კონფლიქტები რა საერთო აქვს ძველი რომის პოლიტიკას ქართულ რეალობასთან 2019, 25 მაისი, 16:38 მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ჯერ კიდევ ქრისტემდე, ძალიან ჰგავს დღევანდელ რეალობას, პერსონაჟების მიმსგავსება კი თქვენთვის მომინდვია.
ძვ. წ. აღ. I საუკუნის შუა ხანებში, რომში აშკარად შეიმჩნეოდა მონათმფლობელური დემოკრატიის კრიზისი, აშკარა ხდებოდა რომ რომის მმართველი ელიტა ვეღარ ახერხებდა დემოკრატიის შენარჩუნებას.
გამოიკვეთა პოლიტიკური მოღვაწეები. რომლებიც ერთპიროვნული ძალაუფლების მოპოვებისკენ მიისწრაფოდნენ. თანამდებობის პირების ხელში უზარმაზარი მატერიალური რესურსების თავმოყრამ ზოგიერთს შეუქმნა შთაბეჭდილება თითქოს მათ ყველაფერი შეეძლოთ და ყველაფერი ხელეწიფებათ. გართობაზე დახარჯული თანხები, ტრიუმფები და ნადიმვახშმები, მხოლოდ რომის დემოკრატიული ფენების გახრწნას შეუწყო ხელი. სულ უფრო და უფრო ხშირი იყო ქალაქის ელექტორატის მოსყიდვის ფაქტები. ხელისუფლების უზურპაციის სურვილი იმჟამად ბევრს ჰქონდა. რა თქმა უნდა თითოეული მათგანი თავის ქმედებას“ ხალხის ინტერესებზე ზრუნვით " ხსნიდა. და საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ დაჯგუფებებსაც აყალიბებდა. მათ შორის იყო ლუციუს სერგიუს კატილინა. დიდგვაროვანი ოჯახიდან გამოსული პირი. რომში დაგროვდა ღარიბი ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა. ღარიბების უზარმაზარი მასა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. ნებისმიერ წუთას შეიძლებოდა სიტუაცია უმართავი გამხდარიყო. რომის ზედა ფენებში მომწიფდა აზრი ამ ღარიბ მოსახლეობაზე დაპყრობილ პროვინციებში მიწების გაყიდვის შესახებ. ეს მიწები მოიჯარეების ხელში იყო და რომის ხაზინას საკმაოდ დიდ გადასახადს უხდიდნენ. ამ დაპირისპირების დროს მოიჯარეების ინტერესები დაიცვა და პროვინციაში მიწების გაყიდვის წინააღმდეგ გამოვიდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და გამორჩეული რიტორი მარკუს ტულიუს ციცერონი. მისმა ორატორულმა ნიჭმა ხალხს ჩამოუყალიბა რწმენა რომ პროვინციებში სახელმწიფო მიწების გაყიდვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყო. წარმატებით ფრთაშესხმულმა ციცერონმა თავისი კანდიდატურა დააყენა კონსულის თანამდებობაზე. ეს მოხდა ძვ. წ. 64 წელს. კონსულის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურაც წააყენა იმავე პერიოდში კატილინამაც. რომელიც ძალიან კარგად ხვდებოდა რომ ხალხში დიდი უკმაყოფილება იყო. თავისი ავტორიტეტი უფრო რომ გაეზარდა, მან წამოაყენა პოპულისტური მოთხოვნა რომ ვალები გაეუქმებინა მოსახლეობისათვის. კატალინა ყველანაირად ცდილობდა ხალხისთვის დაენახებინა რომ ის ებრძოდა სენატორის ოლიგარქიას. პარალელურად მან დაიწყო შეთქმულებისათვის მზადება. მან თავი მოუყარა თანამოაზრეთა საკმაოდ ჭრელ ფენას. და ელოდებოდა დროს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ადევნეთ თვალყური და შემდეგ მოგიყვებით როგორ განვითარდა და განხორციელდა შეთქმულება. და რით დამთავრდა ეს ყველაფერი. ბოლო ზარი, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები 254 1-ს მოსწონს
|