საზოგადოებრივი ჰენიოხები - კოლხური ტომი 2019, 19 ივნისი, 23:04 ჰენიოხები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან, რომლებიც ამავე დროს კოლხეთის სახელმწიფოშიც შედიოდნენ და უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ კოლხეთის ჩრდილოეთ მიწების სანაპიროზე. მათზე ცნობებს გვაწვდის ძვ.წ. მე-5 საუკუნეში მოღვაწე პელანიკე მილეთელი, ძვ.წ. მე-4 საუკუნეში მოღვაწე ფსევდოსკილაკ კარიანელი, არისტოტელე (ძვ.წ. მე-4 ს.), არტემიდორე ეფესელი (ძვ.წ. II-I სს.), პომპონიუს მელა (I ს.), პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (ძვ.წ. 43-ახ.წ.18), პლინიუს უფროსი (23-79) და სხვა ავტორები. მათი უშუალო განსახლების არეალად მათ მიერვე სახელდება კოლხეთის სანაპიროს ჩრდილოეთ სექტორი ბიჭვინთა-სოხუმის მონაკვეთზე. დიონ კასიუსი (კასიუს დიონ კოქცეიანუსი - 153-235 წწ.) კი ჰენიოხთა შესახებ წერს: "ჰენიოხები ზღვაზე მეკობრეობით ცხოვრობდნენ. ესენი კამარებისაგან ქმნიან ფლოტს და თავს ესხმიან სატვირთო ხომალდებს და ხანაც ქალაქებს და ამგვარად ფლობენ ზღვას. იმდენად მრისხანენი და ძლიერნი არიან, რომ რომაელებს პონტოს ზღვაში მათი რეიდების აღსაკვეთად მუდმივად ჰყავთ 40 საბრძოლო ხომალდი." კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ჰიტლერი6. ნაციზმი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე241 1-ს მოსწონს
|