x
image
ელენე გუმა
"ამ პოსტს ვწერ იმ მითქმა-მოთქმისა და გაუგებრობის გამო..."- სოფი ნიკოლეიშვილის დედა ჭორებს პასუხობს
image
ლაგოდეხის ნაკრძალში, ექსკურსიისას დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში საგაგნეგო მიმართვას ავრცელებს და იმ ჭორებს, პასუხობს, რომელიც მისი თქმით, ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება.


"ამ პოსტს ვწერ იმ მითქმა-მოთქმისა და გაუგებრობის გამო, თუ რატომ უწერია ჩემს სოფის გვარი ბერძენიშვილი, რატომ მყავს სალომე ბარკერი და მყავს თუ არა სამივე შვილი სხვადასხვა ქმრიდან...
პირველ რიგში -სამივე ჩემი შვილი სალომე, საბა და სოფი ნიკოლეიშვილები არიან, რომლებიც მყავს ერთ მამაკაცთან ერთადერთი ქორწინებიდან ჩემს ცხოვრებაში ავთანდილ ნიკოლეიშვილთან, რომელთანაც ვიცხოვრე 1988 წლის 27 სექტემბრიდან მთელი 25 წელი. 2013 წელს ჩვენ განვქორწინდით.
სალომე ჟურნალისტია და ჯერ კიდევ ჩვენს განქორწინებამდე აირჩია თავის ფსევდოგვარად ბარკერი.ისე კი, დოკუმენტებში ნიკოლეიშვილია.
საბა ჩვეულებრივ, ნიკოლეიშვილია
სოფიც ნიკოლეიშვილია, უბრალოდ, მამასთან გაუჩნდა პროტესტის გრძნობა.სალო არის მისი ფავორიტი ადამიანი ცხოვრების და ცოტა პროტესტს პლუს ცოტა მიმბაძველობა და აირჩია ჩემი დედის გვარი -ბერძენიშვილი, ისიც მხოლოდ აქ, ფბ-ზე.
კიდევ მინდა გითხრათ, რომ ციხეში არასოდეს ვმჯდარვარ, არანაირ დანაშაულზე, ესეც გავიგე, სოფის დედა ნაციხარიაო. მართალია, ჭორს არ უნდა ავყვე, მაგრამ მწარედ მეღიმება. იქნებ, ესეც ჩემი სოფის ფანტაზიის ნაყოფია.ბავშვს, რომელსაც მამა არ ედგა გვერდით, ძმას არიდებდა უსიამოვნებებს, უნდოდა რაღაც ფორმით თავი დაეცვა ვინმესგან, დედის ეს“ისტორია“ მოიფიქრა თავისი თანატოლი აბეზარი ბიჭების დასაშინებლად. ამას მე ვფიქრობ, იქნებ- თქო, თორემ პირველწყარო ნამდვლად არ ვიცი რატომ მუსირებს ეგ აზრი განსაკუთრებით სკოლა ალბიონში და მის მიმდებარე უბნებში.
მე ვარ ყოფილი მეუღლის გვარზე. განქორწინებისას დავიტოვე გვარი, რამეთუ დოკუმენტების თავიდან კეთების ხალისი და დრო არ მქონდა.თან გვარს ვერსად გავექცეოდი, როცა სამივე შვილი ნიკოლეიშვილი მყავდა.ასე რომ არც დედის გვარზე არიან და არც ნაბიჭვრები აღმოჩნდნენ, ვისაც მეტი საქმე არ დაგრჩენიათ."- წერს ლანა ნიკოლეიშვილი.


26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.


ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში.

მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი 27 მაისს იპოვეს.

0
851
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
851
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0