საზოგადოება რა წერილი მისწერა რონალდ რეიგანმა თავის ვაჟს - მაიკლს, მაიკლის დაქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე 2019, 5 ივნისი, 14:30
რონალდ უილსონ რეიგანი - ამერიკის მე-40 პრეზიდენტი, მანამდე ამერიკელი პოლიტიკოსი და მსახიობი.
რეიგანის პირველი ცოლი ჯეინ უაინმანი გახლდათ.
მასთან ამერიკის პრეზიდენტს შვილი შეეძინა: მაურინი (1941-2002) და კრისტინა, რომელიც ჩვილი გარდაიცვალა 1947 წელს.
1945 წელს კი მათ იშვილეს ვაჟი - მაიკლი. რონალდ რეიგანი, ჯეინ უაინმანი პირველი ცოლი ოფიციალურად გაშორდა მომავალ პრეზიდენტს . მისი თქმით რონალდი დიდ დროს უთმობდა მსახიობების გილდიაში საქმიანობას. ეს კი ქალისთვის მიუღებელი იყო. ამგვარად, რონალდ რეიგანი გახდა ერთადერთი ამერიკელი განქორწინებული პრეზიდენტი. 1952 წელს რეიგანმა ნენსი დეივისზე იქორწინა, რომელიც აგრეთვე მსახიობი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ: პატრისია (1952) და რონალდი (1958). აი, მაშინ კი ნამდვილი სიყვარული იპოვა რონალდმა. "არ ვიცი, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო თუ არა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო გრძნობა კი დამრჩა" - იხსენებდა ნენსი და ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველდრიურად უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს. წერილი კი, რომელიც ნამდვილი სიყვარულის დამფასებელემა, რონალდ რეიგანმა საკუთარ შვილს, მ ა ი კ ლ ს ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე მისწერა, მაშინვე აიტაცა ამერიკულმა პრესამ, ხოლო შემდგომში ერთგვარ კლასკადაც იქცა ის. ... მაიკლ რეიგანსმანჰეტენის სანაპირო, კალიფორნიის შტატი
1971 წლის ივნისი;
ძვირფასო მაიკლ,
წერილს თან მოყვება ის, რაც ადრე ვახსენე. ალბათ შემეძლო ამაზე შევჩერებულიყავი, თუმცა ეს არ მსურს.
შეიძლება გსმენია ცინიკური ხუმრობები „უიღბლო ქორწინების“ შესახებ, ალბათ ეს შენთვის არავის უთქვამს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს.
დღეს შენ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეაბიჯე და იგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც შენ შექმნი.
ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასდროს გაიგებს.
არადა სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ.
ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც.
ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს – რასაც აკეთებ მისი შედეგიც დგება.
კაცი რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს.
დარწმუნებული ვარ, იქნება წამები როდესაც ისევ შეხვდები ვინმე მომხიბვლელს, ძველი დრო გაგახსენდება და დაგაინტერესებს შეგწევს თუ არა ძალა მოხიბლო საპირისპირო სქესი, მაგრამ შვილო მსურს გაგიმხილო, თუ რა მშვენიერი გამოწვევაა დაუტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.
ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგძელოს ცხოვრება, ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება.
ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები.
მოიქეცი ასე... აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.
კაცს რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს დამცირებულად აგრძნობინოს მას თავი.
როდესაც მდივან ქალს ესალმები, ანდა გოგონას, რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში.
როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს უნდა ეღიმებოდეს იმის გაანალიზებით, რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი.
მაიკლ, შენ სხვებზე უკეთ იცი რას ნიშნავს სახლი, სადაც უბედური ადამიანები ცხოვრობენ და რა შეუძლია მოუტანოს ამან სხვებს.
დღეს შენ გაქვს შანსი, მიიღო სწორი გადაწყვეტილება.
გახსოვდეს,
არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.
სიყვარულით, მამა
ფოტოზე: მაიკლი დგას მამის მარჯვნივ
624 შეფასება არ არის
|