x
image
ეკა ლაცკა
ლეგენდა, რომელიც სიმღერით მოკვდა. "ფრანგული სევდა" - სახელად ედიტ პიაფი!
image

მან სულ რაღაც 47 წელი იცხოვრა...

და იმ 47 წლის მანძილზე, რაც მისთვის ცხოვრებამ გამოყო, თუ რამ შეიძლებოდა, თითქმის ყველაფერი წისქვილის დოლაბივით დაიტრიალა საკუთარ თავზე...

ალბათ, ამიტომაც რჩებიან ლეგენდებად....



image

ძალიან პატარა იყო ედიტ პიაფი, როდესაც დედამ მიატოვა...

ბებიასთან საროსკიპოში გადაიყვანეს ჯერ კიდევ ბავშვი... ბებიას კი ნამდვილად არ ეხალისებოდა მისი აღზრდა... როცა პატარა შიმშილისგან ტიროდა, მას შეეძლო ბოთლში რძის მაგივრად ღვინოს ჩაესხა, რადგან თვითონაც ძალიან უყვარდა დალევა.

3 წლისამ დაკარგა მხედველობა.

ბებიამ წმინდა ტერეზას საფლავთან წაიყვანა ედიტი, სადაც ხშირად დადიოდნენ მორწმუნენი და საკუთარ სურვილებს შესთხოვდნენ წმინდანს. ბავშვის პატარა გულმა ალბათ, ისე ილოცა სასწაული ნამდვილად მოხდა!

ერთ კვირაში გოგონას მხედველობა აღუდგა!

ამის შემდეგ, ყოველი განსაცდელისას წმინდა ტერეზას მიმართავდა პიაფი და სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა მედალიონს ამ წმინდანის გამოსახულებით.


image

განსაცდელები კი ნამდვილად არ ილეოდა.

არაერთი სიყვარული, შვილის სიკვდილი, მას მერე უშვილობა, "ისპანკათი" დაავადება, უამრავი მამაკაცი, შეხვედრები-დაშორებები, მარტოობა, მკვლელობაში ეჭვმიტანილობა, ორი ავტოავარია, ნარკოტიკები, ალკოჰოლი...

თუმცა...

ერთი გამორჩეული თავგადასავალი მაინც ყველაფერს აღემატებოდა...

და ეს რა საკვირველია იმ დიდ სიყვარულთან იყო დაკავშირებული, რომელიც ედიტის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრა... შემოიჭრა და ჯერ აიტაცა... ხოლო შემდეგ ისე გამეტებით დაანარცხა მიწაზე... ყველა იქამდე განცდილი ტკივილი სადღაც გაქრა და დარჩა ერთი... სახელად - მარსელ სერდანი!


image

მარსელ სერდანი - მსოფლიო ჩემპიონი ბოქსში!

ათლეტური, ბრგე სპორტსმენი .... რომელიც ედიტმა ამერიკაში გასტროლებზე ყოფნისას გაიცნო... გაიცნო და ყველაფერი შეიცვალა...

ედიტი მარსელზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, თუმცა გარეგნულად ეს არც იგრძნობოდა. ის ნატიფი და პატარა იყო, სერდანი კი ჩასხმული, დაკუნთული და ძლიერი.

ხელის გულზე ატარებდა სათუთ მომღერალს მარსელი. ის იქცა მის ზურგად, მის ცხოვრების აზრად.

image

მაგრამ მარსელს ყავდა ცოლი და სამი შვილი (მოგვიანებით მომღრალი მათ დიდ დახმარებებს გაუწევს) ...

და მიუხედავად ამისა თავდავიწყებით უყვარდა ედიტიც...

დაფარული ურთიერთობა მაინც შესამჩნევი ხდება. ემოციური მარსელი კი ჟურნალისტებს პირდაპირ მიახლის: , , თქვენ ალბათ გაინტერესებთ მიყვარს თუ არა იგი? დიახ მე მიყვარს პიაფი! და ის მხოლოდ იმიტომ არის ჩემი საყვარელი, რომ მე ცოლი მყავს!"


image

ვერცერთმა გაზეთმა ვერ გამოაქვეყნა ასე პირადპირობით ნათქვამი სიმართლე.

მათი სიყვარული ალბათ არასდროს დასრულდებოდა, რომ არა ერთი საბედისწერო დღე!

იმისთვის რომ ედიტის გრანდიოზულ კონცერტს დაესწროს მარსელი თვითმფრინავში ჯდება და... ფრენისას იღუპება.

მარსელის სხეული მხოლოდ ხელებით იცნეს...

მას მაჯაზე ედიტის ნაჩუქარი საათი ეკეთა...


image

ედიტისთვის უცებ ყველაფერი დასრულდა! მას სიცოცხლე აღარ უნდოდა... ან როგორ უნდა ეცოცხლა, როდესაც მარსელი აღარსად იყო...

მომღერალი მორფს მიეძალა.

რომ არა ერთგული მეგობრები, უსათუოდ თავს მოიკლავდა.

თუმცა ის ისევ სიმღერამ იხსნა.

ხანგრძლივი პაუზის მერე გამართა საღამო, რომელიც მარსელს მიუძღვნა.


image

ედიტი უყვარდა ყველას! ყველა სოციალურ ფენას!

მის სიმღერებს უსმენდა მუშა, გლეხი, ბურჟუაზია, არისტოკრატია.

ედიტ პიაფი იყო საოცრად კეთილი, ჰუმანური და ქველმოქმედი. ის დაეხმარა ძალიან ბევრ ახალბედა მომღერალს წარმატების მიღწევაში და მათ შორის იყო შარლ აზნავურიც.

image

ედიტ პიაფისთვის ზომიერება არ არსებობდა!

ზომიერი არ იყო არც მისი წარმატება და არც წარუმატებლობა. ეს იყო ქალი მოსიარულე არაფერსა და მაქსიმალურს შორის.

დასასრულიც "მაქსიმალური" აღმოჩნდა...


image

ედიტს სისივნის დიაგნოზი დაუდგნეს.

...იმ დღეს კი საბოლოოდ გამოჩნდა სცენაზე.

ფრანგული ტკბილი ჰანგები ... თითქოს უკანასკნელად ეფერებოდნენ მაყურებელს...

თვალწინ კადრებად მირბოდა მთელი მისი განვლილი გზა, ბავშვობიდან - ამ წამამდე....

როგორც ამბობენ სულ სხვანაირი ხმით მღეროდა იმ დღეს თურმე!

დღეს, როდესაც ფეხზე ამდგარი მაყურებელი ხანგრძლივი ოვაციას გამოხატავდა, ის კი უეცრად სცენაზე წაიქცა...

მას შემდეგ ედიტ პიაფი სცენაზე აღარ გამოჩენილა.

...

ქალი, რომელსაც მე სახელად "ფრანგულ სევდას" დავარქმევდი სიმღერით მოკვდა...

სამუდამო კი დარჩა ლეგენდა - "ედიტ პიაფი"!

image

0
465
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0