ისტორია ვიკინგთა სოფლის შუაგულში დიდი დარბაზი იყო, სადაც ზღაპრულ ამბებს ყვებოდნენ 2019, 3 აპრილი, 0:54 ვიკინგები ჩრდილოეთელი ხალხი იყო, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებში - ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში ცხოვრობდა.
VIII საუკუნიდან მოყოლებული, ვიკინგები მიწების ძიებას შეუდგნენ . ისინი ზღვის გაღმა ლაშქრობდნენ და სხვა ქვეყნებში სახლდებოდნენ. ვიკინგებს ვაჭრობაც ეხერხებოდათ.
ვიკინგთა ღმერთები
ბრაგი- პოეზიის ღმერთი. ფრიგი/ფრეია - სიყვარულის ტყუპი ღმერთები. ლოკი - ცეცხლის ღმერთი. ოდინი - ღმერთების მეფე. თორი - ქარიშხლის ღმერთი სოფლის ცხოვრება ვიკინგები ძირითადად მშვიდობიანი მიწათმოქმედები იყვნენ : მოჰყავდათ ხორბალი, შვრია, ქერი და ბოსტნეული. ამასთან მესაქონლეობას მისდევდნენ. ვიკინგთა სოფლის შუაგულში დიდი დარბაზი იყო. სადაც ვიკინგი მამაკაცები და ქალები ნადიმობდნენ და ზღაპრულ ამბებს ყვებოდნენ ღმერთებსა თუ გმირებზე. ქალაქები და ვაჭრობა ქალაქებში ხელოსნები ქსოვილებს, სამკაულებსა და შრომისა თუ ბრძოლის იარაღებს ამზადებდნენ. ვაჭრებს ეს საქონელი უცხოეთში გაჰქონდათ. სამაგიეროდ ისლანდიიდან ეშვები და ბეწვეული შემოჰქონდათ. ბაღდადიდან - აბრეშუმი და სანელებლები, ხოლო რუსეთიდან - მონები და ბეწვეული . ვიკინგთა თავდასხმები ვიკინგებმა ბრიტანეთს პირველად ახ. წ. 793 წელს შეუტიეს . განძეულიც გაიტაცეს და მონებიც. ვიკინგები ჩრდილო ევროპის დასავლეთ ნაწილშიც დასახლდნენ . და გრელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკასაც კი მიაღწიეს.
ვიკინგთა ხომალდები ვიეინგთა საბრძოლო ხომალდები 200 მებრძოლს იტევდა. სავაჭროდ ვიკინგები უფრო ფართო, ღრმა ხომალდებს აგებდნენ . რომელსაც კრონი ერქვა. ხოლო მომცრო ნიჩბებიან ნავებს ფერინგს ეძახდნენ. ხომალდებს ნიჩბებიც ჰქონდა და აფრებიც.277 შეფასება არ არის
|