x
image
ტორნადო07
როგორ გავიცნოთ ქალი (პრაქტიკული რჩევები, ნაწილი 1)
image

ზოგადად გაცნობის სურვილი სრულიად ნორმალურია. ათასჯერ მინახია სიტუაცია, რომ მამაკაცი შებრუნებულა ეფექტური ქალისკენ და თვალი გაუყოლებია მისთვის, ეს მეც გამიკეთებია, ამავე დროს ყოველი მამაკაცი გრძნობს დაუოკებელ სურვილს მივიდეს და დაელაპარაკოს ამ ქალს.

კიდევ ერთი ფაქტი: ყველა მამაკაცი გააყოლებს თვალს ამ ქალს მაგრამ თითქმის ერცერთი არ მივა მასთან დასალაპარაკებლად. ისინი განიხილავენ ქალის გარეგნობას თავის მეგობართან ერთად და გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად არ ღირდა მისვლა, რადგან ამ გოგონას მკერდი არ უვარგოდა, ან ფეხები, ან სხვა რამ. სწორედ ასე ძლიერდება მითი მამაკაცებში "მე შემიძლია ქალის გაცნობა თუ მოვინდომე".

თითქმის ყველა მამაკაცი, დაახლოებით 90% არასოდეს მიდის ქალთან გასაცნობად ქუჩაში, კაფეში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს მამაკაცები არიან სრულად ინერტულები და მათ ჩემი სტატია არა მგონია რამეში დაეხმაროს. 1%-ს ჩემი სტატია არ სჭირდება რადგან მათ წარმოადგენენ სპორცმენები და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებთანაც ქალები თავისით მიდიან. მე ამ სტატიას ვწერ იმ 9% მამაკაცებისათვის, რომლებსაც უნდათ გაიცნონ ქალი და მზად არინ ამისთვის რაიმე გააკეთონ.


მამაკაცების უმეტესობა შემოისაზღვრება თავისი ნაცნობებით იქნებიან ეს თანაკლასელები, თანამშრომლები ან სხვა. თუკი შენ მხოლოდ 1-2 ქალის ინტერესის სფეროს წარმოადგენ დამოკიდებული ხდები მათზე.

თუ შენ შეგიძლია ქალის გაცნობა ქუჩაში და რეგულარულად აკეთებ ამას, არ მალავ შენს სურვილებს ასეთ შემთხვევაში გულახდილი ხარ საკუთარი თავის მიმართ. ქალები ამას გრძნობენ, თანაც შენ უფრო თავდაჯერებული ხდები და შენი თვითშეფასება იზრდება.

მაგრამ როგორ გავიცნოთ ქალი? როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯი? რა ვუთხრათ? ის რას გვიპასუხებს? ამის შესახებ ინტერნეტში უამრავ სტატიას წაიკითხავთ... გახვალთ გარეთ ქალის გაცნობის სურვილით და ამ დროს იწყება მთავარი: გოგონები არ მოგწონს, ხასითი არ გაქვს, ცუდად გაცვია და საერთოდ არ გინდა რა...

ვხვდები ეს ძალიან რთულია. ვინც რა არ უნდა გითხრას ეს ყოველთვის რთულია, მაგრამ მთავარია სძლიო საკუთარ თავს.

პრაქტიკული რჩევები:

1)დაწერე ქარალდზე პირველი ფრაზა, რომელსაც ქალს ეტყვი. მოძებნე ინტერნეტში, თვითონ მოიფიქრე, სულერთია. პირადად მე მომწონს ფრაზები, რომელთაც აქვთ შემდეგი სტრუქტურა: მისალმება_აქ რას აკეთებ_რა გსურს.

მაგალითი: გამარჯობა, მე აქ მეგობრებს ველოდები, ძალიან მომეწონე, მოდი ცოტა ვისაუბროთ, თუ გავუგეთ ერთმანეთს გავაგრძელოთ ნაცნობობა.

გაიარე რეპეტიცია სარკესთან, 20-ჯერ გაიმეორე ფრაზა, ყურადღება მიაქციე ინტონაცია, ღიმილს, სახის გამომეტყველებას და ჟესტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გააკეთო შენ უნდა მოგწონდეს, როგორ ამბობ ამ ფრაზას.

2)ეხლა უნდა გახვდე ქუჩაში: გულია აგიჩქარდა? ცოტა გეშინია? ეს ნორმალურია. უნდა აიძულო თავი, რომ გახვიდე გარეთ. არ გაგიმართლა? შეიცვალე, შეცვალე რამე, იმოქმედე. მთავარია არ გაცდე შენს ცხოვრების ჩარჩოებს და დაიმახსოვრე მხოლოდ სტატიების კითხვით ქალს ვერ გაიცნობ. უნდა იმოქმედო.

გაცნობას აქვს ორი ასპექტი: მოტივაცია და ტექნოლოგია. მოტივაციაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მოდი გადავიდეთ ტექნოლოგიაზე.

3)მნიშვნელოვანია დაიმახსოვრო რომ, შენ არ ხარ 100 დოლარიანი კუპიურა ყველას რომ მოსწონდე. თუ შენ გაცნობას დაიწყებ უარს გეტყვიან. შენ ამისთვის უნდა იყო მზად. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ოცმა სხვადასხვა ქალმა ზედიზედ გითხრას უარი და მხოლოდ ოცდამეერთე გაიცნო. თუ მეხუთე ჯერზე გაჩერდები მაშინ ვერც ვერავის გაიცნობ.

შემდეგ თავში ვისაუბრებთ ქუჩაში ქალის გაცნობისათვის საჭირო ქცევებზე, რაც დაგეხმარებათ მისგან დადებითი რეაქცია მიიღოთ.

1
2809
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
2809
  
2013, 4 აპრილი, 4:12
cvetshi borata unda iyo ra adamiani :D:D:D:D:D
0 1 1