x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თემქის ხევში საქალაქო პარკი გაშენდება
imageთბილისში, ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა არის დაგეგმილი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდება.


ამის შესახებ განაცხადება გააკეთა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, რომელმაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით წინასაპროექტო კვლევა ჩაატარა.


"ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვის უბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“-განაცხადა მაია ბითაძემ.

image


შეგხსენებთ, ზღვისუბნის დასახლების მშენებლობა გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, რომელსაც თავიდან თემქა(თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანიდან გამომდინარე, რომელიც მაგ უბანში აშენდა) დასახლებას შუაზე ყოფს ხევი(I, XI და III, IV მიკრორაიონებს), გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო ხევის ამოვსების და იქ პარკის მშენებლობის მცდელობები, რა დროსაც რაღაც მცირე ნაწილი გაკეთდა კიდეც.

მოგვიანებით თემქას სახელი გადაერქვა და ხევძმრის დასახლება ეწოდა, ამჟამად კი ზღისუბანი ჰქვია.

image

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0