ქალი და მამაკაცი როგორ გავიცნოთ ქალი (პრაქტიკული რჩევები, ნაწილი 2) 2012, 24 ივლისი, 17:38 წარმოგიდგენთ შემდეგ ძირითად წესებს, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ ქალის მხრიდან დადებითი პასუხი მიიღოთ:
1)როდესაც გოგონასთან მიდიხარ არ შეიჭრა მის პირად სივრცეში. დაიცავი საზღვრები. ამ საზღვრების პოვნა ძალზე ადვილია: ადამიანის წინ-გაშლილი ხელი, ადამიანის გვერდით-ხელის გული, უკნიდან-მისი სიმაღლე. უკეთესია მიხვიდე გვერდიდან და ეცადე მიუახლოვდე იმ მხრიდან სადაც მას ჩანთა არ უჭირავს.
2)იქამდე სანამ ლაპარაკს დაიწყებ ეცადე მისი ყურადღება მიიპყრო, გააკეთე პაუზა, ჩახედე თვალებში. თუ მას ყურსასმენები უკეთია აჩვენე, რომ რაღაცის თქმა გინდა. საქმე იმაშია, რომ თუ უცებ გაჩნდები მის წინაშე და ლაპარაკს დაიწყებ შენ მას უბრალოდ შეაშინებ. პირველი შთაბეჭდილების შეცვლა რთულია, ამიტომ ეცადე ყველაფერი სწორად გააკეთო.
3)როდესაც უახლოვდები ყურადღება მიაქციე შენს ზურგს, ის სწორად უნდა გეჭიროს.
4)გაიღიმე, უყურე თვალებში. ღიმილი შენს მეგობრულობაზე მეტყველებს, თვალებში ცქერა კი თავდაჯერებულობაზე. 5)ჟესტიკულაცია ძალიან მნიშვნელოვანია: არ დამალო ხელები რადგან ეს ადამიანებში ქვეცნობიერ შიშს იწვევს. არც ჯიბეში ჩაიდო. თუ არ იცი ხელებს რა უყო აიღე რაიმე ნივთი, მაგალითად ბოთლი. 6)ესაუბრე საკმარისად ხმამაღლა, რათა გოგონას არ მოუხდეს დამატებითი კითხვების საშუალებით იმის გარკვევა თუ რა გინდა. ეხლა შენი მიზნის შესახებ: გაცნობამ კარგად ჩაიარა თუ ის დაგთანხმდა შეგხვდეს კიდევ ერთხელ. ამ დროს ტელეფონებს ცვლით. მთავარ მიზან ტელეფონის გაგება კი არა ურთიერთობა წარმოადგენს. თუმცა თუ ძალიან გეჩქარება შეგიძლია მიხვიდე და უთხრა, რომ დრო არ გაქვს მაგრამ ძალიან გინდა ისევ შეხვდე. ეს არის Direct Style-პირდაპირი საშუალება. მაგალითი: პრივეტ, აქ მეგობრებთან ერთად ვარ და ჩვენ უკვე საშინლად ვაგვიანებთ, მაგრამ შენთან რომ არ მოვსულიყავი არ შეიძლებოდა. რას იტყვი ამ დღეებში ფინჯან ყავასთან ერთად რომ გავაგრძელოთ ნაცნობობა? მხოლოდ მას შემდეგ რაც გოგონა გიპასუხებს ამოიღე ტელეფონი და დაიწყე ნომრის ჩაწერა. ყველაფერი მარტივადაა, შენ თავიდანვე ხსნი ყველა კარტს და ღებულობ პასუხს კი ან არა. რაზე ველაპარაკოთ? რაზეც გინდა... მთავარია ისაუბრო ემოციურად, უამბო რამე, ჰკითხო მისი აზრი. იმის შემდეგ რაც დიალოგი ნორმალურად განვითარდება შესთავაზეთ შეხვედრა და გამოართვი ტელეფონი. მიაქციე ყურადღება: შენ შეიძლება საქმეს მიუდგე დირექტიულად: თავიდანვე განუმარტო შენი სურვილები და შესთავაზო შეხვედრა, ან კონტექსტურად: გააბა საუბარი რაიმე თემაზე და მხოლოდ შემდეგ ჩამოაგდო სიტყვა შემდეგი შეხვედრის შესახებ. მეორე მეთოდი უფრო ეფექტურია, მაგრამ ამავე დროს სირთულითაც გამოირჩევა. მაგრამ დაიმახსოვრე მთავარია მოქმედება. მოქმედების გარეშე ნებისმიერი ცოდნა არაფერს წარმოადგენს. მაშ იმოქმედე და არ გადადო. წარმატებები!!! 921 4-ს მოსწონს
|