს” მწყინს - როცა მატყუებენ ვხარჯავ - ენერგიას ვღალატობ - ხანდახან პრინციპებს ვკამათობ - გემოვნებაზე ვუხეშობ - საკუთარ ძაღლთან ვუსმენ - მოცარტს ვყოყმანობ - იშვიათად ვკითხულობ - წიგნებს ცხოველებზე ვამზადებ - ყავას ვუყურებ - კომპიუტერის მონიტორს ვკლავ - არავის ვაფუჭებ - არაფერს ვცხოვრობ- მშვიდად ვცემ - არავის ვყვირი - არასოდეს ვმღერი - ყოველთვის ვასრულებ - საკუთარ სიმღერებს დავდივარ - ძაღლის გასასეირნებლად ვმკურნალობ - მოჭარბებულ ემოციებს ვერიდები - ალკოჰოლურ სასმელებს ვთამაშობ - კომპიუტერულ თამაშებს ვიტყუები - არასდროს ვეთაყვანები - დიდ კომპოზიტორებს ვგიჟდები – საკუთარ შვილებზე - 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე მიყვარს - მუსიკა ვოცნებობ - მშვიდობაზე ვფიქრობ - შვილებზე მძულს - ტყუილი ვნანობ- არაფერს კმაყოფილი ვარ - მუსიკით მენატრება - ცა მსურს- ბევრი რამ ვაგროვებ - საკუთარ გამოცდილებას ვიხდი- ყველაფერს ვეჭვიანობ - არაფერზე ”ვკაიფობ” - ყველაფერზე ვიზიდავ - ყველას ვალამაზებ - ყველაფერს .... ვინ მაჩერებდა ამდენი ხანი თავქუდმოგლეჯილ უგონო მწევარს ვინ ამიტანა ამდენჯერ მთვრალი ვინ ამიკრძალა ამდენჯერ წერა ტრფობის საბანი გადამახურა ახლა წვერაშლილ დაუღლელ მხედარს მე გავექცევი ყველა სახურავს როდესაც ცაში ვარსკვლავებს ვხედავ. მე რომ ფერმწერი ვყოფილიყავი ვერ დავხატავდი სულ ერთი ფერით და დარჩებოდა დროთა სიყალბე მოსაფერებლად გამოწვდილ ხელებს. შენ მხოლოდ ერთი ფერი იყავი მიკრული ნახატს მზისფერი ლაქა და ასეთ ქარში სადღაც დაკარგულს ჩემს პალიტრაზე ვერასდროს გნახავ რა დამრჩენია ვარსკვლავებს ვეძებ ათას ფერსა და ათას სახელში ვიღაცის ქურქი ალბათ მოძებნის ადგილს ამ სულის ცივ გასახდელში. ირაკლი ჩარკვიანი 186 1-ს მოსწონს
|