თეატრი "ო,კალკუტა"-50 წლის წინ ბროდვეიზე პირველი ეროტიკული მუსიკალური რევიუ დაიდგა 2019, 17 ივნისი, 16:00 50 წლის წინ, 1969 წლის 17 ივნისს ბროდვეიზე შედგა მუსიკალური რევიუს პრემიერა Oh! Calcutta!, სადაც მსახიობები სრულიად დედიშობილა თამაშობდნენ. ეროტიკული მუსიკალური დადგმის ლიბრეტოს ავტორი იყო ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსი კენეტ ტაინენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ნიუ-იორკის მუსიკალურ თეატრებში. მუსიკალური პიესა ორი აქტისგან შედგებოდა, პირველი აქტის პრემიერა 1969 წელს შედგა, რომლის სცენების დიდი ნაწილი სხვებთან ერთად შექმნეს სემუელ ბეკეტმა, ჯონ ლენონმა და ჟულენ ფაიფერმა.შოუს მუსიკალური ნაწილი შექმნეს კომპოზიტორებმა პიტერ შიკელემ, რობერტ დენისმა და სტენლი უოდენმა. რევიუს პრემიერა ლონდონის უესტ-ენდის თეატრებში 1970 წელს შედგა, ხოლო ბროდვეიზე მუსიკალური რევიუ 13 წლის განმავლობაში იდგმებოდა, რითაც ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად დადგმული პიესა გახდა ბროდვეიზე.(მთლიანად დაიდგა 5959 სპექტაკლი) ფოტოზე:მუსიკალური დადგმის სარეკლამო ბილბორდი ბროდვეიზე-1981 წელი ინგლისური სახელწოდება Oh! Calcutta! ფრანგული ფრაზის «O quel cul t’as!»-ის კალამბურია, რაც ნიშნავს"რა ლამაზი უკანალი გაქვს". რევიუს ესპანურენოვანი პრემიერმა 1977 წლის 9 ოქტომბერს შედგა მადრიდის პრინციპის თეატრში. Oh! Calcutta!-ს მთლიანი ჩანაწერის ნახვა youtube-ზეა შესაძლებელი149 4-ს მოსწონს
|