x
image
Teklamaisuraze
ძველ რომში თანამდებობის პირს ეკრძალებოდა ცხენზე ჯდომა, თხასთან შეხება... როგორ ირჩევდნენ თანამდებობაზე
უნდა აღინიშნოს, რომ ძველ რომში, ერთი ჩინებული სახელმწიფო მნიშვნელობის ტრადიცია ჰქონდათ. რაც უნდა დიდგვაროვანი ყოფილიყო პიროვნება, იერარქიულ კიბეზე არსებული თითქმის ყველა თანამდებობა მას თანმიმდევრობით უნდა დაეკავებინა და გარკვეული გამოცდილება მიეღო “ შეესწავლა ცხოვრება".

image

კანდიდატებს თანამდებობებზე ტრიბები ირჩევდნენ. ეს კი მოითხოვდა გარკვეულ მომზადებას, ამომრჩევლების სიმპატიის გამოწვევა-განმტკიცებას. და ა. შ.

ამრიგად თანამდებობის მოსურნე ახალგაზრდა კანდიდატი იძულებული ხდებოდა მუდამ მობილიზებული ყოფილიყო, მუდამ ეზრუნა პროფესიული ოსტატობის დახვეწაზე. რათა მოეხიბლა თავისი ამომრჩეველი და სანუკვარი მიზნისთვის მიეღწია.


image

გაიუს ცეზარმა პირველი თანამდებობა მამის გარდაცვალების მომდევნო წელს დაიკავა.ეს იყო იუპიტერის ტაძრის ქურუმის ტაძრის ქურუმის საპასუხისმგებლო პოსტი. ამ თანამდებობაზე მყოფ პირებს რომში ფლამინებს უწოდებდნენ, მათ სიცოცხლის ბოლომდე ენიჭებოდათ ეს პატივი.

რომში სულ სამი ღვთაების ტაძარი იყო აღმართული. - იუპიტერის, მარსისა და კვირინის. რომლებსაც აუცილებლად უნდა ჰყოლოდათ თავისი ფლამინები.

image

ქურუმი აუცილებლად ზედაფენიდან უნდა ყოფილიყო. ეს თანამდებობა ძალიან ბევრ ვალდებულებას აკისრებდა მომავალ კანდიდატს.: თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ფლამინს არ შეეძლო სახლიდან თავშიშველი გამოსვლა, მას უნდა ხურებოდა სპეციალური ქუდი, რომელიც ზეთისხილის ქერქისაგან მზადდებოდა.

ფლამინს ეკრძალებოდა ცხენზე ჯდომა, თხასთან შეხება, უმ ხორცზე ხელის დაკარება.

image

ახალგაზრდა კეისარი ზედმიწევნით ასრულებდა სავალდებულო პირობებს, და ღირსეულად ეკავა რომის უზენაესი ღვთაების - იუპიტერის ქურუმ-ფლამინის თანამდებობა.

0
338
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0