x
image
თამილა გურაშვილი
2019 წლის ბილდერბერგი და ტრანსატლანტიკური ხელისუფლების მაღალტექნოლოგიური მომავალი
image
სამხედრო ტექნიკა უფრო ჭკვიანი და ყოველი მომდევნო თაობის იარაღი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უფრო მოწინავე ხდება. საზღვარი სილიკონის ველსა და პენტაგონს შორის სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. თუ წლევანდელ ბილდბერბერგთა კლუბის( ბილდერბერგის კლუბი, რომელსაც ასევე ეძახიან „ჯგუფს“ და „კონფერენციას“, არის პოლიტიკური, ფინანსურ-ეკონომიკური და ჟურნალისტური მსოფლიო ელიტის არაფორმალური შეხვედრა. სახელწოდება მომდინარეობს სასტუმროს სახელწოდებიდან – „ბილდერბერგი“, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ ოსტერბეკშია განთავსებული და ზუსტად იქ შედგა კლუბის პირველი ყრილობა 1954 წლის მაისში.) შეხვედრის ჰაერს შევისუნთქავთ, შეიგრძნოთ ახალი ტიპის ომის ნიშნებს: კიბერ საფრთხეებს და სოციალური ქსელების ტრანსფორმაციას იარაღად. გამოყენების საფრთხეს.

ტექნოლოგიასა და სამხედრო სფეროს შორის არსებულ საზღვრებს ბუნდოვანს ხდის და ფორმებს უცვლის ბილდერბერგის კლუბის ზოგიერთ მონაწილე. ერიკ შმიდტი, შეხვედრის დიდი ხნის წევრი და Google- ს ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობს პენტაგონის თავდაცვის ინოვაციების საბჭოს, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების კომისიას ხელოვნური ინტელექტის შესახებ. აქ ასევე იმყოფებიან თავდაცვის ინოვაციების საბჭოს ორი წევრი, რიდ ჰოფმანი და ადამ გრანტი.

ბილდერბეგის კლუბის ხელმძღვანელ კომიტეტში შმიდტთან ერთად კიდევ ორი ტექნომილიარდერია, ალექს კარპი და პიტერ ტიელი. კარპი არის Palantir-ის გენერალური დირექტორი. ბოლო მონაცემებით მისმა კომპანიამ ახლახანს პენტაგონის სადაზვერვო სამსახურის 800 მილიონიანი ხელშეკრულება მოიგო.

Palantir დაარსა 2004 წელს პიტერ ტიელმა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერით. ის არის PayPal- ის თანადამფუძნებელი და ფეისბუქის დირექტორი. ასევე არის დონალდ ტრამპის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი მსოფლიოს მაღალტექნოლოგიებში.


საინტერსოა, რას იფიქრებდა დონალდ ტრამპი მისი ღარიბი სიძის გამო, რომელიც ბილდერბერგის ბნელ სამყაროში დახეტიალობს, როდესაც მისი პრემიერ მინისტრები და მილიარდერი ინვესტორები დახურულ კარს მიღმა პენტაგონის მაღალჩინოსნებს და ნატო-ს ლიდერებთან ერთად ამუშავებენ სტრატეგიას Goldman Sachs International-ის ხელმძღვანელობით.

არა მხოლოდ Goldman Sachs International-ი. აქ არიან მაღალი რანგის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის HSBC- ის, Deutsche Bank- ისა და Santander- ის თავმჯდომარეები, აგრეთვე გენერალური დირექტორები AXA- ს და Credit Suisse. ბილდერბერგის კლუბი აგრძელებს გადაადგილებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფი გაიყო ორ ხაზად შიგნით, უოლ-სტრიტი და სილიკონის ველი.

ღრუბლები ჩამოწვა ბილდერბერგის თავზე და არა მხოლოდ გლობალიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობის გაზრდის და ევროკავშირის პროექტისადმი რწმენის დაკარგვის გამო. ეს არის ლიდერობის კრიზისი. კარტის სახლის შესაძლო დაშლის გათვალისწინებით, მათ მხარი უნდა დაეჭირათ ბრეკსიტისთვის, ფრექსიტისთვის და პოლექსიტისთვისაც კი. ბილდერბერგი უნდა შეირყეს, თუ მას სურს ტრანსატლანტიკური ალიანსის გადარჩენა და მისი საყვარელი ევროკავშირის აყვავება. მაგრამ ვინ იქნება მხარდაჭერა?

პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბილდერბერგის კლუბს, არის ხარისხის დაკარგვა - მისი ინტელექტუალური საფუძველი. მას შემდეგ, რაც დევიდ როკფელერი თავის კრიოგენურ კაფსულაში ორი წელია იმალება, ხოლო, ჰენრი კისინჯერი ჯოჯოხეთის კარიბჭეზე ჯოხით აკაკუნებს, მსოფლიო მიხვდა, რომ ბილდერბერგს საფრთხეს უქმნის თაობების კრიზისი.

თქვენ შეგიძლიათ გძულდეთ ან პატივს არ სცემდეთ კისინჯერს, მაგრამ ვერ ვუარყოფთ, რომ ის სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი მძიმე წონისაა. ვინ იქნება ბილდერბერგის სერიოზული იდეოლოგიები, რომლებიც კლუბს 2020 წელს და მის შემდეგაც უხელმძღვანელებს?

ღირს კი მათი მოძებნა მეცნიერებს შორის? გლობალისტებს ყავთ ხელის პროფესორები, მაგალითად, ნაილ ფერგიუსონი, რომელიც ახლა ამერიკელი მოქალაქეა. მან ერთხელ თქვა, რომ ის, არის ნეო-იმპერიალისტური ბანდის წევრი, რომელიც ფულით სავსეა". მაგრამ მას არ აქვს ავტორიტეტი, რომ დადგეს სათავეში.

თუ გადავხედავთ ისეთ ხალხის, ვინც წინ წასწევს ბილდერბერგის კლუბს, ფინანსურ სფეროში ან პოლიტიკაში, დავინახავთ, რომ ასეთებს იქ ვერ ვნახავთ, რადგან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჭკვიანი ხალხი გადავიდა საინჟინრო და ტექნოლოგიის სამყაროში. რა თქმა უნდა, სწორედ ამ ცენტრის სიმძიმის გარშემო იკრიბება ბილდერბერგი.

ბილდერბერგში ორ ფიგურას აქვს გავლენის აურა - შმიდტი და ტიელი. წლების მანძილზე შმიდტი თავის თავს კისინჯერის მემკვიდრედ მიიჩნევს, ხოლო, ლიბერალმა ტიელმა უკვე გააგზავნა ასისტენტი ალექს კარპი საორგანიზაციო კომიტეტში.

მიუხედავად იმისა, რომელს დარჩება უფრო მეტი ძალაუფლება, სილიკონის ველის გავლენის გაზრდა აუცილებლად გამოიწვევს ევროპიდან ძალაუფლების გადანაწილებას შეერთებულ შტატებში. სილიკონის ტექნოლოგია უფრო ძლიერია, ვიდრე კისინჯერი, რადიკალური რეკონსტრუქციული ძალა, რომელსაც წინაღმდეგობის გაწევა არ შეუძლია ბილდბერბერგში. ამდენად, ევროპელების მიერ დაწყებული ჯგუფის მომავალი საბოლოოდ ამერიკელების ხელშია.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0