ასტროლოგია "ტყუპებო გილოცავთ! ახლა თქვენი დროა " - ცაგარელი ტყუპებს და ზოდიაქოს სხვა ნიშნებს მიმართავს 2019, 13 ივნისი, 18:19 ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში ზოდიაქოს ნიშან ტყუპებზე წერს და ამბობს რომ ახლა მათი დრო დადგა. მისი თქმით, ტყუპები ჰაერის სტიქიას წარმოადგენენ და იღბლიან პერიოდი არ უნდა გაანიავონ, არამედ ძირითად გეგმებს უნდა მიხედონ. ცაგარელი იმ ნიშნებსაც ასახელებს, რომლებისთისაც ეს პერიოდი ასევე კარგი იქნება. მისივე თქმით, ვი ნ ც “მესაზღვრეა" ანუ 16-21 ივნისს დაბადებული ტყუპები, აუცილებლად კ ი რ ჩ ხ ი ბ ი ს ხასიათის გავლენა ექნება. "იუბილარო ტ ყ უ პ ე ბ ო გილოცავთ! შეგახსენებთ, რომ ახლა თქვენი დროა აბა თქვენ იცით მთავარ, ძირითად გეგმებს მიხედეთ! როგორც იცით ტყუპები ჰაერის სტიქიას წარმოადგენთ და ნუ გაანიავებთ იღბლიან პერიოდს!!! ასევე კარგი პერიოდი აქვთ ტყუპების შემდეგ ს ა ს წ ო რ ე ბ ს და მ ე რ წ ყ უ ლ ე ბ ს, ასევე ცეცხლის სტიქიის ნიშნებს კარგი პერიოდი გაქვთ: ვ ე რ ძ ე ბ ო, ლ ო მ ე ბ ო და მ შ ვ ი ლ დ ო ს ნ ე ბ ო. უ კ ვ ე 1 კვირაში მ ო ე მ ზ ა დ ე თ თქვენი დრო მოდის წყლისა ( კირჩხიბი, მორიელი, თევზები) და მიწის ნიშნებმა (კურო, ქალწული, თხის რქა) ცოტაც დაისვენეთ მშვიდად და ხარისხიანად განაგრძეთ თქვენი საქმეები, ახალს ამ ეტაპზე ნუ წამოიწყებთ და უკვე 1 კვირაში თქვენი დრო მოვა! ვ ი ნ ც “მესაზღვრეები" ხართ 16-21 ივნისს დაბადებული ტყუპები, აუცილებლად კ ი რ ჩ ხ ი ბ ი ს ხასიათის გავლენა გექნებათ! შეგახსენებთ რომ “ მესაზღვრეები" ძალიან ნიჭიერები და იღბლიანები ხართ! გ ი ლ ო ც ა ვ თ იუბილეს! გისურვებთ იღბალს, სიყვარულს, სიკეთეს და სამყაროს საჩუქრებს"- წერ ცაგარელი. ტყუპის მთავარი მახასიათებლებია კომუნიკაბელურობა, გამჭრიახობა, ამბიციურობა, მუდმივი მოძრაობა. სიყვარულში მათთვის აუცილებელია ინტრიგა, ფსიქოლოგიური ბატალიები, რთული და საინტერესო ურთიერთობები. ტყუპი (Gemini) - ავანტიურული, მკაფიო, ინტელექტუალური ნიშანია, რომლის წარმომადგენლები რთული ორბუნებოვანი პიროვნებები არიან. მათ სჩვევიათ არა მხოლოდ განწყობის ცვლა, არამედ სულიერი ფორიაქი, საკუთარი თავის ძებნა, ავანტიურასა და საეჭვო წამოწყებებში ჩართვა 4662 1-ს მოსწონს
|