x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ
ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, ჩვენზე დადებით და უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, ეს ბავშვისთვისაც კი ცნობილია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთი და იგივე პროდუქტი დადებით და უარყოფით გავლენასაც ახდენს.

ზოგჯერ ისეთი პროდუქტების არჩევა გვიწევს, რომელთა დადებითი გავლენა უარყოფითს ჭარბობს. თუმცა ამა თუ იმ პროდუქტის სარგებელი და ზიანი მათი რეგულარულობით განისაზღვრება.

იგივე ეხება მზესუმზირასაც. 1 ჭიქა მზესუმზირა (ჭიქა, რომელშიც 200 მლ წყალი ეტევა) დაახლოებით 90 გრ გაუსუფთავებულ თესლს იტევს. ეს დაახლოებით 60 გრ გასუფთავებული თესლია.


რა სარგებელს და ზიანს შეიცავს მზესუმზირა და დღეში რამდენის მიღება არის უსაფრთხო?


image

დავიწყოთ იმით, თუ 100 გრ მზესუმზირას თესლი რამდენ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. საუბარია შეუმწვარ, ნედლ თესლზე.

E ვიტამინი

100 გრ მზესუმზირას თესლი დღიური ნორმის 130 % E ვიტამინს შეიცავს. მისი სარგებელი ცხადია: ეს მიკროელემენტი გულის მუშაობას არეგულირებს, ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. უფრო მეტიც, E ვიტამინი დაბერებას აფერხებს, ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედულ დონეზე იცავს.

E ვიტამინის ჭარბად მიღება

სისხლის შედედება უარესდება. შეიძლება შეგაწუხოთ თავის ტკივილმა, გულისრევამ, დარღვეულმა განავალმა, მხედველობის გაუარესებამ, წნევის ცვლილებამ და ერექტილურმა დისფუნქციამაც კი, თუმცა ამისთვის დღეში 1 გმ-ზე მეტი უნდა მიიღოთ.

სპეციალისტების აზრით, ამ მიკროელემენტის დღიური დოზა 15 მგ არ უნდა აჭარბებდეს. უხეში გათვლები აჩვენებს, რომ E ვიტამინის გადაჭარბება რომ მოხდეს, დღეში 5 კგ თესლი უნდა შეჭამოთ.


B5 ვიტამინი

100 გრ თესლი დაახლოებით დღიური ნორმის 70% B5 ვიტამინს შეიცავს. ის ცხიმიანი მჟავების ცვლაში მონაწილეობს, ჰორმონალურ ფონს არეგულირებს, კანის, ფრჩხილების და თმის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.

B5 ვიტამინის ჭარბად მიღება

დღიური ნორმა 7 მგ-ს აღწევს. ჭარბი მიღება იწვევს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა კანის სიწითლე, გულისრევის შეგრძნება, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, კიდურების დაბუჟება. პრაქტიკაში ამ ვიტამინის გადაჭარბება იშვიათად ხდება.

საქმე იმაშია, რომ ჭარბი ვიტამინი ორგანიზმიდან ადვილად გამოდის. 10 გრ B5 ვიტამინი არაფერია და ზოგჯერ აკნეს სამკურნალოდ იყენებენ. ამ ვიტამინის გადასაჭარბებლად ასობით კგ მზესუმზირა უნდა მიიღოთ!


B6 ვიტამინი

100 გრ თესლი დღიური ნორმის 40% B6 ვიტამინს შეიცავს. სინამდვილეში, ეს მთელი ვიტამინების ნაკრებია, რომელიც ანტისიმსივნურ პროფილაქტიკაში, ტვინის სტიმულაციასა და ქოლესტერინის დონის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

B6 ვიტამინის ჭარბად მიღება

დღიური დოზა 1, 5 მგ წარმოადგენს, თუმცა ორსულობის დროს 2, 2 მგ-მდე აღწევს. B6 ვიტამინი ნერვულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, თუმცა ორგანიზმიდან ძალიან სწრაფად გამოდის.

