ასტროლოგია "ამ კვირაში იქნება 3 საბედისწერო დღე" - მიხეილ ცაგარელის საგანგებო გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 2019, 18 ივნისი, 0:27 ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "იმედის დილაში " მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მან ზოდიაქოს ნიშნებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს კვირა მთელი ივნისსა და ივლისის მანძილზე ყველაზე მშვიდი იქნება, მაგრამ ქალებისთვის 3 საბედისწერო დღე მაინც გამოერევა. "17 ივნისს, ორშაბათს, სავსემთვარეობაა და მთელი დღე მანძილზე ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება. იმატებს გაღიზიანება, დეპრესია. არ დაიწყოთ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი. მეორე საკრალური დღეა 21 ივნისი პარასკევი, მზებუდობა, ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. ამ დღეს, მზის ჩასვლამდე აუცილებლად აანთეთ ყვითელი სანთელი და ჩაუთქვით რაც გინდათ. იოცნებეთ, დასახეთ გეგმები. ამ დროს ყველაზე მაღალ ეგზალტაციაშია მზე. ის გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში. სანთლის ანთებისას, იოცნებეთ, დასახეთ მიზნები და შემდეგ, იბანავეთ, ამ დროს ხდება ბუნებრივი განწმენდა. აანთებთ სანთელს, ჩაუთქვამთ სურვილს, მერე იბანავებთ. ოღონდ ეს ხდება მზის ჩასვლამდე. მესამე დღეა 22 ივნისი შაბათი, პლანეტა ნეპტუნი 24 ნოემბრამდე ხდება უკანმოძრავი, რაც წარსულში გვაბრუნებს. გაქვს რაიმე პროექტი, რომელიც ვერ განახორციელე, შეგიძლია უკან დაუბრუნდე." რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. ვერძი - მთავარი პრობლემა არის ფულის უყაირათოდ ხარჯვა. ზედმეტ საყიდლებს დაანებეთ თავი და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კოლეგებთან ურთიერთობაში. სხვა მხრივ ენერგიულია, აქტიურია, კონტაქტურია, წარმატებულია და იდეების გენერატორია ვერძი ამ პერიოდის განმავლობაში. კურო - ორი ძირითადი პრობლემა ჩნდება - გადამეტებული იმპულსურობა და სიზარმაცე. ზოგიერთი შესაძლოა სასამართლო პროცესებში ჩართული აღმოჩნდეს მემკვიდრეობასთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ენერგოტონუსი დაბალია და ცოტა ფრთხილად იყოს, თუმცა წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა უფრო სასიკეთოა. ტყუპები - საუკეთესო პერიოდია, გაიხსენოს რა შეცდომები აქვს დაშვებული და იმის ანალიზი რომ გააკეთოს. გამოასწოროს სიტუაცია კოლეგებთან და ახლობლებთან მიმართებაში. თუმცა გახსოვდეთ, არ არის იმის დრო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და გრანდიოზული დაიწყოთ.ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოს, უფრო მშვიდად იგრძნობს თავს. კირჩხიბი - ყველაზე რთული პერიოდი აქვს. მართალია ცოტა ენერგოტონუსი ემატება, მაგრამ უნდა იყოს ფრთხილად, ინტრიგები, ჭორები, ფარული მტრები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას. არავითარი ზედმეტი ხარჯი. ლომი - დაძაბულობის ალბათობა სასიყვარულო პარტნიორებთან და შვილებთან ისევ მაღალია. მაგრამ გაანალიზების უნარი აქ აქვს უკვე სხვა. ის არა მხოლოდ საკუთარი "მე"- დან, არამედ გვერდიდან ხედავს პრობლემებს და შეუძლია გამოასწოროს. სადაც საჭიროა, ბოდიშიც მოიხადოს და სადაც საჭიროა, რადიკალურად შეცვალოს ურთიერთობა. ქალწული - არავითარი საქმეების გარჩევა, ჩაძიება და ზედმეტი პირდაპირობა, ეს დაუძაბავს ურთიერთობას როგორც სახლში, ასევე სამსახურში. მაქსიმალური თავდაჭერა, მოქმედება პრინციპით 7 -ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი, არაფერი ახალი და მნიშვნელოვანად განსაკუთრებული. სასწორი - რაც მეტად ორიგინალური და არასტანდარტული იქნება ეს ნიშანი, წარმატება მის მხარეს იქნება. არავითარი სარიკსო მოქმედებები არ არის საჭირო. მთლიანობაში მისთვის კარგი კვირაა. მორიელი - მაქსიმალური ყურადღება ემოციისადმი, რადგან შესაძლოა დაღლილობამ იჩინოს თავი და ზედმეტი ემოციურობა გახდეს არასასურველი კონფლიქტის მიზეზი. ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ ზედმეტი ემოციების გარეშე. შემდეგი კვირიდან მათი ენერგოტონუსი უმჯობესდება, ამიტომ წარმატების შანსები მოიმატებს. მშვილდოსანი - მოგზაურობის და უცხოელებთან კონტაქტისთვის შესანიშნავი პერიოდია. უცხო ენების შესასწავლად, სპორტული ვარჯიშებისთვის მშვენიერი პერიოდია. იუმორით აღსავსე ადამიანები ხართ, მაგრამ ამ კვირაში სარკაზმს და ზედმეტ პირდაპირობას თავი უნდა დაანებოთ. სულსწრაფობის პრინციპით ნუ იმოქმედებთ. თხის რქა - უკეთესი პერიოდი აქვს, უფრო მშვიდად გრძნობს თავს, ენერგოტონუსი მატულობს, მაგრამ მნიშვნელოვანი გრანდიოზული საქმეებისთვის ეს ჯერ საუკეთესო დრო არ არის. შეიძლება ძველი შეცდომების გამოსწორება, ურთიერთობების დალაგება და მომზადება შემდეგი უკეთესი პერიოდისთვის. მერწყული - მაქსიმალურად გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ჯანმრთელობას, ყოველდღიური საქმიანობით შემოფარგლეთ, მაგრამ ზოგადად კონტაქტები საქმიან ადამიანებთან და ცნობიერების გასაფართოვებლად საუკეთესო პერიოდია. თევზები - ცოტა რთული პერიოდია, დეპრესიული ელმენტებით, თუმცა ეს კვირა შედარებით უფრო მშვიდი და წყნარია. ინტუიცია მზარდია და თუ რამე პრობლემა გაქვთ სახლში, ან სამსახურში ეცადეთ ამ კვირაში მოაგვაროთ. სასიკეთო ცვლილებების პერიოდი მოდის თქვენს ცხოვრებაში, რადგან კირჩხიბი თქვენი მონათესავე სულია, თუმცა ეს კვირა დაძაბულობასა და ხარჯთანაა დაკვშირებული, ამიტომ შეცდომები რომ არ დაუშვათ, იყავით ფრთხილად და ძალიან მალე თქვენთვის სასიკეთო პერიოდი დაიწყება. 3271 1-ს მოსწონს
|