რამდენიმე ხნის წინ, ქართულ ონლაინ სივრცეს, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეემატა. Wedder.ge-ს საშუალებით ქორწილის დაგეგმვა, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. შეგიძლიათ შეარჩიოთ ლოკაცია, დეკორაცია, საქორწილო სამოსი და ფეხსაცმელი, ბეჭდები, სამკაული,
დროის ეფექტურად ხარჯვისა და არჩევანის მრავალფეროვნების გარდა, Wedder.ge-ს განსაკუთრებული ხიბლი სწორედ ისაა, რომ დაუვიწყარი წვეულების დაგეგმვა და ყველა დეტალის შერჩევა წყვილს თავად შეუძლია.
ვინაიდან Wedder.ge მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის, ინფორმაციული შუამავალია, საიტზე ხშირად განთავსდება სხვადასხვა ტიპის ინტერვიუები და ბლოგები. ისინი ვრცლად მოგიყვებიან საქორწილო პროცესში მათი წილი საქმიანობის შესახებ.
პროექტის სამომავლო გეგმებზე უფრო ვრცლად, Wedder.ge-ს მენეჯერი მარიამ ივარდავა გვესაუბება:
- გვიამბეთ, რატომ შეიქმნა Wedder.ge?
- მისი შექმნის მთავარი მიზანი წყვილებისთვის, პირადი დღესასწაულის დაგეგმარების გამარტივებაა. Wedder.ge მაქსიმალურად მორგებულია ყველა კატეგორიაზე - ეს იქნება ტრადიციული ქორწილი, დარბაზის ტიპის სივრცეში თუ უფრო ახალგაზრდული - ტერასებსა და ეზოებში. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, სად იპოვნოს ის, რაც სჭირდება და დარწმუნებული იყოს, რომ ქორწილი ყველასთვის ხელმისაწვდომი ღონისძიებაა.
- არსებობს თუ არა საქართველოში მსგავსი საიტი და რამდენად იცნობთ უცხოურ ანალოგებს? სარგებლობენ თუ არა ისინი პოპულარობით?
- საქართველოში მსგავსი ტიპის საიტი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს პირველობის თავისუფლებაც და პასუხისმგებლობაც. უცხოეთში მსგავსი პლატფორმები საკმაოდ მიღებული ფორმაა და დიდი სამომხმარებლო აუდიტორიაც ჰყავს. Wedder.geბოლომდე ითვალისწინებს მომხმარებლის რეალურ საჭიროებებებს. შეარჩიო სერვისი/მომსახურება ნებისმიერ საფასო კატეგორიაში და ახლო მომავალში, სახლიდან გაუსვლელად დაჯავშნო კიდეც, მაქსიმალურად მორგებულია პოტენციური მომხმარებლის კომფორტზე.
- მარიამ, რა სიახლეებს გეგმავს Wedder.ge და როგორია მისი განვითარების გეგმა?
- საიტი მუდმივი განვითარების პროცესშია. იხვეწება, იზრდება და ბევრ სურპრიზს გპირდებათ, რომელიც ქართული ბაზრისთვის უცხოა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ Wedder.ge-ზე ამ უდიდესი დღესასწაულის დაგეგმვა ნაკლებად რუტინული პროცესი იქნება.