ამერიკელმა მეცნიერებმა ცდები ჩაატარეს და განსაზღვრეს, რომ B6 ვიტამინის დღიური დოზის გადაჭარბება არასასურველია. საქმე ეხება 100 მგ ვიტამინს. მზესუმზირაში მისი შემცველობის გათვალისწინებით, ამ ვიტამინის გადაჭარბება საფრთხეს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ ათობით კგ თესლს მიირთმევთ.


B3 ვიტამინი

მზესუმზირაში შემავალი B3 ვიტამინი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ებრძვის. თრომბის წარმოქმნას აფერხებს, ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, მჟავე-აღდგენით რეაქციებში მონაწილეობს. 100 გრ თესლი B3 ვიტამინის დღიური დოზის მესამედი შედის.

B3 ვიტამინის ჭარბად მიღება

ერთი შეხედვით ამ ვიტამინთან ყველაფერი მარტივად არაა. თავად ვიტამინს ნიკოტინის მჟავას უწოდებენ, რაც მითის გაჩენას ხელს უწყობს, რომ თესლს სიგარეტის ჩანაცვლება შეუძლია, რადგან „ნიკოტინის შიმშილის“ კომპენსირება შეუძლია. გადაჭარბება შესაძლებელია, თუმცა მცირე ალბათობით.

ცნობილია, რომ შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია, გულისრევა და თავბრუსხვევა, თუ ვიტამინს ცარიელ კუჭზე მიიღებთ. დღიური დოზა ზრდასრულ ადამიანში 20 მგ.


ფოსფორი

თევზი ფოსფორის შესანიშნავი წყაროა, თუმცა 100 გრ თესლის მიღება საკმარისია, რომ ამ ელემენტით ორგანიზმი მინიმუმ 115%-ით შეავსოთ. ფოსფორი ძვლოვანი ქსოვილების და ნერვული სისტემის უჯრედების ფორმირებას ხელს უწყობს. ამის გარდა, ელემენტი ტვინის, ღვიძლის მუშაობს სტიმულირებს და საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს.

ფოსფორის გადაჭარბება

ფოსფორის გადაჭარბება საკმაოდ სახიფათოა, ამან შეიძლება თირკმლებში კენჭების გაჩენას ხელი შეუწყოს, კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის კრიტიკული დარღვევა გამოიწვიოს, ასევე ოსტეოპოროზს იწვევს. საქმე იმაშია, რომ ჭარბ ფოსფორს ორგანიზმიდან კალციუმი გამოაქვს.

საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის ფოსფორის დღიური დოზა 2 გრ-ს აღწევს. ფოსფორი ბევრ პროდუქტში შედის და მის დღიურ დოზას ჩვეულებრივ ვაჭარბებთ. საბედნიეროდ, ჭარბი ფოსფორი ორგანიზმიდან მარტივად გამოედინება.

ფოსფორმა კალციუმი რომ არ ჩაანაცვლოს, კალციუმი ორჯერ უფრო მეტი რაოდენობით უნდა მიიღოთ, ვიდრე ფოსფორი. თუ ორგანიზმი კალციუმის დეფიციტს განიცდის, მზესუმზირას თესლის ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მოხმარება ოსტეოპოროზს გამოიწვევს.


სელენი

ყოველდღე 100 გრ მზესუმზირას თესლის მიღებით სელენის დღიური მოთხოვნილების 113 პროცენტს მიიღებთ. სელენი მშვენიერი ანტიოქსიდანტია. სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვის, უჯრედების გასაახლებლად, რეპროდუქციული უნარების შესასრულებლად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

სელენის გადაჭარბება

სელენის გადაჭარბება საკმაოდ უსიამოვნოა. ეს კანის და ძვლოვანი ქსოვილის ხარისხის გაუმჯობესებას იწვევს. რეგურალურად მისი გადაჭარბება კბილის ქსოვილს აქტიურად აზიანებს, ნერვული სიტემის დაზიანება თვალშისაცემი ხდება.

