საზოგადოება "კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება" - ნახეთ,რა შეემთხვა ოთო ნემსაძეს 2019, 14 ივნისი, 23:30
მომღერალი ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ასაჯაროვებს და წერს რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა მას ბათუმში ბინა აჩუქა.
მისი თქმით, სასაწაულები ნამდვილად ხდება და ვერაფრით იჯერებს რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდება. "კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. დიახ მეგობრებო ეს ის ბათუმის სახლია, სრულიად უცხო ადამიანმა და უკევე ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა ბატონმა რამაზ მსახურაძემ რომ მაჩუქა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ოჯახს და უდიდესი მადლობა კომპანია ARFI Group • არფი ჯგუფი-ს საოცარი პროფესიონალიზმისთვის, უხარისხესი მშენებლობა. პ.ს. რემონტი დაიწყო და მალე მთავრდება პ.პ.ს. სასწაულები ნამდვილად ხდება. მალე გნახავ ბათუმო" - წერს ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში. კომენტარებში მომღერალს მეგობრები ულოცავენ და მისდამი თბილ კომენტარებს არ იშურებენ. 960 2-ს მოსწონს
|