x
image
ელენე გუმა
"გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას"- პეტრე კოლხი ლევან ვასაძეს მიმართავს
image
სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი ლევან ვასაძეს მიმართავს.


მისი თქმით, გზა რომელიც ლევან ვასაძემ აირჩია, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა... ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია..


"ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა... ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია... ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა... თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა...

ბატონო ლევან, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს არის საეკლესიო ცხოვრების პოზიცია და ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო მეტად დააბნიოთ... თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ...
ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ...


ბატონო ლევან, თუ ნებისმიერი მდგომარეობა, რაც ღმერთს ეწინააღდგეგება, მიუღებელია, მაშინ თქვენი შეხუდულებაც ზუსტად იგივეა და ვაღიაროთ, რომ მეორე უკისურესობა აირჩიეთ პირველთან სადავოდ...
ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!, “ - წერს პეტრე კოლხი.


16 ივნისს, ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ „ნამდვილი კაცების“ აქციაზე, ძალადობრივ მოწოდებები გაავრცელა.

ამასთან, ლევან ვასაძე ლგბტ პირებს ხელების ქამრით შეკვირთა და ყურის აწევით დაემუქრა.


1
230
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
230
  
2019, 17 ივნისი, 15:11
საქართველოს ისტორიას გადახედეთ პატივცემულო მამაო!!
კარგად წაიკითხეთ, იქნება და აზრრი შეგეცვალოთ.
)))
ლევან ვასაძე არის ჭეშმარიტი მამულიშვილი.
0 1 1