სელენის დღიური ნორმა ზრდასრულ ადამიანში დაახლოებით 55 მგ-ია. აი, 800 მგ სელენის მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო შედეგები გამოიწვიოს. შესაძლებელია, თუ არა მზესუმზირით მისი დოზის გადაჭარბება? თუ ყოველდღე რეგულარულად კილოგრამებით მიირთმევთ, გამორიცხული არაა. სოკო, ხახვი და ნიორი სელენის წყაროს წარმოადგენს.


სპილენძი

100 გრ მზესუმზირა 92% სპილენძს შეიცავს. სპილენძი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას არეგულირებს, სისხლის შედედებას აუმჯობესებს. ეს ელემენტი ფარისებრი ჯირკვლისა და ნერვული სისტემის მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სპილენძის გადაჭარბება

ზრდასრული ადამიანისთვის სპილენძის დღიური დოზა 1-2 მგ-ია. ამასთან დოზა, რომელიც ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს, 250 მგ-ს აჭარბებს. ცხადია, რომ მზესუმზირას თესლი სპილენძის გადაჭარბების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ 300 კგ-ს ჭამას არ აპირებთ!


თუთია

100 გრ მზესუმზირა თუთიის დღიური დოზის 35%-ით აგავსებთ. ის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ვირუსებისა და სურდოს თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა. ასევე თუთია სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილისა და ნივთიერებათა ცვლისთვის.

თუთიის გადაჭარბება

თუთიის გადაჭარბება შეიძლება სპილენძის დეფიციტის მიზეზი გახდეს, რაც ანემიას იწვევს. საქმე მუდმივ გადაჭარბებას ეხება. ეს ნივთიერება ორგანიზმიდან წარმატებით გამოიდევნება. საქმე იმაშია, რომ თუთიის დღიური ნორმა 15 მგ-ია. ხოლო სახიფათო დოზა 35-40 მგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველდღე მინიმუმ 800 გრ თესლი უნდა შეჭამოთ და მაშინ ორგანიზმში ანემიის რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


მაგნიუმი

100 გრ მზესუმზირას თესლი მაგნიუმის დღიური ნორმის 32%-ს შეიცავს. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ასევე დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. მაგნიუმი დეპრესიის და თავის ტკივილის დროს შეუცვლელი საშუალებაა. სტრესისა და აპათიის მიმართ მიდრეკილება შეიძლება მაგნიუმის დეფიციტი იყოს გამოწვეული.

მაგნიუმის გადაჭარბება

ორგანიზმში მაგნიუმის ჭარბი რაოდენობად კუნთების აქტივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, გულის რიტმს ამცირებს, კოორდინაციას არღვევს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას იწვევს. მაგნიუმის ჭარბი რაოდენობის ნიშანი პირის ღრუს სიმშრალეა.

მეორე საქმეა, რომ მაგნიუმი ორგანიზმიდან შესანიშნავად გამოდის. მისი დაგროვება მხოლოდ თირკმლების დარღვევის დროს ხდება. მაგნიუმის დღიური ნორმა 300 მგ. მაგნიუმის სულფატი სახიფათო დოზა 45 გრ-ს აჭარბებს.


კალიუმი

100 გრ მზესუმზირას თესლი იმდენ კალიუმს შეიცავს, რომ დღიური ნორმის 24% დაფაროს. კალიუმი ორგანიზმის სითხის ბალანსში მონაწილეობს, ის წიდების გამოდევნას ხელს უწყობს, გულის მუშაობას არეგულირებს, ტვინში ჟანგბადის მიწოდებას ხელს უწყობს, წნევას არეგულირებს და ოსტეოპოროზს აფერხებს.

კალიუმის გადაჭარბება

დიარეა, გულისრევა და ღებინება სწორედ ასე გამოიყურება აშკარა სიმპტომები, რამაც შეიძლება კალიუმის გადაჭარბება გამოიწვიოს. ამ ელემენტის მუდმივი გადაჭარბება დამატებით იწვევს კრუნჩხვებს, ზოგად სისუსტეს, კუჭ-ნაწლავის ტკივილს და გულის მუშაობის დარღვევას.

