x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფაზიელები - კოლხური ტომი
ფაზიელები - კოლხური ტომი


ფაზიელები ანუ ფასიანები იყო ერთ-ერთი, 20-ზე მეტი კოლხური ტომიდან. ამგვარი სახელწოდების ტომს ახსენებს ქსენოფონტე (ძვ.წ. 427-355 წწ.) და წერს: "სტრატეგოსები მოვიდნენ ქსენოფონტთან და უთხრეს, რომ ისინი ინანიებენ. ამასთანავე გამოთქვეს აზრი, რომ უმჯობესია ფასისაკენ გაცურვა, რაკი ხომალდები არის და ფასიანთა ქვეყნის დაპყრობა. იქ მაშინ აიეტის შვილიშვილი მეფობდა. (თ. მიქელაძე. 1967. გვ. 113). ყაუხჩიშვილი კი წერს: "პაფლაგონიაში მყოფი მოქირავნეები ამბობენ: რადგან ჩვენ გვაქვს ხომალდები, ამიტომაც უმჯობესია გავცუროთ ფასისისკენ და დავიპყროთ ფასიანთა ქვეყანა. იქ მაშინ აიეტის ჩამომავალი (შთამომავალი) მეფობდა." (თ. ყაუხჩიშვილი. 1983 წ. გვ. 125). ქსენოფონტესთან ფასიანთა უფრო მეორე ტომზეა საუბარი, რომელიც ცხოვრობდა არაქს-ფასისის ზემო წელში არსებულ მთებში (ქსენოფონტე. 1967. გვ. 124).


მდინარის სახელის მიხდვით ხალხის სახელდება, ან პირიქით, ხალხის მიხედვით მდინარის სახელდება უცხო არ არის ბერძნული სამყაროსთვის. ქსენოფონტესთან ფასისი მდინარე არაქსია. სხვაგან კი ფასისი ჭოროხიცაა, რიონიცაა, მაგალითად ესქილე (ძვ.წ. 525-456) თავის ნაწარმოებში "გათავისუფლებულ პრომეთეუსში" ევროპისა და აზიის საზღვრად მდ. ფასისს თვლის. ხოლო ფასიანების ქვეყანა ტაოხების, ხალიბების და ჰესპეირების (სვისპირიტების, სასპეირების) მეზობლები არიან.


ფასიანებს ამავე ტერიტორიაზე ასახელებს დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.) და წერს: "კარდუხები, არმენები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკოტინები, მაკრონები, კოლხები, მოსვინოიკები, ტიბარენები (თ. ყაუხჩიშვილი. 1976, გვ. 124).



ფაზიელი


კონსტანტინე პორფიროგენეტის (ახ.წ. X ს.) ცნობების მიხედვით ერაქსი ფასისის ახლოს აქვეა იბერთა პროვინცია ფასიანი. (გეორგიკა. 1952. გვ.271-272). ლოგიკური ჩანს ვარაუდი, რომ არაქს-ფასისის რეგიონში არსებული ძველი ტერმინი ფასიენები შემონახული იყოს ტოპონიმ "ბასიანის" სახით.

თ. მიქელაძის აზრით ფასიანი ეთნიკურ-გეოგრაფიული ტერმინია. მისი მტკიცებით ერთი ხალხი - ფასიანები, არაქსის სათავეებიდან კავკასიონამდე. (თ. მიქელაძე 1955. გვ. 35). ფასიანთა საზღვრების ამგვარი განსაზღვრა გაჭირდება, ვინაიდან ამავე პერიოდში არაქსიდან კავკასიონამდე 10-ზე მეტი სხვა ტომი სახლობდა, მაგრამ საყურადღებოა თ. მიქელაძის დაკვირვება ბერძნულ მითოლოგიაში კოლხთა ეთნარქის - კოლხოსის შესახებ, კერძოდ ის, რომ კოლხოსი ფასისის შვილად არის მიჩნეული, ფასისი კი წყლის ღვთაებაა. (თ. მიქელაძე. 1955. გვ. 33-34).


ფაზიელი,  ფასიანელი მეომარი


აქ საინტერესოა ის, რომ ბერძენთა ცნობიერებაში წყლის ღვთაება და შესაბამისად მდინარეების აღმნიშვნელი სიტყვა ფასისი და კოლხიდა ფაქტობრივ სინონიმებადაა მიჩნეული. რაც ლოგიკურია, მაგრამ ამის მიუხედავად არ გვაქვს საფუძველი რომ თუნდაც ქსენოფონტეს დროს ( ძვ.წ. 427-355 წწ.) არაქსიდან კავკასიონამდე არსებული ტერიტორია ერთი კოლხური ტომის - ფასიანების საცხოვრისად გამოვაცხადოთ. როგორც აღვნიშნეთ ამ რეგიონში ფასიანებთან ერთად საკმაოდ ბევრი კოლხური ტომი სახლობდა. მაგალითად ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. V საუკუნე) დღევანდელ დასავლეთ საქართველოში იყვნენ: ბიძერები, კოლხები, კოლები, გელონები, მელანქლაინები, კორაქსები, ჰენიოხები, აქაიები, ტორეტები, კერკეტები. თავად ქსენოფონტე მხოლოდ არაქსისა და ჭოროხის ხეობაში ასახელებს: ტაოხებს, ხალიბებს, სკვითინებს. ასევე არაქსიდან კავკასიონამდე არიანემ (ძვ.წ. II ს.) დაასახელა: ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბასკები, სანიგები და ძილქები.






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
439
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
439
  
2019, 15 ივნისი, 15:43
ეს გუნდი უფრო პოპულიარული უნდა გახდეს
0 1 1