ისტორია რიჩარდ ლომგული, ეს ის პიროვნება იყო, რომ მის მიმართ გულგრილი ვერავინ რჩებოდა ან აღმერთებდნენ ან სძულდათ 2019, 31 მაისი, 21:42 რიჩარდ ლომგულს იმპულსური ანუ რთული, არაერთგვაროვანი ხასიათი ჰქონდა. შინაგანად წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო . მისი მეორე მეტსახელი იყო “ კი და არა ". რაც იმას მიანიშნებდა რომ იგი გუნება განწყობილებას სწრაფად იცვლიდა.
რიჩარდის წინაპრები ნორმანები ანუ ვიკინგები იყვნენ. დასაფიქრებელია რომ სწორედ მათგან გადაეცა დაუდგრომელი სული, ბრძოლის უნარი და ჟინი.ფიზიკური ძალა და ენერგია. მისი სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა.
გარდა იმისა რომ რიჩარდი უბადლო მეომარი და მხედართმთავარი იყო, იგი წერდა ლექსებს, უყვარდა ტრუბადურების პოეზია და საეკლესიო გალობები. რიჩარდ ლომგული ისეთი პიროვნება იყო, რომ მის მიმართ გულგრილი ვერავინ რჩებოდა, ან უყვარდათ და აღმერთებდნენ, ან სძულდათ. როდესაც რიჩარდი ქვეყნიერებას მოევლინა, მისი უფროსი ძმა უილიამი უკვე გარდაცვლილი გახლდათ და ალბათ ამით იყო განპირობებული, რომ დედა მასზე განსაკუთრებით ზრუნავდა. რიჩარდი ძალზე მკვირცხლი, სხარტი ბიჭუნა იყო, ყველანაირი ფიზიკური ვარჯიში თუ თამაშობა ეხერხებოდა. და სხვებზე უკეთაც გამოსდიოდა. ამავე დროს ჭკუა გონებითაც გამოირჩეოდა, იოლად ითვისებდა ყველაფერს. გავრცელებული იყო, გვირგვინოსანი მმართველები მშვიდობიან ხელშეკრულებას დინასტიურ ქორწინებას მიაყოლებდნენ ხოლმე, ბეჭედივით, - შეთანხმებას რომ ამტკიცებს. არასრულწლოვან უფლისწულებსა თუ პრინცესებს ჯერ კიდევ პატარაობაში, ჰყავდათ დანიშნული მომავალი მეუღლეები. რიჩარდს საცოლედ შეურჩიეს ლუის ქალიშვილი, ალისა (ადელაიდა), რომელიც, მაშინ ცხრა წლის იყო. არადა რიჩარდს უკვე ჰყავდა, მანამდე, რამის დაბადებიდანვე შერჩეული საცოლე, - ბერენგარია. ბარსელონის გრაფის, ბერენჟერის ქალიშვილი. რიჩარდმა ადელაიდას შერთვაზე უარი განაცხადა. შემდეგ ვისაუბროთ რიჩარდ ლომგულის ცხოვრების სხვადასხვა გმირობებზე, ადევნეთ თვალყური და შეიტყვეთ უფრო მეტი. იულიუს კეისარის მეგობარი, პომპეუსი, ეს ის მხედართმთავარია რომელმაც მტკვარზე ხიდი ააშენა 348 1-ს მოსწონს
|