კალიუმის დღიური დოზა ადამიანის მასაზეა დამოკიდებული. ზრდასრული, საშუალო სტატისტიკური მამაკაცისთვის ეს 3 გრ. სახიფათო დოზად 14 გრ ითვლება.


რკინა

100 გრ მზესუმზირა რკინის დღიური ნორმის 21 % შეიცავს. ჭრილობებისა და ნაკაწრების სწრაფი შეხორცება, იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობა, შესანიშნავი რეპროდუქცია, სისხლის ბიოქიმია - ამ ყველაფრისთვის რკინის მადლიერი უნდა ვიყოთ.

რკინის გადაჭარბება

რკინის გადაჭარბება უფრო ხშირად კაცებს აწუხებთ. ამ ელემენტის ჭარბი დაგროვება ორივე სქესის ადამიანში იწვევს ჰეპატიტს, ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევას, გულის დაავადებას, შაქრიან დიაბეტის, სახსრების ტკივილს და ღვიძლის ციროზსაც კი.

რკინის დღიური დოზა - 10 მგ კაცებისთვის, ხოლო 30 გრ ქალებისთვის. რკინის გადაჭარბება მზესუმზირას თესლით შესაძლებელია, თუ 5 კგ თესლს შეჭამთ.


უჯრედისი

ყველამ იცის, რომ უჯრედისი საჭმლის მონელების სისტემას ხელს უწყობს. ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნით, უჯრედისი ნაწლავების მიკროფლორის გაჯანსაღებას ხელს უწყობს, ასევე შაქრის და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 100 გრ თესლი დღიური დოზის 44%-ს შეიცავს.

უჯრედისის ზიანი

უჯრედისის უსიამოვნო გვერდითი ეფექტიც აქვს, რაც მის არასწორ მოხმარებას უკავშირდება. ტოქსინებთან ერთად ორგანიზმიდან სასარგებლო მიკროელემენტებიც გამოდის. მან შეიძლება გამოიწვიოს გაზების დაგროვება, ხოლო უჯრედისის დიდი რაოდენობა ყაბზობას, გულისრევას და ღებინებას იწვევს.

უჯრედისის დღიური დოზა 25 გრ (1800 კალორია) ქალებისთვის, ხოლო 40 გრ (3000 კალორია) ქალებისთვის. 100 გრ მზესუმზირა10 გრ უჯრედისს შეიცავს. ამრიგად, დღეში 1000 გრ თესლი უნდა შეჭამოთ, რომ ორგანიზმი უჯრედისით გაჯერებული იყოს. თუმცა ასეთი რაოდენობის თესლი მიღების დროს ფოსფორის ზიანის შესახებ არ უნდა დაგავიწყდეთ.


ცილები

100 გრ მზესუმზირას თესლი იმდენ ცილას შეიცავს, რომ დღიური დოზის 40%-ს აკმაყოფილებს. ეს მცენარეული ცილებია, ანუ ის გაჯერებულ ცხიმებს და ქოლესტერინს არ შეიცავს. რა თქმა უნდა, მხოლოდ მცენარეული ცილები ორგანიზმისთვის საკმარისი არაა, თუმცა დაბალანსებული დიეტის ნაწილი ხშირად სწორედ ასეთი ცილებია.

მცენარეული ცილების ზიანი

ერთი შეხედვით, ასეთ ცილას ზიანი არ აქვს. ამასთან, მცენარეული ცილა უჯრედისიცაა. საფრთხეს იმ შემთხვევაში შეიცავს, თუ მხოლოდ მცენარეულ ცილებს გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში ანემიის, ართრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, ზოგადი სისუსტის განვითარების შანსია.

