საზოგადოება „მაგთიფიქსის“ უსადენო ტელეფონები და მოდემები უქმდება 2019, 8 ივნისი, 10:27 სულ მალე „მაგთიფიქსის“ უსადენო ტელეფონები მიმდინარე წლის 15 ივნისიდან გაუქმდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, უკვე ამოიწურა 10 წლიანი ლიცენზიის ვადა, რის ფარგლებშიც კომპანია ამ მიმართულებით ოპერირებდა. „მაგთიფიქსის“ სახლის ტელეფონი ერთერთი ყველაზე იაფი საშუალება იყო, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა მთიან რეგიონებსა და აგარაკებზე. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეიზღუდება მაგთიფიქსის ინტერნეტ მოდემებით სარგებლობაც, თუმცა „მაგთი“ მომხმარებლებს სხვა ალტერნატივას სთავაზობს, რისი შესაძლებლობაც მათ ოპტიკური ინტერნეტის მეშვეობით ეძლევათ. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით „მაგთი“ განცხადებას ავრცელებს: „გაცნობებთ, რომ 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას გასდის ვადა და ვეღარ ისარგებლებთ მაგთი ფიქსისა და EVDO მოდემის მომსახურებით. მაგთი ფიქსის ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული ტელეფონიით (VoIP). EVDO მოდემის ნაცვლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ მაგთის 3G მოდემით, რომელიც გადმოგეცემათ უფასოდ. ამისათვის აუცილებელია, ფიზიკურად დაუზიანებელი მოდემი, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში იყო აქტიური, იურიდიულმა მფლობელმა წარადგინოს მაგთის ნებისმიერ ოფისში. მოდემის უფასოდ შეცვლა შესაძლებელია 13.05.19-დან 30.06.19-ის ჩათვლით, “ - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში. აბონენტთა საყურადღებოდ, ვინც სარგებლობთ ორსიხშირიანი მოდემით, კვლავ შეძლებთ მომსახურებით სარგებლობას მხოლოდ 3G (WCDMA) ქსელის გამოყენებით. 309 შეფასება არ არის
|