სხვა ქალთა სერფინგის ფესტივალი Roxy PRO 2012 2012, 24 ივლისი, 17:10 სერფინგის მიმდევარი გოგონები მთელი მსოფლიოდან 5 დღის განმავლობაში იბრძოდნენ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად და ბისკაის ყურეში 3 მეტრი სიგრძის ტალღებს ერკინებოდნენ.
წლევანდელი ჩემპიონი გახდა ისევ შარშანდელი გამარჯვებული- ავსტრალიელი სტეფანი გილმორი. მან უკვე მეხუთედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ახალ ლეგენდად იქცა. სანამ მონაწილეები ტალღებს ებრძოდნენ, სპეციალურად მოწყობილ "სერფინგის სახლში" მსურველებისთვის სუში ბარი, პატარა კოსმეტიკური სალონი და ფრჩხილების მოვლის მასტერ-კლასი იმართებოდა. აქვე იყო, რა თქმა უნდა, უზარმაზარი გარდერობი, სადაც Roxy ახალი კოლექციის დემონსტარციას ახდენდა. საღამოობით სანაპიროზე კონცერტები იმართებოდა ფოტოები ფესტივალიდან: 20 1-ს მოსწონს
|