მამაკაცს დღეში დაახლოებით 56 გრ ცილა, ქალებს კი 46 გრ სჭირდება. 100 გრ მზესუმზირად 21 გრ ცილას შეიცავს. ამიტომ ჰიპოთეკურად ცილების მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ პროდუქტით შესაძლებელია. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზმს ცხოველური ცილებიც სჭირდება.


კადმიუმი

კადმიუმი ის ნივთიერება არა, რომელიც მზესუმზირაში უნდა იყოს. თუმცა, უკვე ათეული წლებია სხვადასხვა ორგანიზაციები (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩათვლით) თესლში კადმიუმის მაღალი რაოდენობის შესახებ განგაშს ტეხენ.

საიდან ხვდება კადმიუმი თესლში

საქმე იმაშია, რომ მზესუმზირას თესლი ნიადაგიდან არა მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებს, არამედ მავნე კომპონენტებს იწოვს. კადმიუმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა, რომელიც ნიადაგში სასუქებთან და სხვადასხვა ლითონის ნარჩენებთან ერთად ხვდება.

როგორც კვლევამ აჩვენა, 100 გრ შეუმწვარი თესლი დაახლოებით 0, 02 მგ კადმიუმს შეიცავს. თუ ორგანიზმში ყოველდღე 0, 07 მგ კადმიუმი მოხვდება, ეს უკვე შფოთვის მიზეზია!

კადმიუმი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციონირების სერიოზულ დარღვევას იწვევს. ის ადამიანის ჩონჩხის სტრუქტურის დარღვევას იწვევს და ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას ხელს უწყობს.


მზესუმზირას თესლის ენერგეტიკული ღირებულება

როგორც იცით, კალორიების დღიური ნორმა თქვენს აქტივობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მამაკაცს დღეში დაახლოებით 3000 კალორია სჭირდება. ჭარბი რაოდენობა წონის მომატებას გამოიწვევს.

შეუძლია თუ არა მზესუმზირას თესლს გასუქების გამოწვევა

მზესუმზირას თესლის ენერგეტიკული ღირებულება 580 კალორიაა. ამრიგად, თუ საკმარისი რაოდენობის კალორიას მოიხმართ, მაგრამ თესლის ჭამა გიყვართ, წონაში მომატების შანსი არსებობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გასუქების მიდრეკილება გაქვთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ თესლი უჯრედისიცაა. ანუ წონის მომატება მიღებული თესლის რაოდენობაზეა დამოკიდებული, ზოგიერთი დიეტოლოგი დღეში 30-40 თესლის ჭამას ნორმად მიიჩნევს, ზოგი კი 20-ს. თესლი ვიტამინების და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა. თუმცა ყოველდღე მისი მიღება ორგანიზმში ფოსფორის და სელენის გადაჭარბებას გამოიწვევს.

მზესუმზირას თესლი სწორი კვების ნაწილი ნამდვილად შეიძლება გახდეს, მაგრამ სხვა ცილებს ან უჯრედის ვერ ჩაანაცვლებს. ადამიანს შიმშილის გრძნობა შეაწუხებს და ის უფრო მეტ თესლს შეჭამს. შედეგები კი უკვე განვიხილეთ.

მზესუმზირაში შემავალი აქტიური უჯერი ცხიმოვანი მჟავები უჯრედის მემბრანის გაძლიერებას ხელს უწყობს. ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ნერვულ ბოჭკოებზე დადებით გავლენას ახდენს. თესლში შემავალი ტანინები და კაროტინოიდები კანის ჯანმრთელობას ხელს უწყობენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. მაგნიუმის სულფატი: მოგაშორებთ თმის ცვენას, აკნეს, სახსრების ტკივილს და არა მხოლოდ

image

2. ამ პროდუქტის დეფიციტი თავის ტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ადრე არ ვიცოდი

image

3. ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს

image

4. ერთადერთი ბურღული - კოლაგენის მდიდარი წყარო ქალის ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად

image

5. იცით, თუ არა, რომ არსებობს ფერი, რომელიც თქვენს თვალს აზიანებს

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1498
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1498